მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 23:2

1. მაშინ ეტყოდა იესუ ერსა მას და მოწაფეთა თჳსთა2. და ჰრქუა: საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი.3. ყოველსა უკუე რაოდენსა გეტყოდიან თქუენ დამარხვად, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქჳან და არა ყვიან.
სახარებაჲ მათესი თავი 23
2. და ჰრქუა: საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ობ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ ეტყოდა იესუ ერსა მას და მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი. ყოველსა რავდენსა გეტყოდიან თქუენ, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმე-თა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქჳან და არა ყვიან“ (23,1-3).:

ოდეს მწიგნობართა მათ და ფარისეველთა პირნი დაუყვნა და სირცხჳლეულნი წარგზავნნა და წინაჲსწარმეტყუელი ქადაგად უფლებისა მისისა მოიყვანა, მაშინ კუალად ერსა მას ასწავებდა აღსრულებად სწავლათა მათ შჯულისათა, რაჲთა ვერვინ თქუას, თუ წინააღმდგომ იყო შჯულისა. რამეთუ ესოდენი კრძალულებაჲ განუწესა მცნებათა მათ შჯულისათა, ვიდრეღა დრკუთა მათ და ბილწთა მოძღუართა მათთა მორჩილობაჲ ამცნო.

„რავდენსა გეტყოდიან თქუენ, დაიმარხეთ და ყავთო, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ“. ჭეშმარიტად ბოროტ იყვნეს საქმენი მათნი და ყოველივე მოქალაქობაჲ მათი განხრწნილი ვნებათა შინა. და უფროჲსად ესე იყო მიზეზ ურწმუნოებისა მათისა: ბოროტნი საქმენი და შური და ვეცხლისმოყუარებაჲ. გარნა ამას ყოველსა ზედა უბრძანავე ერსა არა შეურაცხ-ყოფაჲ მოძღურებისა მათისაჲ.

რამეთუ კეთილ არს საქმე ესე, რაჲთა მოძღუართა არა შეურაცხ-ჰყოფდეს ერი, არცა მღდელთა ზედააღუდგებოდის. და ამისთჳს ესრეთ ბრძანა უფალმან, და არა ხოლო თუ ბრძანა, არამედ თავად მანცა აღასრულა.

რამეთუ ესრეთღა განფრდილ იყვნეს ცოდვათა შინა, და არავე განიოტნა პატივისა მისგან მღდელობისა, რაჲთა მათ უმეტესი მიიღონ საშჯელი, არა თუ მოიქცენ, და...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
23:1-7 — ფარისეველთა თვალთმაქცობა:

1-3. მაშინ ეტყოდა იესუ ერსა მას და მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი. ყოველსა უკუე რაოდენსა გეტყოდიან თქუენ დამარხვად, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქჳან და არა ყვიან. - როცა უფალმა ფარისევლებს პირი დაუყო (დაადუმა) და მათი განუკურნებელი სნეულებანი წარმოაჩინა, საუბარი უკვე მათზე, მათს ცხოვრებასა და მოქალაქეობრივ ყოფაზე დაიწყო. იგი მსმენელებს შეაგონებს, არ შეურაცხყონ მოძღვარნი, თუნდაც ისინი ბიწიერი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ამასთან, იმასაც აჩვენებს, რომ თვითონ, არა თუ წინააღმდეგია მოსეს სჯულისა, არამედ, პირიქით, სჯულის მცნებათა აღსრულება სურს, თუმცა კი მოძღვარნი უღირსნი არიან. იგი ამბობს, რასაც მოძღვარი გეუბნებათ, ჩათვალეთ, რომ მოსე, უფრო ზუსტად კი, ღმერთი გეუბნებათ. შენ იკითხავ: ნუთუ ყოველივე, რასაც ისინი ამბობენ, უნდა გავაკეთოთ, ცუდიც რომ იყოს? ამაზე გიპასუხებ: ჯერ ერთი, მოძღვარი ისე არასდროს გაკადნიერდება, რომ ვინმე ბოროტებისაკენ მიაქციოს და მეორეც: კიდევაც რომ დავუშვათ არსებობა მოძღვრისა, ვინც ადამიანებს ბოროტი ცხოვრებისაკენ მიდრეკს, ასეთი არც მოსეს საყდრიდან...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პვ ვითარმედ ჯერ-არს პატივის-ცემაჲ მღდელთაჲ:

...რამეთუ ესრეთ უმეტესად ძალ-უც მოსწრაფებაჲ თქუენთჳს; უკუეთუ თქუენ შეურაცხ-ჰყოფდეთ, ბოროტად ყოფაჲ არს საქმჱ თქუენი, და იგინიცა დაიჴსნებიან შეწევნად თქუენდა.

ისმინე უფლისაჲ, რასა იტყჳს, ვითარმედ: „საყდარსა ზედა მოსესსა დასხდენ მწიგნობარნი და ფარისეველნი. ყოველსა უკუე, რაოდენსა გეტყოდიან ქმნად, იქმოდეთ“. ხოლო აწ ვერვინ იტყჳს, თუ: მოსჱს საყდარსა ზედა დასხდენ მღდელნი, არამედ ქრისტესსა, რამეთუ მისი სწავლაჲ აქუს და ამისთჳს ჯერ-არს პატივი მათი. არა ჰხედავა, რამეთუ მთავართა სოფლისათა ყოველნი ჰმორჩილობენ, დაღაცათუ უმჯობეს მათსა იყვნენ? და უკუეთუ რომელი კაცმან დაადგინოს, ესრეთ არს, ღმრთისა დადგენილთაჲ არა უფროჲსად ჯერ-არსა პატივი? რაჲ უკუე სიტყუაჲ აქუნდეს, რომელთადა ბრძანებულ არს არაგანკითხვაჲ მოყუსისაჲ, და იგინი მღდელთა აგინებენ და შეასმენენ?

ხოლო ამას რაჲ ვიტყჳ, არა თუ ამისთჳს, ვითარმედ რომელნი მოუჴდებიან მღდელობასა არაღირსებით, კეთილმცა იყვნეს; არამედ ფრიადცა საწყალობელ და ღირს ტირილისა არიან, არამედ მათთა სამწყსოთა არა უჴმს შეურაცხ-ყოფაჲ. რამეთუ უკუეთუ შენ კეთილად იყო, მისისა ბოროტისაგან არარაჲ გევნების, და უკუეთუ ღმერთმან ვირისა მიერ სწავლაჲ გამოაჩინა1 და მოგჳსა მიერ კურთხევაჲ მოჰფინა,

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისა შემდგომად იხილა იესუ, რამეთუ ყოველივე აღესრულა, და რაჲთა აღესრულოს წერილი, თქუა: მწყურის“ (19,28).:

...ი და განუტევა სული“ (19,30). იხილე აქა ჴელმწიფებაჲ, რამეთუ ჩუენ ოდეს მივსცეთ სული, მაშინ მიდრკების თავი, ხოლო აქა თჳთ ოდეს ინება, მიიდრიკა თავი და განუტევა სული. და ამით ყოვლითა გამოაჩინებს მახარებელი, ვითარმედ უფალ ყოვლისა იყო. არამედ ჰურიანი კუალად რომელნი-იგი აქლემსა შთასთქმიდეს და ბურნაკსა წურვიდეს, ესევითარი საშინელი საქმჱ ექმნა, და დღისა მისთჳს გამოძიებასა იქმოდეს და ეკრძალებოდეს.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ჰურიათა, რაჲთა არა დაადგრენ გუამნი იგი შაბათადმდე ჯუარსა ზედა, რამეთუ იყო დიდ დღჱ იგი შაბათისაჲ მის, ჰკითხეს პილატეს, რაჲთა განუტეხნენ წჳვნი მათნი და აღიხუნენ“ (19,31).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეთ, ვითარ ძლიერ არს ჭეშმარიტებაჲ, რამეთუ საქმეთა მათ მიერ, რომელთა იგინი მოსწრაფე იყვნეს, წინაჲსწარმეტყუელებაჲ აღესრულებოდა. რამეთუ მო-რაჲ-ვიდეს მჴედარნი, სხუათა მათ ორთა წჳვნი შემუსრნეს, ხოლო იესუჲსნი - არა, არამედ ჰურიათა მომადლებისათჳს ლახურითა უგუმირეს გუერდსა1 და მკუდარსა მას გუამსა ჰგუემდესვე. ჵ შეგინებული იგი და ბილწი გონებაჲ! არამედ ნუ შეჰშფოთნები, ნუცა მჭმუნვარე იქმნები, საყუარელო, რამეთუ რომელსა იგინი იქმოდეს გონებითა უკეთურითა, იგი ყოველი ჭეშმარიტებასა შეეწეოდა, რამეთუ ესეცა წინაჲსწარმეტყუელებაჲ იყო, რომელი იტყოდა: „ი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიიყვანეს იგი კაიაფაჲსით პილატესა“ (18,28).:

...ნთა მათ ჟამთა ღამისათა კაიაფაჲს მიერ განიკითხვოდა, და ვერარას ამხილებდეს იგინი. არამედ შენ იხილე სიბრმჱ ჰურიათაჲ, რამეთუ უბრალოჲ იგი შეიპყრეს საჭურველითა და ენება მოკლვად და არა შეიკდემდეს და სამშჯავროდ არა შევიდოდეს, „რაჲთა არა შეიგინნენო“ (18,28), რომელნი-იგი აქლემსა შთანსთქმიდეს და ბურნაკსა წურვიდეს. უსამართლოდ მოკლვაჲ უფლისაჲ არა აქუნდა ბრალად და სამშჯავროდ მოსლვაჲ ბრალად შეერაცხა. ხოლო მათ რაჲსათჳს არა მოკლეს, არამედ პილატესა მიავლინეს? გარნა რამეთუ ფრიადი ჴელმწიფებაჲ მათი დაჴსნილ იყო, რაჟამს საქმენი ჰრომთა ჴელმწიფებისანი იყვნეს, და ეშინოდა, ნუუკუე საჯნენ იგინი. ; (19,6-7)

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გამოვიდა მათა პილატე გარე და ჰრქუა: რასა შესმენასა მოიღებთ კაცისა ამისთჳს?“ (18,29).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა ჭეშმარიტებასა, ვითარ ბრწყინვალე არს? რამეთუ მანცა ცნა, ვითარმედ ამაოდ შეასმენდეს. ამისთჳს ჰკითხვიდა, რამეთუ ბოროტად უჩნდა, უკუეთუმცა საშჯელი მათი საჯეს და ტანჯვაჲმცა მას მისცეს. ხოლო ისმინენ სიტყუანიცა მათნი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუმცა არა იყო ესე ბოროტისმოქმედი, არამცა მიგუეცა შენდაო“ (18,30).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ უგუნურებაჲ! და რად არა ამხილებთ ბორ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „პირველითგან იყო სიტყუაჲ“ (1,1).:

...ერი, მისისა მის წმიდისა სულისა მიერ ჩუენდა მოსრული, არამედ არა არს აქა ამაოჲ სიტყუათა სიმრავლჱ და შეწყობილებაჲ უსარგებლოჲ, არამედ ძალი უძლეველი სარწმუნოებისა მართლისაჲ და საუნჯჱ ურიცხუთა კეთილთაჲ.

ხოლო ამაოთა მათ ფილოსოფოსთა თქუმულნი ვითარცა სამარენი არიან, გარეთ შემკულნი და შინაგან სიმყრალითა სავსენი. უკუეთუ სიტყუათა შეწყობილებაჲ აღიღო, იხილო მუნ ფრიადი სიმყრალჱ საქმეთაჲ და საძაგელებაჲ ურიცხჳ; და უფროჲსად, რაჟამს სულისათჳს იტყოდიან და უზომოდ პატივ-სცემენ მას, და მერმე მოიქცევიან და ჰგმობენ მას. რამეთუ ესრეთ არს ეშმაკისა საბრჴჱ, რომელ არასადა უტეობს საზომსა ზედა დადგომად, არამედ ანუ უზეშთაეს ზომისა აღამაღლებს, ანუ უზეშთაეს ზომისა დაამდაბლებს მორჩილთა მისთა. არამედ ჩუენ დაუტევნეთ მათთა საქმეთა ბილწებანი, რამეთუ ესეცა, რომელ ვთქუთ, მათთჳს უჴმარვე იყო, გარნა რაჲთა სცნათ მათი იგი ბილწებაჲ. არამედ აწ ჩუენთა ამათ სიტყუათა ვიწყოთ თქუმად, რომელნი ზეცით მოივლინნეს ჩუენდა, და არარაჲ არს მათ შორის კაცობრივი.

ხოლო აწ მოვედით და სიტყუანი იგი შორის შემოვიხუნეთ, რომლისათჳს პირველცა გევედრე და აწცა გევედრები, რაჲთა კეთილად ისმინოთ, რაჲ არს უკუე დაწყებაჲ სიტყუათა ამათ მახარებელისათაჲ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ“ (7,1).:

..., ვითარმედ: „შეჰკრით ტჳრთი მძიმე და ძნიად სატჳრთავი და დასდვით მჴართა ზედა კაცთასა, ხოლო თქუენ თითითაცა არა გნებავნ შეძრვად იგი“; და „ათეულსა მოიღებთ პიტნაკისა და ცერეცოჲსა და ძირაკისასა და დაგიტეობიეს უმძიმესი შჯულისაჲ: სამართალი და წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ“.

წინაჲსწარვე უკუე სიტყჳთა ამით ამხილებს ცთომილებასა მათსა, რომელთა ეგულებოდა ბრალობაჲ და განკითხვაჲ მოციქულთაჲ უცოდველთა მათთჳს საქმეთა, ვითარ-იგი იყო არამარხვაჲ შაბათისაჲ და უბანელითა ჴელითა ჭამაჲ და მეზუერეთა თანა ჯდომაჲ და სხუაჲ ესევითარი, რომლისათჳსცა ეტყოდა, ვითარმედ: „დასწურავთ ბურნაქსა და აქლემსა შთანთქამთ“.

და მერმე ყოველთა მიმართცა კაცთა ჰყოფს რჩულის-დებასა ამას კე-თილსა, გარნა წესსა ზედა თჳსსა და სამართალსა, რამეთუ პავლეცა რაჟამს თქუა, ვითარმედ: „შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ სხჳსა მონასა?“ და ვითარმედ: „ნუვინ წინაჲსწარ ჟამისა განიკითხავთ“, მათდა მიმართ თქუა, რომელნი უზეშთაესთა თჳსისა საზომისათა განიკითხვიდეს საქმისათჳს არაგანსაკითხავისა. რამეთუ არა თუ ესრეთ განჩინებულად და განუყოფელად თქუა, ვითარმედ არა ჯერ-არს განმართებაჲ შეცოდებულთაჲ, არცა ყოველთა მიმართ იყო შერი...

სრულად ნახვა