მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 1:2

1. ხილვა, რომელი იხილა ესაია, ძემან ამოსისმან, რომელი იხილა ძჳნად იუდეასა და ძჳნად იერუსალიმისა მეფობასა შინა ოზიაჲსასა და იოათამისა და აქაზ, და ეზეკიაჲსასა, რომელნი მეფობდეს იუდეას.2. ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქვეყანაო, რამეთუ უფალი იტყოდა: ძენი ვშვენ და აღვამაღლენ, ხოლო მათ შეურაცხ-მყვეს მე.3. იცნა ჴარმან მომგებელი, და ვირმან ბაგა უფლისა თვისისა; ხოლო ისრაჱლმან მე არა მიცნა და ერმან ჩემმან მე არა გულისხმა-მყო.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 1
2. ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქვეყანაო, რამეთუ უფალი იტყოდა: ძენი ვშვენ და აღვამაღლენ, ხოლო მათ შეურაცხ-მყვეს მე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 22. „და იყო ნოე წელისა ხუთასისაჲ" (დაბ 5:32, 6:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. „ძენი ღმრთისანი" — ანგელოზები თუ ადამიანები? (6:1-2):

...ანგელოზების შესახებ წერილი ამბობს: „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი — ალად ცეცხლისა" (), ხოლო ადამიანების შესახებ: „მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ" (); და კიდევ: „ძენი ვშვენ და აღვამაღლენ" (); და კიდევ: „ძე ჩემი პირმშო არს ისრაჱლი" (); ანგელოზს კი არსად ეწოდება არც ძე, არც ძე ღმრთისა. მაგრამ რას ამბობენ ისინი? მართლაც, ანგელოზები იყვნენ, მაგრამ, რადგან უსჯულო საქმისთვის ჩამოვიდნენ (ცით მიწაზე), ღირსება დაკარგესო. ეს კიდევ უფრო დიდი სისულელეა! მაშ, რა? ახლა ღირსება დაკარგეს და სწორედ ეს იყო მათი დაცემის მიზეზი? მაგრამ წერილი სხვაგვარად გვასწავლის: პირველი ადამიანის შექმნამდე კიდევ დაკარგეს თავიანთი ღირსება — როგორც ეშმაკმა, ისე იმ (სულებმა), ვინც მასთან ერთად უფრო მაღალ ღირსებას ეძებდნენ, როგორც ბრძენი ამბობს: „შურითა ეშმაკისათა სიკუდილი სოფელსა შემოჴდა" (სიბრძნ 2:24). მართლაც, მითხარი, ადამიანის შექმნამდე რომ არ დაცემულიყო ეშმაკი, როგორ შეშურდებოდა ადამიანის, თავის ღირსებაში მყოფს? რა აზრი აქვს იმას, რომ ანგელოზმა შეშურა ადამიანი, უხორცომ და ასეთი პატივის მქონემ —...

სრულად ნახვა
თავი თ̂. აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა მსოფლიოჲსა, რომელსა შინა იტყჳს ქრისტეს განგებულებისათჳს და კუალად-გებისა. მსგავსებაჲ აღდგომისაჲ სახისაგან თითოსახეთა თესლთაჲსა, დიდებად და მალად ცვალებისა და განახლებისა ჩუენისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ეგრეცა წერილ არს: იყო პირველი იგი კაცი ადამ სამშჳნველად ცხოველად, ხოლო უკუანაჲსკნელი ადამ — სულად განმაცხოველებელად (15,45).:

...მდგომი ამისი თჳთ დაურთავს მოციქულსა, და საქმე აღსრულებული — სიტყუად წერილისა სახელ-უდებიეს, ვითარმედ: "უკუანაჲსკნელი ადამ — სულად განმაცხოველებელად", რამეთუ ესე ჩუეულებაჲ არს წერილთაჲ, და უფროჲსღა საწინაჲსწარმეტყუელოთა წიგნთა, ვითარ-იგი იერუსალემისათჳს იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: "ქალაქ სიმართლისა გეწოდოს" (), და არა ეწოდა. და კუალად უფლისათჳს, ვითარმედ: "სახელი მისი ემმანოელ" (), რომელი არა ეწოდა. გარნა ცხად არს, ვითარმედ წინაჲსწარმეტყუელმან საქმე აღსრულებული სახელის-დებად შეჰრაცხა. გარნა შენ იხილე, ვითარ პირველისა ადამისთჳს ცხოველობაჲ ოდენ თქუა სამშჳნველისაჲ, ხოლო მეორისა ადამისთჳს — სული; არღარა თჳთ ოდენ ცხოველი, არამედ სხუათაცა განმაცხოველებელი, რაჲთა უმაღლესობაჲ საზომისაჲ გიჩუენოს, ვითარ იგი — განხრწნადისა ამის და წარმავალისა ცხორებისა დასაბამ, ხოლო ესე — უხრწნელისა და საუკუნოდ წარუვალისა დამწყებელ იქმნა.

მოციქულისაჲ: არამედ არა პირველად სულიერი იგი, არამედ მშჳნვიერი, მაშინღა სულიერი (15,46).

თარგმანი: ამისთჳს გამოაჩინებს ძუელისა მის ადამის პირველობასა, რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ მისი იგი მცნებისა გარდასლვაჲ იყო მიზეზ სიტყჳსა ჴორცთა შეერთებისა და ღმრთისა განკაცებისა.

მოციქულის...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ერსა მას ჰრწმენა, რომელთა არა იციან შჯული; წყეულ არიან“ (7,49).:

...ნუუკუე ურწმუნოებამან მათმან სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ განაქარვოსა? ნუ იყოფინ!“ რამეთუ წინაჲსწარმეტყუელნი მარადის აყუედრებდეს მათ და ეტყოდეს: „ისმინეთ, მთავარნო სოდომისანო“; და კუალად: „მთავარნი შენნი ურწმუნო არიანო“; და კუალად: „არა თქუენი არსო ცნობაჲ საშჯელისაჲ“, და მარადის ამას აყუედრებდეს მათ. რაჲ არს უკუე? ღმერთსა ვინ აბრალოსა ამისთჳს, რომელ ურწმუნო ვიეთნიმე იყვნეს? ნუ იყოფინ! რამეთუ ესე ბრალობაჲ მათი არს, რომელთა არა ჰრწმენა, არა მისი, რომლისაჲ არა ჰრწმენა. ანუ რაჲ ვინ პოვოს სხუაჲ უმეტესი სასწაული თქუენისა უსწავლელობისაჲ? და ვითარ არა იცით შჯული უფროჲს ამისა, რომელ მისი არა გრწამს? ხოლო ვინაჲთგან თქუეს, თუ: „ნუუკუე მთავართაგანსა ვისმე ჰრწმენა? არამედ ერსა მას, რომელმან არა იცის შჯული“, ამისთჳს აბრალებს მათ ნიკოდემოს და ეტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუუკუე შჯული ჩუენი დაშჯისა კაცსა, უკუეთუ არა პირველად ისმინოს მისგან?“ (7,51).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ გამოაჩინებს, ვითარმედ არცა იციან შჯული, არცა იქმან მას, რამეთუ უკუეთუ შჯული იტყჳს არა დაშჯად კაცისა უწინარეს მისგან სმენისა, და ამათ უწინარეს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

...ეკიცხევდეს უფალსა განკიცხულნი იგი, თუ რად იტყჳსო თავსა თჳსსა ძედ ღმრთისა, და არა ხედვიდეს, ვითარმედ სრულიად განვარდებიან შვილებისაგან, ვითარცა წამებს უფალი პირითა ესაიაჲსითა: „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო: ძენი ვისხენ და აღვზარდენ, ხოლო მათ შეურაცხმყვეს მე. და აჰა ესერა დაეტეოს სახლი თქუენი ოჴრად“.

ასუეს მას ნავღელი და ძმარი, და იყო ესეცა დიდი სიბრმე. რამეთუ ღმერთმან ვენაჴი ეგჳპტით ცვალა5 და დაასხა კეთილად და მოელოდა მათ, რაჲთამცა გამოიღეს ნაყოფი - ყურძენი და ღჳნოჲ; ხოლო ცოფთა მათ და უგუნურთა ღჳნისა წილ ასუეს მას ძმარი და ყურძნისა წილ მიუპყრეს ნავღელი, რაჲთამცა წამონ თავისა თჳსისათჳს უკეთურებაჲ სოდომელთაჲ, რამეთუ ყურძენი მათი ყურძენი ნავღლისაჲ არს, ვითარცა იტყჳს მათთჳს მოსე, ვითარმედ: „საყურძნისა მისგან სოდომელთაჲსა იყო საყურძენი მათი“.

ამისთჳს უფალმან იცოდა, თუ ვითარსა ნაყოფსა ეგულების გამოღებად, და წინაჲთვე მიუთხრა იგავი იგი ვენაჴისაჲ მის და ჰრქუა: „გეტყჳ თქუენ: მიგეღოს თქუენ სასუფეველი ღმრთისაჲ და მიეცეს ნათესავთა, რომელნი ჰყოფდენ ნაყოფთა მისთა“.

ამას ყოველსა ზედა განუყვეს სამოსელი მისი მტარვალთა და არა ხედვიდე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი უფლისა მიერ წინაწარმეტყუელისაგან: აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძჱ, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ“ (1,22-23).:

...ჲ უფალი ქალწულისაგან, წარმოიტყუენა ძალი მტერისაჲ და გამოიჴსნეს, რომელნი შეეწყუდინეს ჯოჯოხეთს, ამისთჳს თქუა, ვი-თარმედ: „უწოდი სახელი: ადრე წარმოტყუენე და მსწრაფლ წარმოიღე“. წესი იგი საქმისაჲ სახელად აღწერა; და კუალად იტყჳს ქალაქისა მისთჳს, ვითარმედ: „გეწოდოს შენ ქალაქი სიმართლისაჲ, დედაქალაქი სარწმუნოჲ, სიონ“. და არასადა იპოების, ვითარმედ ეწოდა სახელი ქალაქსა მას სიმარ-თლედ, არამედ მარადის იერუსალჱმ იყო სახელი მისი, გარნა უმჯობესისა მიმართ შეცვალებასა მისსა მოასწავებდა და წესი იგი საქმისაჲ სახელად განაჩინა. რამეთუ ჭეშმარიტად საქმეთამიერი სიმტკიცე უძლიერეს არს მარადის სახელისა და უჭეშმარიტეს.

ხოლო კუალად სხუასაცა წინამიყოფენ სიტყუასა უგუნურნი იგი და თუალდაბრმობილნი ჰურიანი, ვითარმედ თქუმულ არს სხუათა მიერ თარგმანთა, რომელთა ებრაულისაგან ბერძულად თარგმანეს, ვითარ აკჳლა და სჳნმახოს, ვითარმედ: „ესერა ქალი მიუდგეს“; და არა თქუეს ქალწული, დაღაცათუ სამეოცდაათთა მათ თარგმანთა ქალწული თქუეს. პირველად ამას ვიტყჳთ ჩუენ, ვითარმედ ყოველივე, რავდენი სამეოცდაათთა მათ თარგმნეს, იგი არს ჭეშმარიტი და სარწმუნოჲ თარგმანებაჲ, რამეთუ იგინი უწინარეს ქრისტეს მოსლვისა მრავლითა წლითა იყვნეს, და ორ-ორი შეყენებულ იყო პტოლემეოს მეფისა მიერ, და ყოველნი ერთსა წიგ...

სრულად ნახვა