...ჲთა სახილველად ყოვლისა სოფლისა მოკუდეს, და უცილობელობითა სიკუდილისაჲთა ყოველთა შორის განითქუას სასწაული აღდგომისა მისისაჲ, და ვინაჲთგან აღდგომისა დამტკიცებაჲ სხუა ჟამცა ეგებოდა, ხოლო სიკუდილისა უეჭუელობისა დასამტკიცებელ იგი ოდენ ჟამი იყო. ამისთჳს ყოვლით კერძო ცბოდა ჰურიათა მიერ, ვითარმედ: "ნუ დღესასწაულსა ამას" (), ესე იგი არს, რაჲთა არა ყოველთა წინაშე სიკუდილითა ჭეშმარიტითა მათ ყოველთავე ეუწყოს, ვითარმედ ჭეშმარიტებით მოკუდა, და კუალად დიდებით აღდგომითა მძლე ექმნა სიკუდილსა. ხოლო პილატეს მიერ ჰუარიათა ეტყოდა: "მიიყვანეთ ეგე თქუენ და ჯუარს-აცუთ" (). ესე იგი არს —თჳსაგან დაფარულად. გარნა ვერ აღისრულა ნებაჲ თჳსი, არამედ დღესასწაულსა მსოფლიოსა, წინაშე ყოველთა თესლთა და შორის ყოვლისა ქუეყანისა ჯუარსა დამოეკიდა განჩინებითა მთავრისაჲთა და ზედა-წერილითა სამთა ენათაჲთა, და ესრეთ, კადნიერებით სიკუდილითა თჳსითა განაქიქნა ყოველნი ძალნი საეშმაკონი, რამეთუ ვითარ არა უზეშთაეს იყო საკჳრველებათა, რაჟამს ჴელით და ფერჴით დამშჭუალულმან მხოლომან დასცნა ბევრეულნი იგი, რომელნი ეკუეთნეს მას, რაჟამს სანადიროჲთა ჴორცთა თჳსთაჲთა განაწონა შთანთქმად მისსა მოსრულსა მას და მოითრია ვეშაპი სამჭედურითა; და ესრეთ მიუხუნა მას, რ...
სახარებაჲ მათესი 26:5
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...დრე სიკუდიდმდე ყოველივე მოთმინებით თავს-იდვა. ხოლო იესუ აქა ქმნა სასწაული, ერთად, რაჲთა გუასწავოს ბოროტისმყოფელთა კეთილის-ყოფაჲ, და რაჲთა გამოაჩინოს თჳსი ძალი, რამე-თუ ყური მისი განკურნა, ხოლო პეტრეს ჰრქუა, ვითარმედ: „რომელთა მახჳლი აღიღონ, მახჳლითაცა მოკუდენ“. და ესრეთ დააცხრვო იგი, რამეთუ სახელსაცა მას მონისასა იტყჳს მახარებელი, რაჲთა ამის ჟამისა კაცთა შეუძლონ ჭეშმარიტად ცნობად იგი, ვითარმედ ესრეთ იყო. ხოლო შენ იხილე, ვითარ მებრ თავსა ებრძოლა მისსა და მარჯუენჱ ყური მისი წარჰკუეთა მას, და არა თუმცა უფალსა შეერისხნეს, სრულიად ეგულებოდა მოკლვაჲ, გარნა უფალმან არა თუ ოდენ დააყენა, არამედ ნუგეშინის-ცემისაცა სიტყუანი მიუთხრნა და ჰრქუა მას:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სასუმელი, რომელი მომცა მამამან, არა შევსუაა?“ (18,11).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე თქუა, რაჲთამცა უჩუენა პეტრეს, ვითარმედ არა მათისა ძალისაგან არს შეპყრობაჲ მისი, არამედ თჳსისა მიშუებისაგან, და ვითარმედ მორჩილ არს მამისა ვიდრე სიკუდიდმდე.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ შეიპყრეს იესუ და შეკრეს და მიიყვანეს ანაჲსა პირველად. და...
..., „და პირველვე გარქუ, რაჲთა რაჟამს იქმნეს, გრწმენეს“ (14,29), ვითარმედ ჭეშმარიტსა გეტყჳ. უკუეთუმცა არა მინდობილ ვიყავ, არამცა მეთქუა. იხილეა სიტყუაჲ ესე სიმდაბლისაჲ? რამეთუ რაჟამს ეტყოდა, ვითარმედ: „ჰგონება, რამეთუ ვერ ძალ-მიც, რაჲთამცა ვევედრე მამასა ჩემსა, და წარმომიდგინა აწ აქა ათორმეტი გუნდი ანგელოზთაჲ?“ ესე სიტყუაჲ მათისა იჭჳსა მიმართ თქუა, რამეთუ ვერვინ იტყჳს ამას, დაღაცათუ განცოფებულ იყოს, ვითარმედ ვერ ძალ-ედვა შეწევნად თავისა თჳსისა, არამედ ანგელოზნი უჴმდეს. რამეთუ ვინაჲთგან აქუნდა მისთჳს გულისსიტყუაჲ, ვითარცა კაცისათჳს, ამისთჳს აჴსენნა ანგელოზნი, რამეთუ იგი ოდენ ჰკითხა, ვითარმედ: „ვის ეძიებთ?“ და მეყსეულად დასცნა იგინი ქუეყანასა ზედა. ხოლო რომელსა იტყჳს, ესევითარი არს, ვითარმედ: ვიდრემდის აქა ვიყო, ჰგონებდეთ, ვითარმედ განცდად ვართ, ხოლო უკუეთუ წარვიდე, მინდობილ იყვენით, რამეთუ ვერღარავინ შეუძლოს ძლევად. და ამას ყოველსა უძლურებისაებრ მოწაფეთაჲსა იტყოდა, რამეთუ: მე მინდობილ ვარო და არა მეშინის, რამეთუ ამისთჳს პირველვე გარქუ თქუენ, ხოლო ვინაჲთგან თქუენ სიტყუასა ამას ვერ გულისხმაჰყოფთ, ამისთჳს მამისაგან, რომელი თქუენ დიდად გაქუს, მის მიერ შემოვიღებ ნუგეშინის-ცემასა. ხოლო...
...ყოდეს, ვითარმედ: „შაბათსა არა იმარხავს“. ამისთჳს იტყჳს, ვი-თარმედ: „სათნოებასა მისსა ვიქმ“, რაჲთამცა უჩუენნა, ვითარმედ და-ჴსნაჲ შაბათისაჲ სათნო არს მამისა. ეგრეთვე უკუე ჯუარ-ცუმისა მისისა ჟამსა იტყოდა, ვითარმედ: „ჰგონებთ, თუ ვერ ძალ-მიცა ვედრებად მამისა ჩემისა?“ რომელმან-იგი ოდენ ჰრქუა, ვითარმედ: „ვის ეძიებთ?“ და დასცნა იგინი ქუეყანასა ზედა. ხოლო თუ იტყოდი შენ, ვითარმედ: და რად არა თქუა, თუ: ჰგონებთ, ვითარმედ არა ძალ-მიცა წარწყმედად თქუენდა? არამედ გულისხმა-ყავ, ვითარმედ მან საქმჱ ესე საქმით ქმნა, ხოლო სიტყჳთ დაიდუმა უძლურებისა მისთჳს მათისა ფრიადისა, რამეთუ მარადის ესე იყო მოსწრაფებაჲ მისი, რაჲთამცა გულსავსე-ყვნა, ვითარმედ არა წინააღმდგომი არს მამისაჲ, არცა რას იქმს გარეგანსა მისისა ნებისა, და ამისთჳს აქა კაცობრივსა მას სიტყუასა იტყჳს. ხოლო ვითარცა თქუა, თუ: „არა დამიტევა მე მარტოჲ“, მითვე სახითა თქუა შემდგომიცა იგი სიტყუაჲ, ვითარმედ: „მე სათნოებათა მისთა ვიქმ მარადის“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას რაჲ იტყოდა იგი, მრავალთა ჰრწმენა მისი“ (8,30).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჟამს ესრეთ სიმდაბლისა კერძო მოიყვანა სიტყუაჲ თჳსი, მაშინ მრავალთა...