მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 4:19

18. და იქცეოდა რაჲ იესუ ზღჳსკიდესა მას გალილეაჲსასა, იხილნა ორნი ძმანი: სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, ითხევლიდეს რაჲ სათხევლითა ზღუასა მას, რამეთუ იყვნეს მესათხევლე.19. და ჰრქუა მათ: მოვედით და შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა.20. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ბადე მათი და შეუდგეს მას.
სახარებაჲ მათესი თავი 4
19. და ჰრქუა მათ: მოვედით და შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იქცეოდა რაჲ იესუ ზღჳსკიდესა მას გალილეაჲსასა, იხილნა ორნი ძმანი: სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, ისათხევლიდეს რაჲ სათხეველითა ზღუასა მას, რამეთუ იყვნეს მესათხევლე. და ჰრქუა მათ: მოვედით, შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ბადე იგი და შეუდგეს მას“ (4,18-20).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარ უკუე იოვანე სხჳთა სახითა იტყჳს წოდებასა მათსა, ვითარმედ: ანდრეას, ძმასა პეტრესსა, ესმა წინამორბედისაგან, ვი-თარ იტყოდა იესუსთჳს, ვითარმედ: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ“, და მისდევდა მას; და მან პოვა ძმაჲ თჳსი სიმონ და მოიყვანა იგი იესუჲსა. ხოლო აწ ესერა ამან მახარებელმან ესე თქუა, ვითარცა გესმა. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ მეორე არს წოდებაჲ ესე, და ესე ცხად არს მრავალკერძო, რამეთუ ოდეს იქმნა იგი, რომელსა იოვანე იტყჳს, არღა მიცემულ იყო ნათლისმცემელი საპყრობილედ. ხოლო ესე წოდებაჲ, მათეს მიერ აღწერილი, შემდგომად იოვანეს წინამორბედისა მიცემისა იქმნა, და მუნ ანდრეა უწოდა პეტრეს, ხოლო აქა ორთავე - იესუ. და კუალად იოვანე იტყჳს, ვითარმედ: „მიხედნა იესუ სიმონს და ჰრქუა: შენ ხარ სიმონ, ძე იონაჲსი, შენ გეწოდოს კეფა, რომელი ითარგმანების: კლდე“. ხოლო ვითარცა აქა მათე გუაუწყებს, პირველვე წოდებულ იყო პეტრე, რომელ არს კლდე, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „იხილნა ორნი ძმანი: სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი“. და კუალად იგი წოდებაჲ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი IV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
4:18-22 — მოწაფეთა მოწოდება:

18-19. და იქცეოდა რაჲ იესუ ზღჳსკიდესა მას გალილეაჲსასა, იხილნა ორნი ძმანი: სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, ითხევლიდეს რაჲ სათხევლითა ზღუასა მას, რამეთუ იყვნეს მესათხევლე, და პრქუა მათ. - ისინი იოვანეს მოწაფენი იყვნენ და ქრისტესთან მაშინ მივიდნენ, როდესაც იოვანე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ როცა იოვანეს შეპყრობა იხილეს, კვლავ მეთევზურობას დაუბრუნდნენ. ამგვარად, მოვიდა რა ქრისტე, მოინადირა ისინი ამ სიტყვებით:

19-20. მოვედით და შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ბადე მათი და შეუდგეს მას. - ნახე, როგორი მორჩილნი იყვნენ, მაშინვე გაჰყვნენ, აქედან ჩანს, რომ ეს მეორე მოწოდება იყო. ქრისტესგან განსწავლულებმა, შემდეგში დატოვეს იგი, მაგრამ იხილეს თუ არა, იმწამსვე მზად იყვნენ, რომ კვლავ შედგომოდნენ.

21. და წარმოვიდა მიერ და იხილნა სხუანი ორნი ძმანი: იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, ნავსა შინა ზებედეს თანა, მამისა მათისა. - რჩენა მოხუცებული მამისა და თანაც რჩენა პატიოსანი შრომით, - მართლაც დიდი სათნოებაა. გან-რაჲ-აგებდეს ბადეთა მათთა. - რადგანაც ღარიბები იყვნენ,...

სრულად ნახვა
სიტყვა მეორესა კვირიაკესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

დღეს წარკითხული სახარება მოგვითხრობს ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, როდის და რა სახით ამოარჩია უფალმან ათორმეტნი მოციქულნი თვისნი. მოთხრობასა ამას შინა უმეტესად მიიზიდავს ჩვენს ყურადღებასა ის, რა ერთგულად მიიღეს აღმორჩეულთა ამათ წოდება უფლისა და მსწრაფლ შეუდგნენ მას: და იხილა იესო სხვანი ორნი ძმანი... და უწოდა მათ, ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამა მათი და მისდევდეს მას. აჰა, რა სახით ჰქონდა გული უბრალოთა ამათ მეთევზეთა განმზადებული სმენად ღვთის წოდებისა. რაკი მაცხოვარმან იხმო იგინი, აღარც ეჭვი, აღარც შიში, აღარც რყევა რომელიმე ანუ სიყვარული მშობელთა, ანუ სიყვარული მონაგებთა აღარ დააბრკოლებს მათ. გული ეტყვის მათ, რომელ კეთილ არს წოდება ესე, ჭკუა მათი შეაგონებს, რომელ იგინი ვერ იშოვნიან ამაზე უკეთესსა მოძღვარსა და განმანათლებელსა, სინიდისი ამხილებს მათ, რათა არა დაჰკარგონ კეთილი ესე შემთხვევა, არამედ ისარგებლონ მით და იგინი მაშინვე დაემორჩილებიან ხმასა უფლისასა: ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამა მათი და მისდევდეს მას.

აჰა, ძმაო საყვარელო, კეთილი მაგალითი და სწავლა შენთვის თუ გსურს მიღება სწავლისა და მაგალითისა!...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყო ანდრია, ძმაჲ სიმონისი, ერთი ორთაგანი, რომელთა ესმა იოვანესგან, და მისდევდეს მას“ (1,40).:

...ე იყო მახარებელი, აღმწერელი ამის სახარებისაჲ, რომელი შეუდგა. მაშინ ხოლო არად საჴმარ იყო ამას ადგილსა თქუმაჲ სახელისაჲ მის, რამეთუ ანდრიაჲს სახელისა თქუმაჲ საჴმარ იყო, რამეთუ ქუემორე უწოდს იგი ძმასა თჳსსა. და კუალად რაჟამს გესმეს, ვითარმედ: ჰრქუა იესუ სიმონ-პეტრეს: „შემომიდეგ მე, და გყვნე თქუენ მონადირე კაცთა“, ; ; და მას არა უცხოდ აღუჩნდა სიტყუაჲ ესე, რაჲთა სცნა, ვითარმედ მიეღო სარწმუნოებაჲ მისი პირველითგან ძმისა მისისაგან.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოიქცა იესუ და იხილნა იგინი, მი-რაჲ-სდევდეს, და ჰრქუა მათ: რასა ეძიებთ?“ (1,38).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამის მიერ გულისხმა-ვჰყოფ, ვითარმედ არა უსწრობს ღმერთი ჩუენთა განზრახვათა ნიჭითა თჳსითა, არამედ რაჟამს ჩუენ ვიწყოთ ნებებად კეთილისა, მაშინ იგი მრავალთა ნიჭთა მისთა მოჰფენს ჩუენ ზედა. „რასა ეძიებთო?“ რაჲ არს სიტყუაჲ ესე? რომელმან-იგი იცნის გულისზრახვანი კაცთანი და დაფარულთა მხედველ არს, იგი ჰკითხვიდაა? არამედ არა თუ ამისთჳს ჰკითხვიდა, რაჲთამცა ცნა (რამეთუ რად უჴმდა მას ამისთჳს კითხვაჲ?), არამედ ჰკითხა, რაჲ-თამცა ესრეთ უმეტეს მისცა კადნიერებაჲ. და ღირს-ყვნა სიტყუად და გულნი მათნი მხიარულ-ყვნა, რამეთუ ი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველმან, რომელმან დაუტეოს სახლი, გინა ძმანი, ანუ დანი, ანუ მამაჲ, ანუ დედაჲ, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ ქუეყანაჲ სახელისა ჩემისათჳს, ასი წილი მიიღოს ჟამსა ამას და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდროს“ (19,29).:

...სებულ არს დიდებაჲ საუკუნოჲსაჲ მის მოციქულთათჳს ხოლო, ამისთჳს განჰმარტა სიტყუაჲ თჳსი და განჰფინა აღთქუმაჲ იგი ყოველსა ზედა სოფელსა, აქაცა აღუთქუა და მას საუკუნესაცა. რამეთუ მოწაფეთაცა, ოდეს უსწავლელღა იყვნეს და უძლურ, საწუთროჲსასაცა უქადებდა. ოდეს-იგი უწოდდა, ჰრქუა მათ, ვითარმედ: „გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა“, ხოლო ვინაჲთგან აღამაღლა საზომი სათნოებისა მათისაჲ, მერმე საუკუნოჲსა მისთჳს ხოლო იწყო მითხრობად და სოფლისა ამისგან სრულიად განაშორებდა.

ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, თუ: „დასხდეთ ათორმეტთა საყდართა განსჯად ათორმეტთა ნათესავთა ისრაჱლისათა“? ესე იგი არს, ვითარმედ: იყვნეთ დამსჯელ მათდა; რამეთუ არა თუ მსაჯულად ეგულების მათ დაჯდომაჲ, - ესე საქმე მხოლოჲსა ქრისტესი არს, ძისა ღმრთისაჲ, - არამედ ვითარცა თქუა, ვითარმედ: „დედოფალი სამხრისაჲ აღდგეს საშჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასაჯოს იგი; და კაცნი ნინეველნი დაშჯიდენ ნათესავსა ამასო“, (მათ. 12, 42,41) ეგრეთვე მოციქულთათჳს იტყჳს. ამის-თჳსცა არა თქუა, თუ: დასხდეთ განსჯად წარმართთა ანუ განსჯად სოფლისა, არამედ „ნათესავთა ისრაჱლისათაო“, ვინაჲთგან მოციქულნი წეს-თა მათ შინა ებრაელთასა აღზრდილ იყვნეს და მასვე შჯულსა და მასვე მოქალაქობასა შინა. უკუეთუ თქუან ჰურიათა, ვითარმედ: ამისთ...

სრულად ნახვა