...შემდეგღა მიდის ლოცვაზე. მაგრამ ეს მლოცველი ასე არ იქცეოდა; არამედ დღის დასაწყისშივე პირველნაყოფს ღმერთს აძლევდა. რადგან, ამბობს, „ჯერ არს, მზეს დავასწროთ შენდამი მადლიერებით და ნათლის აღმოსვლამდე შენთან ლოცვით მივიდეთ“ ()1. შენ კი, მიწიერ მეფესთან, ვერ აიტანდი, რომ შენზე უმცროსს შენზე ადრე მიესწრო თაყვანისცემისთვის. ახლა კი, როცა მზე თაყვანს სცემს, შენ თვითონ გძინავს, ქმნილებას პირველობას უთმობ, არ ასწრებ მთელ ქმნილებას, რომელიც შენთვის შეიქმნა, არც ღმერთს უძღვნი მადლიერებას, არამედ ადგომისას სახესა და ხელებს იბან, სულს კი უწმინდურს უყურადღებოდ ტოვებ? არ იცი, რომ როგორც სხეული წყლით, ასევე სული ლოცვით განიწმინდება? ამიტომ სხეულზე უწინ სული განიბანე. სულს ბოროტების მრავალი ლიბრი ეკრობა; ესენი ვედრებით განვიშოროთ. რადგან თუ პირს ასე გალავნით შემოვზღუდავთ, ყოველდღიუ...
1. ამისთჳსცა მსგამსად იტანჯნეს, ვითარცა ღირდეს, სიმრავლეთა მფრინველთა იგუემნეს.2. რომელ ტანჯვისა წილ კეთილი უყავ ერსა შენსა, გულის-სათქუმელად ნებისა უცხოჲ გემოჲ საზრდელი...3. რაჲთა მათ გული-უთქუმიდეს საზრდელისა მისთჳს, რომელი-იგი უჩუენა მათ მოსრული, და უსაქმარჱსსა მას ნებასა გარე-მოიქცენ; ხოლო ესენი ნაკლულევან იყვნეს მცირედსა, რაჲთა უცხოჲსა გემოჲსა ჭამონ.4. რამეთუ ჯერ-იყო მათდა განურინებელი ნაკლულევანებაჲ მოწევნად მათ ზედა, რომელნი-იგი ჰმსძლავრობდეს მათ, ამათ რაჲთა უჩუენოს ხოლო, ვითარ-იგი მტერნი მათნი იტანჯებოდეს.5. და რაჟამს-იგი მოუჴდა მათ ბოროტი მჴეცთა გულის-წყრომაჲ, კბენითა გულარძნილთა გუელთაჲთა განირყუნებოდეს; არავე სრულიად დაადგრა რისხვაჲ იგი.6. სწავლისა მისთჳს მცირედ ჟამ შეძრწუნდეს, და თანა-შემწედ აქუნდა იგი ცხოვრებისა, მოსაჴსენებელად მცნებისა შჯულისა შენისა.7. რომელ-იგი მოქცის, არა ხილულისა მისგან ცხონდებოდა, არამედ შენ მიერ, ყოველთაგან მაცხოვრისა.8. და ამით ჯერითაცა აცნობევე მტერთა ჩუენთა, ვითარმედ შენ ხარ მჴსნელი ყოვლისაგან ბოროტისა:9. რამეთუ მათ მკალთაჲ და მწერთაჲ მოჰსრვიდა კბენაჲ, და ვერ იპოვა კურნებაჲ სულთა მათთაჲ, რამეთუ ღირდეს-ვე ეგევითართა ტანჯვად.10. ხოლო ძეთა შენთა არცა დევთა გესლოვანთანი ერეოდეს კბილნი, რამეთუ წყალობაჲ შენი თანა იყო და ულხინებდა მათ.11. რამეთუ მოსაჴსენებელად სიტყუათა შენთა ეწერტებოდა, და მეყსეულად გან-ხოლო-იკურნებოდეს, რაჲთა არა სიღრმესა შეცჳვენ დავიწყებისასა, და განშოვრებულ იყვნენ შენისაგან ქველის-საქმისა.12. რამეთუ არცა მწუანეთაგან, არცა სალბუნი ჰკურნებდა მათ, არამედ სიტყუაჲ შენი, უფალო, რომელი ყოველთა მკურნალი არს.13. რამეთუ შენ ცხოვრებისა და სიკუდილისა ჴელმწიფებაჲ გაქუს: და შთაიყვანებ ბჭეთა ჯოჯოხეთისათა და აღმოიყვანი.14. რამეთუ კაცი მოკუდების უკეთურებითა თჳსითა, და გამოვიდის სული, და არა კუალად-იქცის, და არცა მოიქცეს სული რომელი წარვიდის.15. რამეთუ ჴელისა შენისაგან სივლტოლად ვერ ჴელ-ეწიფების:16. რამეთუ უვარ-გყოფენ შენ უღმრთონი, ძლიერებითა მკლავისაჲთა... და უცხოჲთა წჳმითა და რღუნითა იდევნნეს განურინებელითა, და ცეცხლითა განლეულნი იტანჯებოდეს.17. რამეთუ განსაკჳრვებელი იგი ყოველთაჲ - დამშრეტელსა შინა წყალსა უფროჲსად განძლიერდებოდა ცეცხლი, რამეთუ შემწე არს სოფელი მართალთა.18. ოდესმე დამშჳდნებოდა ალი იგი, რაჲთა არა შეწუნეს უღმრთოთა ზედა მომავალნი მჴეცნი, და რაჲთა იგინი ცხადად ჰხედვიდენ, ვითარმედ ღმრთისა საშჯელითა იდევნებიან.19. და ოდესმე წყალსა თანა უფროჲს ცეცხლისა ძალისა შესწუავნ, რაჲთა სიცრუვისა ქუეყანისა ნაყოფი განრყუნეს.20. რომელთა წილ ანგელოზთა საზრდელი აჭამე ერსა შენსა; და მზაჲ პური ზეცით მოეც მათ უშრომელად; რომელსა ყოველი გემოჲსა ძალი აქუნდა და ყოვლისა მიმართ ნაწევრისა გემოჲსა.21. რამეთუ ძალი შენი სიტკბოებასა შვილთა შენთასა აჩუენებდა, და მოწევნულსა მას გულისთქუმასა მათსა ჰმსახურებდა, არა დაცვის უნდა, ეგრეცა გემო ექმნებოდა.22. თოვლი და მყინვარი დაუთმობდა ცეცხლსა და არა დადნებოდა, რაჲთა ვცნათ, ვითარმედ მტერთა ნაყოფსა განჰრყუნიდა ცეცხლი იგი, რომელ აღატყდებოდა. სეტყუასა თანა და ცჳმათა შინა ელვიდეს.23. ესე კუალად რაჲთა იზარდებოდიან მართალნი და თჳსი იგი ძალი დაავიწყდეს.24. რამეთუ ყოველი დაბადებული შენ შემოქმედსა, გმსახურებენ, და მისწუდების სატანჯველად ცრუთა, და დასცხრების ქველის-ყოფად შენთა მოსავთათჳს.25. ამისთჳსცა ყოფად კერძო მიიცვალებოდა და ყოლად სახელსა შენსა ნიჭსა ჰმსახურებდა მვედრებელთა შენთაებრ ნებისა,26. რაჲთა ისწავონ ძეთა შენთა, რომელნი შეიყუარენ, უფალო, რამეთუ არა ყოფანი ნაყოფთანი ზრდიან კაცსა, არამედ სიტყუაჲ შენი, რომელთა შენდამი ჰრწამს; მათ დაიცავს.27. რომელ-იგი ცეცხლითა ვერ განჴურდებოდა, მცირითა მზის-თუალითა დადნებოდა.28. რაჲთა საცნაურ იყოს, ვითარმედ ოდეს ჯერ-არს მზისა მოწევნაჲ სამადლობელად შენდა და აღმოსავალად ნათლისა შემთხუევად შენდა.29. ხოლო უმადლოჲსა სასოებაჲ, ვითარცა ზამთრისა თრთჳლნი, დადნეს, და დიოდეს ვითარცა წყალი უჴმარი.