მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 18:5

4. რამეთუ რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ვითარცა ყრმაჲ ესე, იგი უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა.5. და რომელმან შეიწყნაროს ერთი ყრმაჲ ესევითარი სახელითა ჩემითა, მე შემიწყნარებს.6. და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთაჲ, უმჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქჳლი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღჳსასა.
სახარებაჲ მათესი თავი 18
5. და რომელმან შეიწყნაროს ერთი ყრმაჲ ესევითარი სახელითა ჩემითა, მე შემიწყნარებს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 41. „ეჩუენა ღმერთი აბრაჰამს მუხასა თანა მამბრისასა" (დაბ 18:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთის გამოცხადება მამბრეს მუხასთან (18:2):

...ავლემაც თქვა: „სტუმრის მოყუარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ამისგან ვიეთმე რეცა არა უწყოდეს და ანგელოზნი ისტუმრნეს" (), — აშკარად მამამთავარს გულისხმობდა. სწორედ ამიტომ ქრისტემაც თქვა: „და რომელმან შეიწყნაროს ერთი ყრმაჲ ესევითარი სახელითა ჩემითა, მე შემიწყნარებს" (). დავიმახსოვროთ ეს, საყვარელნო, და სტუმრის მიღების აპირებისას ნურასოდეს გამოვიძიებთ, ვინ არის იგი და საიდან. მართლაც, მამამთავარსაც ცნობისმოყვარეობა რომ გამოეჩინა, შესაძლოა შესცოდავდა კიდეც. მაგრამ შენ იტყვი, რომ მან იცოდა მოსულთა ღირსება. საიდან არის ეს ცნობილი? პირიქით, რომ ნამდვილად იცოდეს, მაშინ რით დაიმსახურებდა აღტაცებას? რომ ცნობისმოყვარეობდეს, მაშინ მისი სტუმართმოყვარეობა ისე საოცარი არ იქნებოდა, როგორც ახლა, როცა უცოდინარმა, ვინ იყვნენ მოსულნი, ისეთი მოშურნეობითა და პატივისცემით მოექცა მათ, როგორც მონა უფლებს, სიტყვებით, ვითარცა საკვრელებით, შეკრავდა მათ და ევედრებოდა, უარი არ ეთქვათ მისთვის და ამით ასეთი დიდი წყალობა არ წაერთმიათ. მან იცოდა, რას აკეთებდა, და ამიტომ ასეთი ცხელი მოშურნეობით ცდილობდა აქედან მთელი სარგებელი ეღო. მაგრამ მოვისმინოთ თავად მწიგნობრის სიტყვები, რომ ღრმა სიბერეში ყმაწვილკაცური სიცოცხლე, ახალგაზ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარ ჰგონებთ თქუენ: კაცსა თუ ვისმე ედგას ასი ცხოარი, და შესცთეს ერთი მათგანი, არა-მე დაუტევნესა ოთხმეოცდა ათცხრამეტნი იგი მთათა გარე და წარვიდეს და მოიძიოს შეცთომილი იგი? და რაჟამს პოოს იგი, ამენ გეტყჳ თქუენ, უფროჲს უხაროდის მის ზედა, ვიდრე ოთხმეოცდაათცხრამეტთა მათ, რომელნი არა შეცთომილ იყვნეს. ესრეთ არა არს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ, რაჲთა წარწყმდეს ერთი მცირეთა ამათგანი“ (18,12-14).:

...აჲ. ამისთჳს ყრმაჲ წარმოადგინა და თქუა: „რომელი არა იქმნას, ვითარცა ყრმაჲ, ვერ შევიდეს სასუფეველსა“; და კუალად თქუა: „რომელმან შეიწყნაროს ყრმაჲ ესევითარი სახელითა ჩემითა, მე შემიწყნაროს. და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი, დიდად დაისაჯოს“. და არა კმა-ყო იგავი იგი წისქჳლისაჲ, არამედ ვაებაჲცა მისცა ესევითართა მათ ამპარტავანთა და დამაბრკოლებელთა, რამეთუ იგინი არიან მომპოვნებელნი საცთურთანი, და მათი ბრძანა მოკუეთაჲ, დაღაცათუ მეგობარ ჩუენდა იყვნენ. ხოლო აწ კუალად თჳსი იგი ვნებაჲ აჴსენა და წარწყმედულთა ძიებისათჳს სიკუდილი, და იგავი ესე წარმოგჳთხრა მწყემსისა მის კეთილისაჲ, რომელმან დაუტევის ოთხმეოცდაათცხრამეტი და ძიებად შეცთომილისა განვიდის; და მამაჲცა თჳსი აჴსენა, ვითარმედ: „ესრეთ არა არს ნებაჲ მამისა ჩემისაჲ წარწყმედად ერთი მცირეთა ამათგანი“. ხოლო ვინაჲთგან ღმერთი ესრეთ მხიარულ არს ცხორებასა ერთისა სულისასა, ვითარ ვინ იკადროს შეურაცხ-ყოფად, და არა უფროჲსად დადებად ესწრაფოს სულისა ცხორებისათჳს ძმისა თჳსისა? უფალმან ოთხმეოცდაათცხრამეტნი დაუტევნა და მოვიდა წარწყმედულისა, და ვერ უძლო მრავალთა ცხორებამან დაფარვად წარწყმედასა ერთისასა, არამედ ისწრაფა პოვნად იგი და, პოა რაჲ,...

სრულად ნახვა