1.უქო შეყუარებულსა ქება საყვარელისა ვენაჴსა ჩემსა.2.ვენაჴი ექმნა შეყვარებულსა რქისა მიერ ადგილსა შინა პოხილსა და ზღუდე გარემოვსდევ და მოვიკრძალე და დავჰნერგე ვენაჴი სორექი და აღვაშენე გოდოლი საშუალ მისა, და წინ სასაწნეხელე მოვთხარე მას შინა, და ველოდე ყოფად ყურძნისა, ხოლო ყუნა ეკალნი.3.და აწ, მკჳდრთა იერუსალიმისათა და კაცმან იუდასმან, საჯეთღა ჩემ შორის და საშუალ ვენაჴისა ჩემისა!4.რაჲ უყო მერმე ვენაჴსა ჩემსა, და არა უყავ მას? მით, რამეთუ ვჰგებდი, რაჲთა ყოს ყურძენი, ხოლო ყვნა ეკალნი?5.აწ უკვე მიგითხრა თქვენ, თუ რაჲ უყო მე ვენაჴსა ჩემსა: მოვძარცო ღობე მისი და იყოს დასატაცებელ, და დავარღჳო ზღუდე მისი და იყოს დასათრგუნველ,6.და დაუტევო ვენაჴი ჩემი: და არა მოისხლას და არცა მოითოჴნოს, და აღმოსცენდენ, ვითარცა კორდსა შინა ეკალნი და ღრუბელთა ვამცნებ არა წჳმად მის ზედა წვიმაჲ.7.რამეთუ ვენაჴი უფლისა საბაოთისი სახლი ისრაილისა არს და კაცი იუდაჲსაი - ახალნერგი შეყვარებული. ველოდე, რაჲთამცა ყო მშჯავრი, ხოლო ყო უშჯულოება; და არა სიმართლე, არამედ ღაღადება.8.ვაჲ, რომელნი შეაყოფენ სახლსა სახლისა მიმართ, და აგარაკსა აგარაკისა მიმართ შეაახლებენ, რაჲთა მოყვასსა მო-რამე-ჰხუეჭონ, ნუ მარტონი დაემკჳდრნეთა ქვეყანასა ზედა?9.რამეთუ ისმინეს ყურთა უფლისა საბაოთისთა ესენი: რამეთუ, უკეთუ იქმნენ სახლნი მრავალნი, საოჴრად იყვნენ დიდნი და კარგნი, და არა იყვნენ შორის მკვიდრნი,10.რამეთუ სადა იქმოდის ათი უღელი ჴართაჲ, ქმნას ლაგვინი ერთი, და მთესველმან სათუელისა ექუსისამან ქმნას საწყაული სამი.11.ვაჲ, რომელნი აღდგებიან განთიად და თაფლუჭსა სდევენ, დაადგრებიან მწუხრამდე, რამეთუ ღვინომან შეწუნეს იგინი.12.რამეთუ ქნარისა თანა და საფსალმუნისა და ავლთა ღვინოსა სუმენ, ხოლო საქმეთა უფლისათა არა ხედვენ და საქმეთა ჴელთა მისთასა არ განიცდიან.13.ვინაჲცა ტყუე იქმნა ერი ჩემი არცნობისათვის მათგან უფლისა, და სიმრავლე მკუდართა შეიქმნა სიყმილისა მიერ და წყურილისა წყლისა.14.განავრცო ჯოჯოხეთმან გუამი თვისი და აღაღო პირი მისი არა მოკლებად და შთავიდედ დიდებულნი და დიდნი და მდიდარნი და ბილწებანი მისნი და მოხარულნი მას შინა.15.და დამდაბლდეს კაცი, და შეურაცხ იქმნეს მამაკაცი და თვალნი განმცხრომელნი დამდაბლდენ.16.და ამაღლდეს უფალი საბაოთ საშჯელსა შინა და ღმვრთი წმიდა იდიდოს სიმართლესა შინა.17.და ძოვდენ განთესულნი, ვითარცა კურონი, და უდაბნოთა და ქადებულთასა კრავნი ჭამდენ.18.ვაჲ, რომელნი მოიზიდვენ ცოდვათა მათთა, ვითარცა საბლითა გრძელითა, და, ვითარცა უღლითა ევნითა დიაკეულისათა, უშჯულოებათა,19.რომელნი იტყვიან: მალიად მოეახლენინ, რომელთა ჰყოფს, რაჲთა ვიხილოთ. და მოვედინ განზრახვა წმიდისა ისრაჱლისაჲ, რაჲთა ვცნათ.20.ვაჲ, რომელნი იტყჳან ბოროტსა კეთილად და კეთილსა ბოროტად, რომელნი დასდებენ ბნელსა ნათლად და ნათელსა ბნელად, და რომელნი დასდებენ მწარესა ტკბილად და ტკბილსა მწარედ!21.ვაჲ, რომელნი ბრძენ არიან თავით თვისით და წინაშე მათსა ზედმიწევნულებ!22.ვაჲ, რომელნი გმძლავრობენ თქვენ, რომელნი ღჳნოსა სუმენ. ძლიერნი, რომელნი წდევენ თაფლუჭსა,23.რომელნი განამართლებენ უთნოსა ქრთამისათვის და სამართალსა მართლისასა აღიღებენ!24.ამისთვის, ვითარსახედ დაიწუების ლელწამი ნაკუერცხლისაგან ცეცხლისა, და თან დაიწვას ალისაგან აღტყინებულისა ძირი მათი, ვითარცა ნაცარი იყოს; და ყუავილი მათი, ვითარცა მტუერი, აღვიდეს, რამეთუ არა ინებეს შჯული უფლისაჲ საბაოთისი, არამედ სიტყვა წმიდისა ისრაჱლისა განაძვინეს.25.და გულმწყრალ იქმნა რისხვა უფლისა საბაოთისი ერსა მისსა ზედა. და მიყო ჴელი მისი მათ ზედა და დასცნა იგინი. და განძვინდეს მთანი და იქმნეს მძორნი მათნი, ვითარცა სკორე, შორის გზასა,. და ამას ყოველსა ზედა არა მოიქცა გულისწყრომა მისი, არამედ მერმეცა ჴელი მისი მაღალ.26.ესრეთ უკუე აღიღოს სასწაული წარმართთა მიმართ შორიელთა და მოზიდნეს იგინი კიდით ქუეყანისათ, და, აჰა, მსწრაფლ სუბუქად მოვლენ.27.არა შიისყე, არცა დაშურებიან, არცა ჰრულის, არცა დაიძინებენ, არცა განიჴსნიან სარტყელთა მათთა წელთა შინა მათთა, არცა მოერღუნენ ბაწარნი ჴამლთა მათთანი,28.რომელთანი ისარნი მახჳლ არიან და მშჳლდნი მათნი გარდაცმულებ. ფერჴნი ცხენთა მათთანი, ვითარცა მყარი კლდე შეირაცხნეს, ეტლისთვალნი ეტლთა მათთანი - ვითარცა ნიავქარი.29.მიიმართებენ ვითარცა ლომნი, და წარმოდგენ, ვითარცა ლეკუნი ლომისანი, და შეიპყრას და ჴმა-ყოს, ვითარცა მჴეცმა და განჴადოს და არა იყოს მჴსნელი მათი.30.და ჴმა-ყოს მის მიერ მას დღესა, ვითარცა ჴმაჲ ზღვისა მღელვარისა, და მიიხილონ ცად მიმართ ზე და ქუეყანად დამართ ქუე. და, აჰა, ბნელი ფიცხელი სლვასა შინა მათსა.
ვაი არს, რომელნი იტყვიან ბოროტსა კეთილად,და კეთილსა ბოროტად, რომელნი დასდებენ ბნელსანათლად და ნათელსა ბნელად და რომელნი დასდებენმწარესა ტკბილად, და ტკბილსა მწარედ. (ისაია 5, 20).
ძმანო მართმადიდებელნო ქრისტიანენო! თუმცა ამ წმიდა დღეს ჯერ იყო უბნობა თქვენს წინაშე რომელსამე სულიერსა საგანსა ზედა, მაგალითებრ, ლოცვასა, მონანელობასა ზედა, გარნა აწინდელთა საქვეყნო გარემოებათა მაიძულეს მე წართქმად თქვენს წინაშე სიტყვისა იმ საშინელს მოვლენაზედ, რომელზედ ახლა ყოველი კაცი ჰღაღადებს, სწუხს,...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს; და რომელსა ზედა დაეცეს, განაქრიოს იგი“ (21,44).:
...ნა და საწნეხელი მოვ-თხარე მას შორის და ველოდე, ვითარმედ ყოს ყურძენი, და მან ყო ეკალი. და აწ საჯეთ ჩემდამო და შორის ვენაჴისა მის ჩემისა, რაჲღა-მე ჯერ-იყო ყოფად ვენაჴისა მის, და არა უყავ მას? რამეთუ ველოდე, რაჲთამცა ყო ყურძენი, და მან ყო ეკალი. ველოდე, რაჲთა ყოს სამართალი, ხოლო მან ყო უშჯულოებაჲ და ღაღადებაჲ“. კეთილად გამოსახა სიბოროტე მათი წინაჲსწარმეტყუელმან, და გულისჴმა-ყავთ, რომელსა იტყჳს ეკალსა ანუ რომელსა ღაღადებასა.
ეკალსა მოასწავებს ყოველსა უშჯულოებასა მათსა, და უმეტესად, რომელ-იგი შეთხზნეს ეკალთაგან გჳრგჳნი და დადგეს თავსა მეუფისასა; ხოლო ღაღადებაჲ, რომელ ქმნეს, ყოველთა მიერ საცნაურ არს, რაჟამს ღაღად-ყვეს: „აღიღე ეგე, აღიღე და ჯუარს-აცუო“. ამისთჳს ისმინეთ შემდგომიცა სიტყუაჲ ჴმამაღლისაჲ მის: „აწ გითხრაო, რაჲ უყო სავენაჴესა მას ჩემსა: მოვარღჳო ზღუდე მისი, და იყოს მიმოსატაცებელ, და დავარღჳო კედელი მისი, და იყოს დასათრგუნველ, და დაუტეო სავენაჴე ჩემი, და არა განისხლას და არცა მოითოჴნოს, და აღმოსცენდეს მას, ვითარცა ოჴერსა, ეკალი; და ღრუბელთა უბრძანო, რაჲთა არა წჳმონ მას ზედა წჳმაჲ; რამე-თუ სავენაჴე უფლისა საბაოთისი სახლი ისრაჱლისაჲ არს“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან“ (1,3).:
...მოსესმან. და კუალად განაღო ღობე იგი და შუაკედელი სახარებამან ქრისტესმან, რამეთუ მარადის წერილი ძუელსა მას რჩულსა ღობედ და შუაკედელად უწესს, ვითარცა იტყჳს დავით: „დაარღჳე ღობე მისი, და მოჰყურძნიან მას თანაწარმავალნი გზისანი“; და ესაია იტყჳს: „ზღუდე მოვადგი მას“; და პავლე ღაღადებს: „შუვაკედელი ზღუდისაჲ მის დაჰ-ჴსნა“. სხუათა კუალად ესრეთ თქუეს, ვითარმედ: რომელმან-იგი ჴელი გამოიღო პირველ, სახე იყო ძუელისა რჩულისაჲ, და მერმე უკუიქცა, და უმრწემესი იგი პირმშო იქმნა და მისი იგი შუაკედელი და ღობე დამაყენებელი განკუეთა, რომელ იყო სახე ახლისა ამის რჩულისაჲ. ჰხედავა, ვი-თარ არა ცუდად აჴსენა საქმე იგი იუდაჲსი? ამისთჳს რუთს და თამარს სახელ-სდებს, რომელთაგან ერთი იგი უცხოთესლი იყო და მეორე - მეძავი, რაჲთა სცნა, ვითარმედ ყოველთა ბოროტთა ჩუენთა დაჴსნად მოვიდა ქრისტე, რამეთუ არა შჯად მოვიდა, არამედ - კურნებად. ვითარცა უკუე მამათმთავართა მათ დედანი იგი მეძავნი შეირთნეს, ეგრეთვე ღმერთმან ბუნებაჲ იგი მეძავქმნილი შეიერთა თავსა თჳსსა. ვითარცა-იგი წინაწარმეტყუელნი პირველითგან იტყოდეს შესაკრებელისათჳს ჰურიათაჲსა, ვი-თარმედ: „სიძვით ისიძვა“; და კუალად: „პირი...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ნათელ-იღო იესუ და მეყსეულად აღმოვიდა წყლისა მისგან. და აჰა განეხუნეს ცანი, და იხილა სული ღმრთისაჲ, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, და მომავალი მის ზედა. და ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ“ (3,16-17).:
...მეთუ ვინაჲთგან ეგულებოდა ჰურიათა თჳსისა უკეთურებისაგან წარწყმედაჲ და უკუანაჲსკნელთა სატანჯველთა მიცემაჲ, რაჲთა არავინ იქმნას მაბრალობელ ღმრთისა, ამისთჳს იტყჳს: „და აწ კაცმან იუდაჲსმან და რომელნი ხართ იერუსალჱმს, საჯეთ ჩემდამო და შორის ვენაჴისა მის ჩემისა. რაჲღამცა უყავ სავენაჴესა მას ჩემსა, და არა უყავ მას?“ ეგრეთვე აქაცა გულისჴმა-ყავ, თუ რაჲ შეჰგვანდა ყოფად, და არა იქმნა მოყვანებად მათა სარწმუნოებად; უკუეთუ კულა არა ინებეს მოსლვად, ესე მათისა მის ურჩულოებისა გარდამატებულებაჲ იყო და სხუაჲ არარაჲ.
ესე სიტყუაჲ გაქუნდინ მარადის მათა მიმართ, რომელნი განგებულებათა ღმრთისათა ჴელ-ჰყოფენ უგუნურებით ბრალობად, რამეთუ იხილე, ვითარნი საკჳრველებანი აღესრულებოდეს, მომასწავებელნი მომავალ-თანი, რამეთუ არა სამოთხე, არამედ ცანი განეხუმიან, და სული წმიდაჲ იხილვების, და ჴმაჲ ზეგარდამო ისმის, ხოლო უგულისხმონი იგი და ორგულნი არავე მოვლენ მეცნიერებად. გარნა ჰურიათა მიმართ სიტყუაჲ სხუად ჟამად დამარხულ იყავნ ჩუენდა, ხოლო აწ შეწევნითა ღმრთისაჲთა წინამდებარისა ამისთჳს ვიტყოდით ძალისაებრ ჩუენისა, ვითარცა მომცეს ჩუენ სიტყუაჲ უფალმან, რომლისაგან არს ყოველი ნიჭი კეთილი: „და ნა-თელ-იღო იესუ და მეყსეულად აღმოვიდა წყლისა მისგან. და აჰა განეხუნეს ცანი“. რაჲსათჳს გა...