მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 1:16

15. ოდეს განიპყრნეთ ჴელნი თქვენნი ჩემდამო, მივაქცინე თვალნი ჩემნი თქვენგან და, უკეთუ განამრავლოთ ვედრებაჲ, არ შევისმინო თქვენი, რამეთუ ჴელნი თქვენნი სისხლითა სავსე.16. განიბანენით, წმიდა იქმნენით, მოსპენით უკეთურებანი სულთაგან თქვენთა წინაშე თვალთა ჩემთა, დასცხერით ბოროტთაგან თქვენთა.17. ისწავეთ კეთილსა ქმნაჲ გამოიძიეთ მშჯავრი, იჴსენით მიმძლავრებული, უსაჯეთ ობოლსა და განამართლეთ ქურივი.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 1
16. განიბანენით, წმიდა იქმნენით, მოსპენით უკეთურებანი სულთაგან თქვენთა წინაშე თვალთა ჩემთა, დასცხერით ბოროტთაგან თქვენთა.
სიტყვა თქმული გელათს ჱ-ს სექტემბერს
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ძველისა სჯულისა წინასწარმეტყველი ისაია პირველსავე თავსა წიგნისა თვისისასა პირისაგან ღვთისა აყვედრებდა ებრაელთა უსჯულოებასა მათსა და მრავალთა ცუდთა საქმეთა, და გამოუცხადებდა მათ დიდსა მრისხანებასა და სასჯელსა ღვთისასა. სხვათა მწარეთა საყვედურთა შორის იგი ეტყოდა მათ სიტყვათა, რომლითა ჩვენ ვიწყეთ უბნობა ესე: მარხვა, და უქმობა, და დღესასწაულნი თქვენნი სძულან სულსა ჩემსა, მექმენინ მე სიმაძღრედ, არღარა მერმე ულხინო ცოდვათა თქვენთა; საშინელ არს სიტყვა ესე, ძმანო ქრისტიანენო! რისთვის განურისხდა ღმერთი ებრაელთა ეგზომად, რომელ მოსძულდა მათნი დღესასწაულნი და უქმენი და არღარა სურდა მიღება მათგან მსხვერპლისა? თუ სხვაში იყვნენ ებრაელნი დამნაშავენი, დღესასწაულობითა და მარხვითა მაინც ასრულებდნენ ნებასა ღვთისასა, ვინაითგან თვით ღმერთმან დაუწესა რომელნიმე დღენი დღესასწაულად მათდა, მართალია, ძმანო ქრისტიანენო, დღესასწაულთა, მსხვერპლის შეწირვათა ებრაელნი აღსრულებენ ბრძანებისამებრ ღვთისა, კანონიერად სიმარჯვით, გარნა ვინაითგან ყოველნი სხვანი მცნებანი Bღვთისანი დაივიწყეს მათ, ცხოვრება და ყოფაქცევა მათი იყო ცუდ და უმართლო, ამისთვის ღმერთმან დღესასწაულნიც და...

სრულად ნახვა
ჰომილია 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4.:

...ოდ წყლით კი არ ჩამოვიბანთ, არამედ უწინარეს სიმართლითაც; ეს არის ხელების ჭეშმარიტი გასუფთავება. მაგრამ თუ უსამართლობით ვართ სავსენი, თუნდაც ხელები ათიათასჯერ ჩამოიბანო, არავითარი სარგებელი არ არის. ამბობს: „განიბანენით, წმიდა იქმნენით“ (). მაშ რა? ნუთუ მან დაამატა და თქვა: წყაროებთან მიდით, საბანოებში, ტბებსა და მდინარეებთან მიდითო? არაფერი ამათგან; არამედ რა? „მოსპენით უკეთურებანი სულთაგან თქვენთა“ (); ესე იგი, სუფთანი გახდით.

ეს შებილწვისაგან გათავისუფლებას გვანიჭებს; ეს არის ნამდვილი სისუფთავე. რადგან ის, გარეგანი სისუფთავე, დიდად არაფერში გვარგებს; ეს კი ღმერთთან კადნიერებას გვანიჭებს. ხოლო ის სისუფთავე მემრუშეებსაც, ქურდებსაც, კაცისმკვლელებსაც, მოდუნებულ და თავაშვებულ კაცებსაც, მეძავებსაც და მეძავებთან მცხოვრებთაც შეუძლიათ ჰქონდეთ, და განსაკუთრებით სწორედ ამათ....

სრულად ნახვა
ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. სიყვარულის ძალა და სულის სიწმიდე:

...იც ამბობს: „განბანე უკეთურებისაგან გული შენი, იერუსალიმ, რაჲთა სცხოვნდე, ვიდრემდის არიან შენ შორის გულისსიტყვანი ტკივილად შენდა?"; და კვლავ: „განიბანენით, წმიდა იქმნენით, მოსპენით უკეთურებანი სულთაგან თქვენთა წინაშე თვალთა ჩემთა, დასცხერით ბოროტთაგან თქვენთა." (; ). არ უთქვამს: სიძვებიო; ამიტომ არა მხოლოდ სიძვა, არამედ სხვა რამეებიც ბილწავს სულს. ამბობს: „განმტკიცებად გულთა თქუენთა სიწმიდით და უბიწოდ წინაშე ღმრთისა და მამისა ჩუენისა მოსლვასა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა ყოველთა თანა წმიდათა მისთა." (). მაშასადამე, მაშინ ქრისტე იქნება მსაჯული; მაგრამ არა მხოლოდ მის წინაშე, არამედ მამის წინაშეც წარვდგებით განკითხვისას. ან ამას ამბობს: საჭიროა, უბიწონი გავხდეთ ღმერთის წინაშე; რასაც მუდამ ვამბობ, სწორედ ღმერთის წინაშე ყოფნას ვგულისხმობ, რადგან ეს არის წრფელი სათნოება, და არა ადამიანთა წინაშე. ამრიგად, სიყვარული უბიწოებს გვხდის; და მართლაც, უბიწოებ...

სრულად ნახვა
თავი ი̂დ. დაცემისათჳს არაჭეშმარიტისა ისრაელისა და წოდებისათჳს ჭეშმარიტისა და რჩეულისა, შემდგომად წარმართთაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ აღთქუმისაგან არს სიტყუაჲ ესე ვითარმედ: ჟამსა ოდენ ამას მოვიდე, და ესუას სარრას ძე (9,9).:

..., სამგზის შთაყოფითა მას შინა, სახელსა ზედა მამისა და მისა და სულისა წმიდისასა, რომელი-ესეცა აღთქუმით მოცემულ არს ჩუენდა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ, რომელნი-იგი პირველ მოასწავებ ნათლისღებასა, ვითარ-იგი ჴმობს: "განიბანენით, განიწმიდენით" ().

მოციქულისაჲ: და არა ხოლო ესე, არამედ რებეკასცა ერთისაგან საწოლისა ესუა ისაკ მამისა ჩუენისა; რამეთუ არღასადა შობილ იყვნეს, არცა ექმნა რაჲ კეთილი გინა ბოროტი, — რაჲთა რჩევით წინა-განმზადებაჲ იგი ღმრთისაჲ ეგოს (9,10-11).

თარგმანი: ვინაჲთგან დიდ არს საქმე ესე ჰურიათა განყრისა და წარმართთა შემოყვანებისაჲ, ამისთჳს მრავალნი სახენი შემოჰქონან, და იტყჳს, ვითარმედ: "არა ხოლო ესე". რომელი "ესე"? — ცხად არს, ვითარმედ არა ხოლო ისაკისსა მას კმა-იყოფს სახესა, ვითარ მისგან ხოლო ეწოდა აბრაჰამს ნათესავად, დაღათუ სხუანიცა ესხნეს შვილნი აგარისგან და ქეტტორაჲსგან. რამეთუ ამისთჳს ნუუკუე და თქუას ვინმე, ვითარმედ სხჳსა და სხჳსაგან იყვნეს. გარნა რაჲ სთქუა რებეკაჲსთჳს, რომლისა მისვე და ერთისა საშოჲსა და საწოლისა ძმანი მარჩბივნი არა ორნივე სათნო-იჩინნა ღმერთმან, პირველ შობისა და პირველ ქმნადმდე კეთილისა გინა ბოროტისა. რაჲსათჳს-მე? - არამედ წინაჲსწ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ო
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „განბანილსა მას არა უჴმს, გარნა ფერჴნი ხოლო დაბანად, რამეთუ არს იგი ყოვლად წმიდა, ხოლო თქუენ წმიდა ხართ სიტყჳსა მისთჳს, რომელ გარქუ თქუენ“ (13,10).:

...და თქუა, ვითარმედ: „თქუენ წმიდა ხართ სიტყჳსა მისთჳს, რომელი გარქუ თქუენ“, ესე იგი არს, ვითარმედ: ამის სიტყჳსა მიერ განწმედაჲ მიგიღებიეს, ნათელი შეგიწყნარებიეს და საცთურისა მისგან ჰურიათაჲსა განთავისუფლებულ ხართ, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს: „განიბანენით, განიწმიდენით, მოისპეთ უკე-თურებაჲ სულთაგან თქუენთა“. და ვინაჲთგან მათცა ყოველი ბოროტი მოესპო სულთაგან მათთა და წრფელითა გონებითა იყვნეს მის თანა, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: განბანილი სიტყჳსაებრ წინაჲსწარმეტყუელისა წმიდა არს; რამეთუ მუნ არა თუ განბანასა წყლისასა იტყოდა, რომელსა-იგი ჰურიანი იქმოდეს, არამედ განწმედასა გონებისასა.

სწავლაჲ ო სიმართლისათჳს

ვიქმნნეთ უკუე ჩუენცა წმიდა, ვისწაოთ ქმნაჲ კეთილისაჲ. ხოლო რაჲ არს კეთილი? შჯაჲ ობლისაჲ და განმართლებაჲ ქურივისაჲ, რამეთუ დიდ არს წერილთა შინა სიტყუაჲ ესე ობოლთა და ქურივთაჲ, და ჩუენ არა დიდად გუაქუს იგი. რამეთუ იხილეთ, ვითარი არს მადლი მისი, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ იყვნენ ცოდვანი თქუენნი, ვითარცა მეწამულნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო; და უკუეთუ იყვნენ, ვითარცა ღებილნი, ვითარცა მატყლი განვასპეტაკო“. ამისთჳს უკუე ვისწრაფოთ ჴელის-აღპყრობად ობოლთა და ქურივთა, რამეთუ არამცირედი ძ...

სრულად ნახვა