მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 27:2

1. და ვითარცა განთენა, ზრახვა-ყვეს ყოველთა მღდელთ-მოძღუართა და მოხუცებულთა ერისათა იესუჲსთჳს, რაჲთა მოკლან იგი.2. და შეკრეს იგი და მიიყვანეს და მისცეს იგი პონტიელსა პილატეს მთავარსა.3. მაშინ ვითარცა იხილა იუდა, რომელმანცა მისცა იგი, რამეთუ დაისაჯა, შეინანა და მიაქცია ოც და ათი იგი ვეცხლი მღდელთ-მოძღუართა მათ მიმართ და მოხუცებულთა
სახარებაჲ მათესი თავი 27
2. და შეკრეს იგი და მიიყვანეს და მისცეს იგი პონტიელსა პილატეს მთავარსა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა განთენა, ზრახვა-ყვეს მღდელთმოძ - ღუართა და მოხუცებულთა იესუჲსთჳს, რაჲთა მოკლან იგი. და შეკრეს იგი და მიიყვანეს და მისცეს იგი პილატეს მთავარსა“ (27,1-2).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: განიზრახეს და განაჩინეს და დაამტკიცეს, რაჲთა მოკლან მეუფე და მაცხოვარი ყოველთაჲ. ვაჲ სულსა მათსა! ხოლო არა უნდა მათ მოკლვაჲ მისი ზემოთქუმულისა მის მიზეზისათჳს, და რამეთუ დღესასწაული დიდი იყო; ამისთჳს მიიყვანეს და მისცეს იგი მთავარსა. ხოლო შენ გულისჴმა-ყავ, ქრისტესმოყუარეო, ვითარ მოიწია საქმე იგი ჟამსა მას დღესასწაულისასა, რამეთუ ესე პირველითგანვე განწესებულ და განგებულ იყო, რაჲთა ოდეს სახე იგი და აჩრდილი იქმნებოდა, მაშინ აღესრულოს ჭეშმარიტებაჲცა.

მათეს სახარების განმარტება - თავი XXVII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
27:1-10 — ქრისტეს გადაცემა და იუდას აღსასრული:

1-2. და ვითარცა განთენა, ზრახვა-ყვეს ყოველთა მღდელთ-მოძღუ ართა და მოხუცებულთა ერისათა იესუჲსთჳს, რაჲთა მოკლან იგი. და შეკრეს იგი და მიიყვანეს და მისცეს იგი პონტიელსა პილატეს მთავარსა.- ნახე, როგორ შეიპყრო ყველანი ეშმაკმა და დაარწმუნა, რომ იმ დღეებში მოეკლათ, რომელთა განმავლობაშიც სხვა ცოდვათა გამო მრავალი მსხვერპლისა და ძღვენის შეწირვა ჰმართებდათ - უმანკოებისა და სიწმინდის დღეებში. მათ კი ქრისტე შეკრეს და მმართველთან - პილატესთან მიიყვანეს, რომელიც პონტოდან იყო, მაგრამ რომაელთა ქვეშევრდომი და მათ მიერ წარგზავნილი იუდეას მმართველად. მათ პილატეს ქრისტე, ვითარცა ჭეშმარიტი მეამბოხე და მეფის წინააღმდეგ ბოროტგანმზრახველი, ისე გადასცეს.

3-5. მაშინ ვითარცა იხილა იუდა, რომელმანცა მისცა იგი, რამეთუ დაისაჯა, შეინანა და მიაქცია ოც და ათი იგი ვეცხლი მღდელთ-მოძღუართა მათ მიმართ და მოხუცებულთა და თქუა: ვცოდე, რამეთუ მიგეც სისხლი მართალი. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჩუენდა რაჲ? შენ იხილე! და დააბნია ვეცხლი იგი ტაძარსა მას შინა და განეშორა და წარვიდა და შიშთვილ-იბა. - იუდამ დაფიქრება იმაზე, რაც მოხდა, დააგვიანა და თუმცა მოინანია, მაგრამ არასწორად:...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის