მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 19:29

28. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ თქუენ, რომელნი-ეგე შემომიდეგით მე, მერმესა მას შობასა, რაჟამს დაჯდეს ძე კაცისაჲ საყდართა დიდებისა თჳსისათა, დასხდეთ თქუენცა ათორმეტთა საყდართა განსჯად ათორმეტთა ტომთა ისრაჱლისათა.29. და ყოველმან, რომელმან დაუტევა სახლი გინა ძმანი ანუ დანი ანუ მამაჲ ანუ დედაჲ ანუ ცოლი ანუ შვილნი ანუ აგარაკნი სახელისა ჩემისათჳს, ას წილად მიიღოს და ცხორებაჲ საუკნოჲ დაიმკჳდროს.30. ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკანა, და უკუანანი წინა.
სახარებაჲ მათესი თავი 19
29. და ყოველმან, რომელმან დაუტევა სახლი გინა ძმანი ანუ დანი ანუ მამაჲ ანუ დედაჲ ანუ ცოლი ანუ შვილნი ანუ აგარაკნი სახელისა ჩემისათჳს, ას წილად მიიღოს და ცხორებაჲ საუკნოჲ დაიმკჳდროს.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველმან, რომელმან დაუტეოს სახლი, გინა ძმანი, ანუ დანი, ანუ მამაჲ, ანუ დედაჲ, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ ქუეყანაჲ სახელისა ჩემისათჳს, ასი წილი მიიღოს ჟამსა ამას და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდროს“ (19,29).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲთა არა ჰგონებდენ, რომელთა ესმოდის ზემოთქუმული იგი სიტყუაჲ, თუ განთჳსებულ არს დიდებაჲ საუკუნოჲსაჲ მის მოციქულთათჳს ხოლო, ამისთჳს განჰმარტა სიტყუაჲ თჳსი და განჰფინა აღთქუმაჲ იგი ყოველსა ზედა სოფელსა, აქაცა აღუთქუა და მას საუკუნესაცა. რამეთუ მოწაფეთაცა, ოდეს უსწავლელღა იყვნეს და უძლურ, საწუთროჲსასაცა უქადებდა. ოდეს-იგი უწოდდა, ჰრქუა მათ, ვითარმედ: „გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა“, ხოლო ვინაჲთგან აღამაღლა საზომი სათნოებისა მათისაჲ, მერმე საუკუნოჲსა მისთჳს ხოლო იწყო მითხრობად და სოფლისა ამისგან სრულიად განაშორებდა.

ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, თუ: „დასხდეთ ათორმეტთა საყდართა განსჯად ათორმეტთა ნათესავთა ისრაჱლისათა“? ესე იგი არს, ვითარმედ: იყვნეთ დამსჯელ მათდა; რამეთუ არა თუ მსაჯულად ეგულების მათ დაჯდომაჲ, - ესე საქმე მხოლოჲსა ქრისტესი არს, ძისა ღმრთისაჲ, - არამედ ვითარცა თქუა, ვითარმედ: „დედოფალი სამხრისაჲ აღდგეს საშჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასაჯოს იგი; და კაცნი ნინეველნი დაშჯიდენ ნათესავსა ამასო“, (მათ. 12, 42,41) ეგრეთვე მოციქულთათჳს იტყჳს. ამის-თჳსცა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XIX
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
19:27-30 — ჯილდო ქრისტეს მიმდევართა:

27. მაშინ მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: აჰა ესერა ჩუენ ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ; რაჲ-მე იყოს ჩუენდა? - პეტრეს, რომელიც ღარიბი იყო, თითქოსდა ბევრი არაფერი დაუთმია, მაგრამ, იცოდე, რომ სინამდვილეში მან ბევრი რამ დათმო. ჩვენ ადამიანები მცირედსაც მაგრად ვებღაუჭებით, პეტრემ კი ყველა ამსოფლიური სიამოვნება, თვით ბუნებრივი სიყვარული მშობლებისადმი, უგულებელყო. ამგვარი ვნებანი ხომ არა მხოლოდ მდიდრებს, არამედ ღარიბებსაც ებრძვიან! ხოლო უფალმა რა თქვა?

28. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ თქუენ, რომელნი-ეგე შემომიდეგით მე, მერმესა მას შობასა, რაჟამს დაჯდეს ძე კაცისაჲ საყდართა დიდებისა თჳსისათა, დასხდეთ თქუენცა ათორმეტთა საყდართა განსჯად ათორმეტთა ტომთა ისრაჱლისათა. - ნუთუ მართლა დასხდებიან? არამედ უფალმა დასხდომით აღმატებული პატივი ცხადჰყო; მაგრამ იუდაც დაჯდებოდა? რა თქმა უნდა, არა! ეს მან თავის მიმდევრებზე ანუ იმათზე თქვა, რომელნიც ბოლომდე მისი ერთგულნი დარჩებოდნენ, იუდა კი ერთგული არ დარჩენილა. ღმერთი ღირსეულთ სიკეთეს აღუთქვამს, მაგრამ უკეთუ ისინი შეიცვლებიან და უღირსნი გახდებიან, სიკეთეც წაერთმევათ. ასევეა...

სრულად ნახვა
საუბარი 40. „და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს" (დაბ 17:15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. აბრაამის რწმენა და ისაკის აღთქმის აღსრულება (17:19-21):

...აბ 17:21). ახლა კი შეხედე, საყვარელო, როგორ ერთ წამში მიიღებს მართალი ჯილდოს მთელი წინა დროისთვის; და აღსრულდება სიტყვა, ქრისტეს მიერ მოწაფეთა ნათქვამი: „და ყოველმან, რომელმან დაუტევა სახლი გინა ძმანი ანუ დანი ანუ მამაჲ ანუ დედაჲ... სახელისა ჩემისათჳს, ას წილად მიიღოს და ცხორებაჲ საუკნოჲ დაიმკჳდროს" (). მართლაც, წარმოიდგინე, როგორ ეს მართალი, უფლის ბრძანებას მზადყოფნით რომ დაემორჩილა, საკუთარი სამშობლო დატოვა, უცხოეთი სამშობლოზე მეტად შეიყვარა, როგორ გამოავლინა დიდი მოთმინება და თანდათანობით სათნოების არაჩვეულებრივ სიმაღლეს მიაღწია, და ამისთვის ისეთი დიდების ღირსი გახდა, რომ მისი შთამომავლობა ვარსკვლავთა სიმრავლეს გაუტოლდა. ხოლო თუ საფუძვლიანად ვიმსჯელებთ, არა მხოლოდ ასჯერ, არამედ ათი ათასჯერ მეტი მიიღო. თუ აქ ასეთი დიდი ჯილდოს ღირსი გახდა, მაშინ რა სიტყვას შეუძლია აღწეროს იმქვეყნიური სიკეთეები? თუმცა, რამდენადაც შესაძლებელია, ამასაც ვაჩვენებთ სიტყვით. მართლაც, როცა გესმის, რომ ყველა მართალი, იმ დროიდან დღემდე და უკანასკნელ ჟამამდე, ლოცულობს ამ პატრიარქის წიაღში სამკვიდრებლად, შესაძლოა კი ამაზე მეტი დიდება წარმოიდგინო? ხედავ, რა ძვირფასია მოთმინება, რა ძვირფასია სათნოება, რა ძვირფასია ღვთისმოსაობა და დიდი მადლიერება უფლის ქვ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჟ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჟ სინანულისათჳს და კეთილად მოქალაქობისა და უპოვრებისათჳს:

...ყოს ჩუენდა?“

და უფალმან არა სასწაულთა მოქმედობაჲ სანატრელ-ყო, არამედ „რომელმან დაუტეოსო სახლი, გინა აგარაკი, გინა ძმანი, ანუ დანი, ანუ მამაჲ, ანუ დედაჲ, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ ქუეყანაჲ სახელისა ჩემისათჳს, ასი წილი მიიღოს და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდროს“. აწ უკუე, საყუარელნო, ჩუენცა ესრეთ ვიქმოდით, რაჲთა არა სირცხჳლეულ ვიქმნეთ, არამედ კადნიერებით წარვდგეთ წინაშე საყდარსა ქრისტესსა.

ჰე, გევედრები, მოვიგნეთ კეთილნი საქმენი, შევინანნეთ ცოდვანი ჩუენნი, ვიღუაწოთ დამარხვად, რაჲ-იგი გუამცნო უფალმან, რაჲთა იყოს იგი ჩუენ თანა, ვითარცა მოციქულთა თანა იყო. რამეთუ უკუეთუ მათსა მოქალაქობასა ვჰბაძვიდეთ, ჭეშმარიტად ჩუენ თანაცა იყოს, ვითარცა მათ აღუთქუა, ვითარმედ: „აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“.

ჰე, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, მეუფეო სახიერო და კაცთმოყუარეო! ნუ განმეშორები ჩუენგან, ნუ დამიტევებ ჩუენ, ნუცა დაგუაგდებ ჩუენ, არამედ ჩუენ თანა ჯერ-იჩინე მარადის ყოფად. აჴოცენ ჴელითწერილნი ცოდვათა ჩუენთანი, გჳჴსნენ მძლავრებისაგან ეშმაკისა, მყვენ ჩუენ მუშაკ მცნებათა შენთა, წარმიძეღუ ნებასა შენსა ყოვლადწ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოდ რაჲთა ვისწრაფოთ აქავე კურნებად წყლულებათა სულთა ჩუენთასა:

...ლუკ. 19,8)

ხოლო შენ, უკუეთუ შეიწუები გულისთქუმითა მრავალთა საფასე-თაჲთა, ისმინე სხუაჲცა წამალი, მოცემული უფლისა მიერ: „ყოველმან, რომელმან დაუტეოსო სახლი, გინა ძმანი, ანუ დანი, ანუ მამაჲ, ანუ დედაჲ, ანუ ცოლი, ანუ შვილი, ანუ ქუეყანაჲ სახელისა ჩემისათჳს, ასი წილი მოიღოს და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდროს“.

ვინაჲთგან ესევითარნი აღთქუმანი მოცემულ არიან ჩუენდა, რაჲსათჳს უდებ ვართ, ძმანო, რაჲსათჳს დაჴსნილ ვართ? არა ვხედავთა პავლეს, ვი-თარ იქადოდა ჭირთა შინა და ნაკლულევანებათა, არა თუ განსუენებათა და სიმდიდრეთა? და ყოველსავე მჴედარსა, ოდეს იბრძოდის და გჳრგჳნოსან იქმნებოდის, მაშინ უხარინ, არა თუ ოდეს მოცალედ არნ და უდებად. ეგრეთვე ვაჭარმან პოის რაჲ სიმდიდრე ვაჭრობისაგან, არღარასადა სწადინ შინა ჯდომაჲ, არამედ ზღჳთ და ჴმელით ვალნ და ვაჭრობასა მოირეწნ. აწ უკუე ჩუენცა თუ ვიხილოთ გემოჲ ნაყოფთა მათ სულიერთაჲ, ვითარცა ჯერ-არს, მიერითგან არარად შევჰრაცხოთ საწუთროჲ ესე ყოველი, რაჟამს შეპყრობილ ვიქმნეთ სურვილითა სასუფეველისაჲთა, ვითარცა მთრვალობითა კეთილითა.

ჰე, ძმანო, განვიცადოთ და ვიხილოთ გემოჲ მის სიტკბოებისაჲ, რაჲთა სიმწარე ესე საწუთროჲსაჲ განვაგდოთ და საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ ქრისტეს იესუს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისაჲ არს დიდებ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲგ ვეცხლისმოყუარებისათჳს:

...(მათ. 19,27) მიუთხრა უფალმან განმზადებული იგი მათთჳს სასყიდელი და მეყსეულად ესეცა შესძინა, ვითარმედ: „ყოველმან, რომელმან დაუტეოს სახლი, გინა ძმანი, ანუ დანი, ანუ მამაჲ, ანუ დედაჲ, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ ქუეყანაჲ სახელისა ჩემისათჳს, ასი წილი მოიღოს და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდროს“.

აჰა ესერა გუასწავა, თუ ვითარ იქმნების შეუძლებელი იგი შესაძლებელ. თქუას უკუე ვინმე: და ვითარ იყოს ესე დატეობაჲ ყოვლისაჲვე, ვი-თარ განიფრთხოს, რომელი ერთგზის დანთქმულ იყოს ტრფიალებითა საფასეთაჲთა? ესე ესრეთ იყოს, რაჲთა გულისჴმა-ყოს ამაოებაჲ სოფლისაჲ და მცირედ-მცირედ ისწრაფოს წარუვალთა მათ მიმართ სრბად. აწ უკუე, დაღაცათუ ვერ ძალ-გიც, კაცო, ერთბამად ყოვლისავე წარმართებად, არამედ ნელიად აღვიდოდე კიბესა მას ზეცად აღმყვანებელსა, განაყენე თავი შენი ფრიადისა მის ანგაჰრებისაგან და მოხუეჭისა სხუათაგან და მერმე იწყო თჳსისაგანცა სხუათა მიცემად.

დააცხრვე შენ შორის სურვილი ეგე მრავალთა საფასეთაჲ, რაჲთა არა იყო მარადის გლახაკ. რამეთუ მითხარღა, ვინ უმეტესად იგუემების: რომელსა სუროდის ფრიადისა ჭამისა და სუმისათჳს და არა აქუნდეს, ანუ რომელსა ყოვლადვე არა უნდეს ჭამაჲ და სუმაჲ? საცნაურ არს, ვითარმედ იგი, რომელსა აქუნდეს სურვილი და არა მიემთხუეოდი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ არიან მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ“ (5,5).:

...მოსოთ, არამედ ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“; და კუალად თქუა: „რომელმან დაუტეოს მამაჲ და დედაჲ, ცოლი და შვილნი, სახლი და აგარაკი ჩემთჳს, მან ასი წილი მიიღოს“ აწ ჟამსა ამას, და საუკუნესა მას მომავალსა - „ცხორებაჲ საუკუნოჲ“. რამეთუ ოდესმე საუკუნესა მას საშუებელსა ხოლო აღუთქუმიდა და სასუფეველსა ცათასა და ოდესმე ზრქელთათჳს გონებითა ორკერძოვე აღრიის სწავლაჲ თჳსი - ამის ჟამისაგანცა და მერმისა; ეგრეთვე აქა სიტყჳთა ამით, ვითარმედ: „მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ“, ხილული ესე აუწყა ქუეყანაჲ და ამის მიერ საუკუნოჲ იგი მოასწავა ცხოვრებაჲ, ვითარცა ძუელსაცა რჩულსა წერილ არს: „პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რაჲთა იქმნე დღეგრძელ“. რამეთუ ზრქელთათჳს და უმეცართა ითქუმიან წერილ-თა შინა ამისვე ჟამისა მისაგებელნი. და კუალად ავაზაკმან მან ჯუარსა ზედა ჰრქუა რაჲ: „მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენი-თა“, არა საუკუნოჲსა მისთჳს სასუფეველისა ჰრქუა რაჲ უფალმან, არამედ შემოკლებულისა მისთჳს ჟამისა და იჭუეულისა მისთჳს გონებისა მისისა მასვე ჟამსა აღუთქუა ნუგეშინის-ცემაჲ...

სრულად ნახვა