...მათ 15:26). იფიქრე, საყვარელო, და გაუკვირდი ამ სულის ძალას და მისი რწმენის არაჩვეულებრიობას: ძაღლის სახელი რომ ესმა, არ შეწყენინებია, უკან არ დაიხია, არამედ დიდი კეთილგულობით თქვა: „ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა" (). ვაღიარებ, რომ ძაღლი ვარ; ღირსი გამხადე, როგორც ძაღლი, ტრაპეზიდან ნამცეცებს მაინც. ხედავ ქალის რწმენასა და კეთილ სულს? მან თავის თავზე აიღო ნათქვამი და მაშინვე მიიღო სასურველი, და მიიღო დიდი შექებით. რა უთხრა ქრისტემ? „ჵ დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაჲ ეგე შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს" (). „ჵ დედაკაცო" — ეს შეძახილი გაკვირვებას გამოხატავს და დიდ შექებას მოიცავს. დიდი, ამბობს, რწმენა აჩვენე; და იყოს შენთვის ის, რაც გსურს. შეხედე, რა უხვია უფლის მოწყალება, და გაუკვირდი მისი სიბრძნე. განა ვერ შეგვეძლო თავიდანვე გვეფიქრა, რომ ის არათანამგრძნობია, როცა ასე უარყოფდა ქალს და ჯერ პასუხსაც კი არ აღირსებდა, ხოლო შემდეგ პირველი და მეორე პასუხით თითქოს მხოლოდ აძევებდა და უარყოფდა ასეთი მოშურნეობით მისულს? მაგრამ საქმის დასასრულით განსაჯე ღვთის სახიერება. მას სურდა ის ქალი ედიდებინ...
სახარებაჲ მათესი 15:27
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...ი, რათა იცოდე, რა ნაყოფი მოიტანა ღვთის მოთმინებამ მისი თხოვნის შესრულებაში. სიტყვების სიმკაცრემ ქალი არამხოლოდ არ დააშორა უფლისგან, არამედ კიდევ უფრო დიდ მოშურნეობას აღუძრა. ეს სიტყვები რომ მოისმინა, ქალმა თქვა: „ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა" ().
ხედავ, რისთვის აყოვნებდა უფალი აქამდე? იმისთვის, რომ ქალის სიტყვებიდან გაგვეცნო მისი რწმენის მთელი ძალა. შეხედე, მართლაც, როგორ შეაქო და გვირგვინი დაადგა მაშინვე: „ჵ დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაჲ ეგე შენი" (). გაკვირვებითა და შექებით გაისტუმრა ის, ვისაც თავდაპირველად პასუხიც არ აღირსა. „დიდ არს, — ამბობს, — სარწმუნოებაჲ ეგე შენი". ჭეშმარიტად, „დიდია სარწმუნოებაჲ" — ხედავ, როგორ უარყოფს უფალი თხოვნას არა ერთხელ ან ორჯერ, არამედ მრავალგზის, და არ დანებდები, უკან არ დაიხევ, არამედ მოუცილებლად მოუხმობ უფალს და თხოვნის აღსრულებისკენ დახრი. მაშ, „გეყავნ შენ, — ამბობს, — ვითარცა გნებავს". ხედავ, როგორ ის, ვინც ადრე პასუხსაც არ აღირსებდა, ახლა შექებით აძლევს თავის ნიჭებს? არა უბრალოდ შეისმინა მისი თხოვნა, არამედ ადიდა და გვირგვინი დაადგა. სიტყვით „ჵ, დედაკაცო" აჩვენ...
...მუცლისა თჳსისანი, არამედ მე არა დაგივიწყო შენ“. დიდებაჲ აურაცხელსა მას კაცთმოყუარებასა მისსა!
აწ უკუე მოედით, ცოდვილნო, შეუვრდეთ მას გულითა მჴურვალითა და ვთქუათ: „ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამენ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა“ , შეგჳწყალენ ჩუენ, უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ; და გურქუას: „გეყავნ, ვითარცა გნებავს“.
ვთქუათ უძღებისაებრ: „ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა“2; ვთქუათ მეზუერისაებრ: „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“3; დავალტვნეთ ფერჴნი მისნი ცრემლითა, ვითარცა მეძავმან, და გურქუას: შენდობილ არიან ცოდვანი შენნი; ვჰრეკოთ კარსა მისსა და ვევედრებოდით ჟამსა და უჟამოსა, და უფროჲსღა არაოდეს არს უჟამოჲ შევრდომაჲ, არამედ უჟამოებაჲ არს არა მარადის შევრდომაჲ და ვედრებაჲ, რამეთუ ვინაჲთგან იგი მარადის მზა არს მოცემად, ჩუენდაცა მარადის ჯერ-არს თხოაჲ. და ვითარცა ფშჳნვაჲ არაოდეს უჟამო არს, არამედ მარადის ჩუენ თანა არს, ეგრეთვე ვედრებაჲ ღმრთისაჲ მარადის თანაგუაც; ვითარცა ფშჳნვაჲ მარადის საჴმარ არს ჩუენდა, ეგრეთვე შეწევნაჲ ღმრთისაჲ მარადის საძიებელ არს ჩუენდა და, უკუეთუ გუენებოს, ადვილად მოწყალე-ვყოთ იგი ჩუენ ზედა, და მოვიდეს შეწევნად ჩუენდა, ვითარცა იტყჳს წინაწარმეტყუ...