მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 7:21

20. ნაყოფსა სამე მათთაგან იცნნეთ იგინი.21. არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ.22. მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინასწარმეტყუელებდითა და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასხენით და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით?
სახარებაჲ მათესი თავი 7
21. არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო! და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ“ (7,21).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რად არა თქუა, თუ: რომელმან ყოს ნებაჲ ჩემი? ერ-თად, ამისთჳს, რამეთუ ვერ ეძლო ერსა მას უძლურსა გულისჴმის-ყოფად ღმრთეებისა მისისა; და მეორედ, ესრეთ გულისჴმა-ყავ, ვითარმედ ნებაჲ მამისაჲ რაჲ აჴსენა, თჳსიცა თანამოასწავა, რამეთუ არა არს სხუაჲ ნებაჲ მისი, გარეშე ნებასა მას მამისასა, არამედ ვითარცა ერთ არს ბუნებაჲ მა-თი, ეგრეთვე ნებაჲ ერთ არს. ვინაჲთგან უგუნურნი იგი ჰურიანი საქმეთა კეთილთათჳს არა ფრიად ზრუნვიდეს, არამედ რჩულითა ხოლო იქადოდეს, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „შენ ჰურიაჲ სახელ-გედების და განისუენებ სჯულსა ზედა და იქადი ღმრთისა და იცი ნებაჲ იგი“, და შემდგომი ამისი, არამედ არარას სარგებელ გეყოსო, უკუეთუ საქმენი არა გქონდინ. ამისვე ჯერისათჳს უფალი განაწესებს სიტყუასა ამას და იტყჳს:

მათეს სახარების განმარტება - თავი VII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
7:21-23 — არა ყოველმან რომელმან მრქუას: უფალო, უფალო:

21. არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ. - აქ სიტყვებით: არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, უფლად თავის თავს წარმოაჩენს, რადგანაც თავს ღმერთს უწოდებს და გვასწავლის, რომ უკეთუ საქმენი გარეშე რწმენისა გვექნება, ამისგან ვერავითარ სარგებლობას ვერ მივიღებთ. რომელმან ყოს ნებაჲ; ის კი არ უთქვამს - ჩემი ნებაო, რათა მსმენელნი არ ეცდუნებინა, არამედ "მამისა ჩემისა"- ო, თუმცა, რაღა თქმა უნდა, ნება მამისა და ძისა ერთი და იგივეა, უკეთუ შვილი მამას არ განუდგება.

22-23. მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინასწარმეტყუელებდითა და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასხენით და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით? მას ჟამსა ვჰრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქუენ, გამნეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი. - ქადაგების დასაწყისში მრავალნი, ისინიც კი, რომელნიც შემდეგში უღირსნი გამოდგნენ, დევნიდნენ ეშმაკებს, რადგან დემონები იესოს სახელით გარბოდნენ, მადლი ხომ უღირსთა მეშვეობითაც მოქმედებს, ისევე...

სრულად ნახვა
საუბარი 1. შეგონებითი სიტყვა დიდი მარხვის დადგომისას
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. მარხვის მოახლოება — ჭეშმარიტი დღესასწაული:

...რა მსმენელნი შჯულისანი განმართლდნენ წინაშე ღმრთისა, არამედ მყოფელნი შჯულისანი განმართლდენ"** (). და ქრისტემ თავის ქადაგებაში თქვა: „არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ" ().

მაშ, საყვარელნო, რადგან ვიცით, რომ მოსმენისგან არანაირი სარგებელი არ გვექნება, თუ მას საქმით შესრულება არ მოჰყვება, ვიყოთ არა მხოლოდ მსმენელნი, არამედ აღმსრულებელნიც, რათა სიტყვების შესაფერისმა საქმეებმა სულიერი სიტყვის საფუძველი შეადგინოს. განახვენით თქვენი სულის წიაღი და მიიღეთ სიტყვა მარხვის შესახებ. როგორც უბიწო და მშვენიერი პატარძლის მისაღებად მზადებულნი საქორწინო ოთახს ყოველი მხრიდან საფარველებით ამშვენებენ, მთელ სახლს ასუფთავებენ, არცერთ უვარგის მხევალს არ შეუშვებენ, და მხოლოდ ამის შემდეგ შეჰყავთ პატარძალი საქორწინო ოთახში, – ასევე მსურს, რომ თქვენც, თქვენი სული განწმინდოთ, გართობებსა და ყოველგვარ უზომოებას გამოეთხოვოთ, და გაშლილი მკლავებით მიიღოთ ყველა სიკეთის დედა და უმანკოებისა და ყოველგვარი სათნოების მასწავლებელი, ესე იგი მარხვა, – ისე, რომ თქვენც დიდი სიამოვნებით ისარგებლოთ, და მარხვამაც თქვენთვის სათანადო და შეს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲგ სარწმუნოებისათჳს:

...საქმეთა კეთილთასა არად სარგებელ არს, და ამას ქრისტეცა და მოციქული პავლე დაამტკიცებენ, ვითარცა იტყჳს უფალი, ვითარმედ: „არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ“; და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „მრქუან მე მას დღესა: უფალო, არა სახელითა შენითა ვწინაწარმეტყუელებდითა? და ვჰრქუა მათ: არა გიცნი თქუენ“; და კუალად იტყჳს: „ნუ გიხარინ თქუენ, რაჟამს ეშმაკნი გმორჩილობდენ“, რამეთუ რომელნი არა ეკრძალებოდიან თავთა თჳსთა, იგინი ადვილად მიდრკებიან უკეთურებად, დაღაცათუ სარწმუნოებაჲ მართალი აქუნდეს.

არამედ ჩუენ ვივლტოდით საქმეთაგან ბოროტთა, რამეთუ შეუძლებელ არს თჳნიერ საქმეთა კეთილთაჲსა ხილვაჲ ქრისტესი, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „მშჳდობასა სდევდით და სიწმიდესა, რამეთუ თჳნიერ ამისა ვერვინ იხილოს უფალი“. ამისთჳსცა მარადის გამცნებ სიწმიდესა, რაჲთა თითოეულსა კმა-ეყოფოდის თჳსი მეუღლჱ, რომლისა თანა შჯულიერად უქორწინებიეს, და არა შეიგინებოდის ბილწებით...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მამასა უყუარს ძჱ და ყოველივე მოსცა ჴელთა მისთა. რომელსა ჰრწმენეს ძჱ, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, ხოლო რომელი ურწმუნო იყოს ძისა, არა იხილოს ცხორებაჲ, არამედ რისხვაჲ ღმრთისაჲ დადგრომილ არს მის ზედა“ (3,35-36).:

...ჲ, რამეთუ იგი არს მსაჯული, არამედ მამასა სახელ-სდვა, რამეთუ მათ ჯერეთ მამისაგან ფრიად ეშინოდა, ხოლო ძჱ არა კეთილად იცოდეს. რაჲ არს უკუე, რომელსა ოდენ ჰრწმენეს ძჱ ღმრთისაჲ, კმა არსა ესე მისა ცხორებად? ნუ იყოფინ! რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, შევიდეს სასუფეველსა ცათასა“, რამეთუ გმობაჲცა სულისა წმიდისაჲ კმა არს გეჰენიად მიცემად.

და რად ვიტყჳ წვალებისათჳს? რამეთუ დაღაცათუ მართლმადიდებელი იყოს და საქმენი კეთილნი არა აქუნდენ, ჯოჯოხეთს მივალს.

გარნა არა თუ იოვანე ესრეთ იტყჳს, თუ: რომელსა ჰრწმენეს, იგი ცხოვნდეს, არამედ იტყჳს, ვითარმედ: საქმჱ ესე ცხორებისმომატყუებელ არს, უკუეთუ ვის საქმჱ კეთილი აქუნდეს; უკუეთუ კულა საქმენი ბოროტნი აქუნდენ, არა შევალს ცხორებად. რომელსა კულა სარწმუნოებაჲ არა აქუნდეს, დაღაცათუ ყოველი სათნოებაჲ მოიგოს, რისხვაჲ ღმრთისაჲ დადგრომილ არს მის ზედა. რაჲთა არა ჰგონებდე, ვითარმედ ხილულისა ამის სიკუდილისათჳს იტყჳს, თუ: „არა იხილოს ცხორებაჲ“, არამედ საუკუნოჲსა საშჯელისათჳს, ამისთჳს ესე სიტყუაჲ თქუა, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ უკუე მის ზედა არს რისხვაჲ; ესე ყოველნი სიტყუანი თქუნა იოვანე, რაჲთამცა ესრეთ შეაწყნარნა იგინი ქრისტესა, რაჟამს უჩუენა, ვითარმედ ყოველმან რომელმან არა ირწმუნო...

სრულად ნახვა