...ბი შენი და მიეც გლახაკთა და მოვედ და შემომიდეგ მე“.
და კუალად პეტრე არა თქუა, თუ: უფალო, აჰა სახელითა შენითა განვასხამთ ეშმაკთა და ვიქმთ სასწაულთა (რამეთუ მრავალსა იქმოდეს), არამედ თქუა: „აჰა ესერა ჩუენ დაუტევეთ ყოველი და შეგიდეგით შენ; რაჲ-მე იყოს ჩუენდა?“
და უფალმან არა სასწაულთა მოქმედობაჲ სანატრელ-ყო, არამედ „რომელმან დაუტეოსო სახლი, გინა აგარაკი, გინა ძმანი, ანუ დანი, ანუ მამაჲ, ანუ დედაჲ, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ ქუეყანაჲ სახელისა ჩემისათჳს, ასი წილი მიიღოს და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდროს“. აწ უკუე, საყუარელნო, ჩუენცა ესრეთ ვიქმოდით, რაჲთა არა სირცხჳლეულ ვიქმნეთ, არამედ კადნიერებით წარვდგეთ წინაშე საყდარსა ქრისტესსა.
ჰე, გევედრები, მოვიგნეთ კეთილნი საქმენი, შევინანნეთ ცოდვანი ჩუენნი, ვიღუაწოთ დამარხვად, რაჲ-იგი გუამცნო უფალმან, რაჲთა იყოს იგი ჩუენ თანა, ვითარცა მოციქულთა თანა იყო. რამეთუ უკუეთუ მათსა მოქალაქობასა ვჰბაძვიდეთ, ჭეშმარიტად ჩუენ თანაცა იყოს, ვითარცა მათ აღუთქუა, ვითარმედ: „აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“.
ჰე, უფალო იე...