...ალსა საქმენიცა სათნოებისანი წარჰმართნენ, ესევითარნი იგი ღმრთისაგან იშვებიან, და ღმრთისაგან შობილნი იგი ამით საყუარელ იქმნებიან, რაჲთა სიყუარულითა მათითა ცხად ვყოთ სიყუარული მშობელისა მის მათისა ღმრთისაჲ, რომლისა სიყუარულ არს დამარხვაჲ მცნებათა მისთაჲ, რომელი ჴმობს: "უღელი ჩემი ტკბილ არს და ტჳრთი ჩემი — მცირე" (), რამეთუ არა ბრპენის სახედ ქუე-დამზიდველ არიან სათნოებანი, არამედ ფრთე ექმნებიან სულსა, აღმყვანებელ ზეცად. გარნა ჩუენ ჴორცთ-მოყუარებაჲ მძიმედ აღგჳჩენს მათ, რომელთა შინა რაჲ სიმძიმე არს, რაჟამს გუეტყოდინ შეყუარებად ღმრთისა, რომელმან შემიყუარნა ჩუენ და შეყუარებად ძმათა ჩუენთა. რამეთუ არა გამოყვანებასა საპყრობილით, არცა აღდგინებასა სნეულისასა, არამედ მისლვასა ოდენ გუამცნებს ხილვად მათდა. არცა მრავალფერთა სანოვაგეთა მიცემად მშიერისა, არამედ პურსა — საჭიროა საზრდელსა, და ამას აღიარებს დღესა მას საშჯელისასა მადლობით ჩუენთჳს: "მშიოდა და მეცით მე ჭამადი, მწყუროდა და მასჳთ" () და შემდგომი ამისი. ამას ყოველსა თანა ესე არს უმეტესი არა-სიმძიმე მცნებათა მისთაჲ, რამეთუ ჩუენგან გულსმოდგინებასა ხოლო ეძიებს და დაწყებასა მოქმედებისასა, და იგი თავადი შეგუეწევის და სრულ ჰყოფს საქმით გულსმოდგინებასა ჩ...
სახარებაჲ მათესი 11:3
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...ო ერისა მიმართცა სიტყუაჲ, რამეთუ ესმა რაჲ იოვანეს მიერ მოვლინებული იგი სიტყუაჲ, არა იცოდეს მათ გულისსიტყუაჲ მისი, თუ რომლისა პირისათჳს ესრეთ მოუმცნო, და თქუესმცა, ვითარმედ: რაჲ არს სიტყუაჲ ესე? რომელმან-იგი ესოდენი წამა ამისთჳს, აწ კუალადღა იჭუეულ არს და ჰკითხავს: „შენ ხარა მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით?“ ნუუკუე პირველნი იგი სიტყუანი ცუდ იყვნესა? ნუუკუე საპყრობილისაგან მოშიშ იქმნაა? ვინაჲთგან უკუე მეცნიერმან მან დაფარულთამან იცოდა, ვითარმედ ესევითარსა იგონებენ, ამისთჳს ვითარცა-იგი მოწაფეთა მიმართ იოვანესთა კეთილად ყო სიტყუაჲ, ეგრეთვე ერისა მიმართ ჯეროვანი ბრძანებაჲ განაჩინა.
და ვითარცა მოწაფენი იოვანესნი წარვიდეს, „იწყო იესუ სიტყუად ერსა მას იოვანესთჳს“.
რაჲსათჳს ვინაჲთგან იგინი წარვიდეს, მაშინ იწყო სიტყუად? ამისთჳს, რაჲთა არა შეჰრაცხონ ერთა მათ, თუ მომადლებისათჳს იოვანესისა იტყჳს, ვითარმცა მოწაფეთა მისთა მიუთხრეს მას. ხოლო არა უთხრა ერსა, თუ ამას ესევითარსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა, არამედ იჭჳსა მის მათისა ხოლო განმარტებაჲ მიუთხრა, რაჲთა ესრეთ უმხილებელად ეუწყოს მათ, ვითარმედ არარაჲ დაეფარვის ზრახვათაგან გულისათა. ამისთჳს არა ჰრქუა, ვითარცა ოდესმე მწიგნობართა მათ ეტყოდა: „რაჲსათჳს თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა?...
...ობისაჲ, მიუგო და ჰრქუა მათ: „ჟამი ჩემი არღა მოწევნულ არს, ხოლო ჟამი თქუენი ოდესვე არს“.
და კუალად, ოდეს იოვანე მოუვლინა მოწაფენი და ჰრქუა: „შენ ხარ მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: მივედით და უთხართ იოვანეს, რომელი გესმის და ხედავთ“. არა სიტყუათა მიმართ, არამედ გონებისაებრ მომავლინებელისა მის მისცა პასუხი; და ეგრეთვე, ოდეს ერსა მას ეტყოდა იოვანესთჳს.
ამითვე სახითა ამასცა მწიგნობარსა მიუგო არა სიტყჳსა მისისაებრ, არამედ გონებისა; და იხილე, რაბამსა სახესა სიმდაბლისასა აქაცა აჩუენებს, რამეთუ არა თქუა, თუ: ყოველი ძალ-მიც და ყოვლისავე ჴელმწიფებაჲ მაქუს, არამედ არაქონებაჲ აჩუენა, - „ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოსო“.
ჰხედავა გარდამატებულსა მას განგებულებისა მისისა სიმდაბლესა? ამითვე განგებულებითა ჭამდა და სუმიდა ბუნებითა კაცთაჲთა და არცა ვითარ იოვანე მარხვითა დიდითა და სიფიცხითა იქცეოდა, რაჲთა ამით ყოვლითა მიზეზი ცხორებისაჲ მისცეს ჰურიათა და ყოველსა სოფელსა. რამეთუ ამით ჯერითა მწვალებელთაცა პირსა დაუყოფს, და მათცა, რომელ-თა სიტყუანი მისნი ესმოდეს, მიიზიდვიდა სარწმუნოებად მისა.