მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 5:20

19. უკუეთუ ვინმე დაჰჴსნეს ერთი მცნებათა ამათგანი უმცირესთაჲ და ასწავოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა; ხოლო რომელმან ყოს და ასწავოს, ამას დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა.20. ხოლო გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა აღემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა.21. გესმა, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა კაც-ჰკლა; ხოლო რომელმან მოკლას, თანა-მდებ არს სასჯელისა.
სახარებაჲ მათესი თავი 5
20. ხოლო გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა აღემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა ემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა“ (5,20).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: სიმართლედ ამას ადგილსა ყოველსა სათნოებასა სახელსდებს, ვითარცა თქუმულ არს იობისთჳს, ვითარმედ: „უბიწო, მართალ“; და სხუათა მრავალთა ადგილთა სიმართლჱ შემოკრებულისა მის ყოველთა ქველისსაქმეთაგან სათნოებისათჳს თქუმულ არს. ხოლო ფარისეველნი და მწიგნობარნი არა თუ უშჯულონი და უკეთურნი აჴსენნა აქა, არამედ რომელნი იმარხვიდეს მცნებათა სჯულისათა, რაოდენცა ეძლო, რომელსაცა სიმართლედ უწოდა.

ხოლო იხილე, ვითარ შემსგავსებასა იქმს აქა ძუელისა მის და ახლისა შჯულისასა, რაჲთა აჩუენოს თჳსებაჲ მათი და მახლობელობაჲ ურთიერ-თას, რამეთუ უმეტესობაჲ და უმცირესობაჲ ერთსახეობისა და ერთნათესავობისანი არიან, რაჲთა სცნა, ვითარმედ არა შეურაცხ-ჰყოფს ძუელსა მას, არამედ აღაორძინებს. ხოლო უკუეთუმცა ბოროტი იყო, არამცა აღაორძინა, არამედ სრულიადმცა განაგდო.

თქუან უკუე ვიეთმე, ვითარმედ: უკუეთუ ესევითარი არს, ვითარ ვერ შეიყვანებს სასუფეველად შემდგომად ქრისტეს მოსლვისა? ამისთჳს, რამეთუ ვინაჲთგან უზეშთაესთა მადლთა და მიუთხრობელთა ნიჭთა ღირსმყვნა ქრისტემან, უაღრესიცა ცხორებაჲ და უმეტესი მოღუაწებაჲ თანაგუაც. ხოლო პირველნი...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი V
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
5:17-20 — სჯულის აღსრულება:

17. ნუ ჰგონებთმ ვითარმედ მოვედ დაჴსნად სჯულისა გინა წინასწარმეტყველთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად. - რადგანაც ახალი სჯულის შემოღება აქვს განზრახული, ღმრთის მოწინააღმდეგედ რომ არ ჩათვალონ და მრავალთა მხრიდან ამგვარი ეჭვიც აიცილოს, ამბობს, რომ მოვიდა არა დასახსნელად სჯულისა, არამედ უფრო აღმასრულებლად. და როგორ აღასრულა? უწინარესად აღსრულებით ყოველივე იმისა, რასაც მის შესახებ წინასწარმეტყველები ამბობდნენ. ამიტომაც იმეორებს მახარებელი ასე ხშირად: რათა აღესრელოს თქუმული იგი წინასწარმეტყუელისა მიერ. შემდეგ, მან აღასრულა ყველა მცნება სჯუღისა. რადგან ციდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა (). სჯული მან სხვა მხრივაც აღასრულა, ანუ შეავსო, კერძოდ სრულად შემოხაზა ის, რასაც სჯულისაგან აჩრდილის სახე ჰქონდა მიცემული. ის ასწავლიდა: "არა კაც ჰკლა", ხოლო ეს - უბრალოდ ნუ განურისხდები! - მსგავსად მხატვრისა, პირველმონახზი მან უფრო შეახსო, ვიდრე წაშალა.

18. ამენ გეტყჳ თქუენ. - ამენ (ჭეშმარიტად) მტკიცებითი (დადასტურებითი) ნაწილაკია, ნაცვლად ამისა: დიახ, თქვენ გეუბნებით....

სრულად ნახვა
საუბარი 24. „და შვნა ნოე სამნი ძენი" (დაბ 6:10-11)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
8. შეგონება სინანულისა და სათნოებისკენ:

...ვაკეთოთ დაუდევრად იმას, რაზეც ჩვენი ცხონება არის დამოკიდებული, განსაკუთრებით როცა ახლა ჩვენგან სათნოების მით უფრო მაღალი ხარისხი მოითხოვება, რამდენადაც უფრო მაღალი სიკეთეები მივიღეთ. ამიტომაც ქრისტემ თქვა: „უკუეთუ არა აღემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა" (). ჩავუფიქრდეთ ამას და არ გავუაროთ ამ სიტყვებს უყურადღებოდ, არამედ ვიფიქროთ, რა სასჯელი ემუქრება მათ, ვინც არა თუ ამათ (მწიგნობართა და ფარისეველთა) აღმატებას არ ცდილობს, არამედ მათზე გაცილებით დაბლა დგას, — ვინც არ სურს მოყვასზე გულისწყრომის შეწყვეტა, არც ენის ფიცისგან შეკავება, არც თვალისთვის დამღუპველი მზერის აკრძალვა, მაშინ, როცა უფალი ბრძანებს არა მხოლოდ შეურაცხყოფის სულგრძელად ატანას, არამედ მოთხოვნილზე მეტის მიცემასაც. „რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი" (), — ამბობს ის. ჩვენ კი ხშირად მოყვასს ვაწყენინებთ ან შურისძიებას ვახდენთ შეურაცხყოფისთვის, — ჩვენ, ვისაც ებრძანება არა მხოლოდ ჩვენი მოყვარულების სიყვარული („მეზუერეთაცა, — ამბობს უფალი, — ეგრეთვე ყვიან" ()), არამედ მტრების მიმართაც კე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პზ მოთმინებისათჳს და ვნებათათჳს:

...ასა ვეძიებთ და საუკუნეთა მათ კეთილთა არა მოვიჴსენებთ, რამეთუ მართალი იგი გზაჲ ცხორებისაჲ დაგჳტევებიეს და არა მოვიჴსენებთ საუკუნეთა მათ სატანჯველთა, არცა კეთილთა მათ, რომელთა დავიჭირვებთ. რამეთუ უკუეთუ სიტყჳსაებრ უფლისა არა გარდაემატოს სიმართლჱ ჩუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთასა, და გეჰენიად მივალთ, რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ, უკუეთუ მათოდენიცა არა იყოს? არამედ ნუ, საყუარელნო, ნუ ესრეთ ვიყოფვით, გარნა ვისწრაფოთ შეყუარებად ქრისტესა, ვითარცა მან შემიყუარნა ჩუენ, რაჲთა ვპოვოთ საუკუნოჲ განსუენებაჲ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნა
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნა არა ბოროტის-ყოფისათჳს:

...ოფაჲ, რომელთადა მოცემულ არიან ესევითარნი საიდუმლონი, და ჩუენ ვერცა მათსა სათნოებასა მივსწუდეთ, რომელიღა სასოებაჲ გუაქუნდეს? რამეთუ უკუეთუ ჰურიათაჲ ჯერ-არს ძლევაჲ სათნოებითა, რამეთუ იტყჳს უფალი, ვი-თარმედ: „უკუეთუ არა აღემატოს სიმართლჱ თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთასა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა“, რაჲ ყოფად არს, უკუეთუ წარმართთასა უდარჱს ვიპოვნეთ? არა უფროჲსად განვვარდეთა სასუფეველისაგან, რაჟამს არცა სრულიად ურწმუნოთა მათ ვსძლოთ სათნოებითა?

ამისთჳს გევედრები თქუენ: აღმოვჰფხურათ ჩუენგან ყოველივე გულისწყრომაჲ და მრისხანებაჲ; და კუალად გეტყჳ თქუენ: აღმოვჰფხურათ ესე ჩუენგან, რამეთუ ჩემდა არა უდებება არს მრავალგზის ერთისა სიტყჳსა თქუმად, ნეტარ თუ თქუენ ამით ყოვლითა ისწავოთ კეთილი. რამეთუ მკურნალნიცა ერთსა წამალსა მრავალგზის იჴმარებენ, და ჩუენცა არა დავსცხრებით კეთილისათჳს მარადის სწავლად და ღაღადებად, რამეთუ მრავალნი არიან სოფლისა ამის საქმენი, რომელნი დამავიწყებენ ჩუენ უმჯობჱსსა, და ამისთჳს ჯერ-არს ზედაჲსზედა სწავლაჲ. არამედ რაჲთა არა ცუდ და ამაო იყოს ჩუენი აქა შემოკრებაჲ, ამისთჳს ვისწრაფოთ, რაჲთა საქმითცა ვქმნეთ კეთილი, რაჲთა მივემთხჳნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲდ ვითარმედ ჯერ-არს ჩუენდა ყოველთავე სათნოებათა მოგებაჲ:

...ერთი სათნოებათაგანი დაგუაკლდეს, დაგუაყენებს შესლვად სასუფეველად, არამედ დაღაცათუ ვქმნეთ საქმე სათნოებათაჲ, და არა ჯეროვნისა მის წესისაებრ ვქმნათ, ეგრეთვე შეგუემ-თხჳოს.

ისმინეთ, რასა გჳბრძანებს უფალი: „უკუეთუ არა გარდაემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთასა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა“. აწ უკუე, დაღაცათუ იქმოდი მოწყალებასა, და არა უფროჲს მათსა იქმოდი, ვერ სრულ არს ქველისსაქმე შენი. იხილე უკუე, თუ ვითარ იქმოდეს იგინი მოწყალებასა. რამეთუ მნებავს ესე თქუმად, რაჲთა რომელნი არა იქმან ქველისსაქმესა, განიღჳძონ საქმედ, ხოლო რომელნი იქმან, არა ზუაობდენ, არამედ უმეტესად შესძინონ ქველისსაქმესა. ვითარ უკუე იქმოდეს ძუელსა შჯულსა შინა? ყოვლისა მონაგებისა ათეულსა მისცემდეს და მერმე კუალად მეორესა ათეულსა და კუალად მესამესა; კნინღა მესამედსა მონაგებისასა მისცემდეს, რამეთუ სამი იგი ათეული ესრეთ აღვალს. ამას ზედა თანაედვა პირმშოთა ყოველთა მიცემაჲ და პირველთა ნაყოფთა და სხჳსა მრავლისა შესაწირავისაჲ დღესასწაულთა შინა და თჳსთავთა. ხოლო უკუეთუ მესამედი ვინ ანუ ნახევარი მონაგებთა თჳსთაჲ მისცეს გლახაკთა, ვერვე უმეტეს არს სიმართლე მისი ძუელისა მის შჯულისასა. რომელი არცა თუ მეათედსა მისცემდეს, რაჲსა ღირს არს?

ამისთჳს გევედრები, საყუარ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ იზ ფიცისათჳს:

...ველსავე გამოვეძიებდეთ, რაჲთა ესრეთ მივეწინეთ ცნობად ჭეშმარიტებისა და ვისწრაფოთ გარდამატებად საქმეთა მათ ძუელისა შჯულისათა, უკუეთუ გსურის მიმთხუევად სასუფეველსა ცათასა, ვითარცა ბრძანებს უფალი, ვითარმედ: „უკუეთუ არა გარდაემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთასა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა“.

ხოლო აწ არიან ჩუენ შორის მრავალნი, რომელნი არა თუ გარდამატებულსა ოდენ არა იქმან, არამედ ნაკლულევანცა არიან ძუელისა მის წესისაგან, რამეთუ არა ხოლო თუ ფიცისაგან არა ივლტიან, არამედ ცილფუცებასაცა შთავარდებიან; არა თუ ხოლო ვნებულად მიხედვისაგან არა ეკრძალებიან, არამედ საქმესა მასცა ბოროტსა ცოდვისასა წარმდებებით იქმან და სხუასა ყოველსავე აღასრულებენ ურიდად, რომლისა მოგონებადცა დაყენებულ ვართ. და არა მოვლენ სინანულად, არამედ დღესა მას უკუანაჲსკნელსა მოელიან, ოდეს-იგი სასჯელი მიეჴადოს მათ ესევითარ-თა საქმეთაჲ, რამეთუ წარუკუეთიეს ვიდრემე სასოებაჲ და სატანჯველსა ოდენ მოელიან და არა ჰნებავს, ვიდრეღა აქა არიან, ვიდრეღა სავაჭროჲ ესე ჰგიეს, განღჳძებად ძილისა მისგან უდებებისა და მოსლვად სინანულსა, ბრძოლად და ძლევად ეშმაკისა და მიღებად გჳრგჳნისა.

ისმინე ჩემი, კაცო, და ნუ დაიჴსნები, ნუცა განსცემ თავსა შენსა ეშმაკსა, არამედ განიფრთხვე, მოიქეც...

სრულად ნახვა