1.და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:2.ძეო კაცისაო, რაჲ არს თქუენდა იგავი ესე ძეთა შორის ისრაჱლისათა, მეტყუელთა: მამათა ჭამეს კაწახი და კბილნი შვილთანი მობრყჳლდეს?3.ცხოველ ვარ მე! - იტყჳს ადონაი უფალი, უკუეთუ იქმნას მერმე თქმული ეგე იგავი ისრაჱლსა შორის.4.რამეთუ ყოველნი სულნი ჩემნი არიან, ვითარსახედ სული მამისაჲ, ეგრეთვე სულიცა ძეთაჲ, - ყოველნი სულნი ჩემნი არიან. და სული მცოდველი იგი მოკუდეს.5.ხოლო კაცი, რომელი იყოს მართალ, რომელმან ყოს მსჯავრი და სიმართლე,6.მთათა ზედა არა ეზორა, და თუალნი მისნი არა აღიხუნეს კერპთა მიმართ სახლისა ისრაილისათა და ცოლი ქმრისა თჳსისაჲ არ შეაგინოს და დედაკაცისა მიმართ, დაშტანობასა შინა მყოფისა, არ მიეახლოს;7.და კაცსა არა ჰმძლავროს, ნაჴუთევი თანამდებსა უკუნსცეს, და ტაცებაჲ არა იტაცოს, პური მისი მშიერსა მისცეს, და შიშუელსა შეჰმოსოს სამოსელი;8.და ვეცხლი მისი აღნადგინებად არ მისცეს და განნამრავლები არ მიიღოს, სიცრუისაგან მიაქციოს ჴელი თჳსი, და მშჯავრი მართალი ყოს შორის კაცისა და შორის მოყუსისა მისისა;9.და ბრძანებათა შინა ჩემთა ვლოს, და სამართალნი ჩემნი დაიმარხნეს ქმნად იგინი, მართალ არს ესე, ცხოვნებით ცხონდეს იტყჳს, - ადონაი უფალი.10.და უკუეთუ შვეს ძე ბუგრიანი, დამთხეველი სისხლისა და მოქმედი ცოდვისა,11.გზასა შინა მამისა მისისა მართალისასა არა ვლო, არამედ მთათა ზედა ეზორა, და ცოლი მოყუსისაჲ შეაგინა.12.და გლახაკსა და დავრდომილსა ჰმძლავრა, და ნატაცები იტაცა და ნაჴუთევი არა უკუნსცა, და კერპთა მიმართ მიადგან თუალნი მისნი, უშჯულოება ქმნა;13.ვეცხლი აღნადგინებად განსცა და განნამრავლები მოიღო, ესე ცხოვნებითა არა ცხოვნდეს; ყოველნი ესე უსჯულოებანი ქმნნა, სიკუდილით მოკუდეს, სისხლი მისი მის ზედა იყოს.14.ხოლო უკუეთუ შვას ძე და იხილნეს ყოველნი ცოდვანი მამისა მისისანი, რომელნი ქმნნა, და შეიშინოს და არა ყოს მათებრ:15.მთათა ზედა არა ეზოროს, და თუალნი მისნი არა დასხნა გულისსათქმელთა ზედა სახლისა ისრაჱლისათა, და ცოლი მოყუსისაჲ არ შეაგინა.16.და კაცსა არა ჰმძლავრა, და ნაჴუთევი არა იჴუთა და ნატაცები არა იტაცა, პური მისი მშიერსა მისცა, და შიშუელსა შეჰმოსა სამოსელი;17.და სიცრუისაგან მოაქცია ჴელი მისი, ვახში და განნამრავლები არა მიიღო, სიმართლე ქმნა და ბრძანებათა შინა ჩემთა ვიდოდა, ესე არა აღესრულოს სიცრუეთა შინა მამისა მისისათა, ცხოვნებით ცხოვნდეს.18.ხოლო მამამან მისმან, ვინაჲთგან ჭირვებით აჭირვა და ნატაცები იტაცა და წინააღმდგომნი ქმნნა შორის ერისა ჩემისა, და მოკუდეს უსამართლოებითა მისითა.19.და სთქუთ: რად, რამეთუ არა მიიღო ძემან სიცრუე მამისა მისისაჲ? რამეთუ ძემან მშჯავრი და სიმართლე და წყალობა ქმნა, ყოველნი შჯულვილნი ჩემნი დაიცვნა და ქმნნა იგინი, ცხოვრებით ცოცხალ იყოს.20.ასული მცოდველი იგი მოკუდეს: ძემან არა მოიღოს სიცრუე მამისა მისისაჲ, არცა მამამან მოიღოს სიცრუჱ ძისა მისისაჲ, სიმართლე მართლისაჲ მის ზედა იყოს და უსჯულოება უსჯულოჲსაჲ მის ზედა იყოს.21.და უშუჯლომან უკუეთუ მოაქციოს ყოველთაგან უშჯულოებათა, რომელნი ქმნნა, და დაიცვნეს ყოველნი მცნებანი ჩემნი, და ყოს მსჯავრი და სიმართლე და წყალობაჲ, ცხოვნებით ცხოვნდეს და არა მოკუდეს.22.ყოველნი უსამართლოებანი მისნი, რომელნი ქმნნა, არა აღეჴსენნენ მას; სიმართლესა შინა მისსა, რომელნი ქმნნა, ცხოვნდეს.23.არა ნებით მნებავს სიკუდილი უშჯულოჲსაჲ, - იტყჳს უფალი უფალი, - ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან ბოროტისა და ცხოვნებაჲ მისი.24.და მიქცევასა შინა მართლისასა სიმართლისაგან მისისა და ქმნასა უსამართლოებათასა ყოველთაებრ უსჯულოებათა, რომელნი ქმნნა უშჯულომან, ყვნეს თუ არა, ცხოვნდეს; ყოველნი სიმართლენი მისნი, რომელნი ქმნნა, არმოჴსენებულ იქმნენ დაცემასა შინა მისსა, რომელ დაეცა; და ცოდვათა შინა მისთა, რომელნი ცოდნა, მათ შინა მოკუდეს.25.და სთქუთ: არ წარემართების გზა უფლისაჲ მოქცევად მისსა გზისაგან მისისა და ცხოვნებად სული მისი, - იტყჳს ადონაი უფალი. - აწ ისმინეთ, ყოველო სახლო ისრაჱლისაო! ნუ გზაჲ ჩემი არ წარემართების? ანუ არა გზაჲ თქუენი არ წარემართების?26.მი-თუ-აქციოს მართალმან სიმართლისაგან თჳსისა და ყოს შეცოდება და მოკუდეს, ცოდვასა შინა თჳსსა, რომელ ქმნნა, მას შინაცა მოკუდეს. და მოთუ-აქციოს უსჯულომან უსჯულოებათაგან თჳსთა, რომელნი ქმნნა, და იქმოდის განკითხვასა და სიმართლესა, ამან სული თჳსი დაიცვა.27.და იხილა და მოაქცია ყოველთაგან უსჯულოებათა თჳსთა, რომელნი ქმნნა, ცხოვნებით ცხოვნდეს და არა მოკუდეს.28.და იტყჳან სახლი ისრაჱლისა: არა მართალ არს გზაჲ უფლისაჲ, ნუ გზაჲ ჩემი არა მართალ არსა, სახლო ისრაჱლისაო! არა გზაჲ თქუენი არა მართალ არსა?29.ამისთჳს და კაცადი გზათაებრ თქუენთა გსაჯნე თქუენ, სახლო ისრაჱლისაო, - იტყჳს ადონაი უფალი,30.მოიქეცით და მოაქციეთ ყოველთაგან უსჯულოებათა თქუენთა და არა იყუნეთ თქუენ დასაშჯელად სიცრუჲსა.31.მოიქეცით თავით თჳსით და განიშორენით თქუენგან ყოველნი უსჯულოებანი თქუენნი, რომლითა უსჯულო იქმნენით ჩემდამო, და ყავთ თავისა თქუენისა გული ახალი და სული ახალი, და რაჲსათჳს მოსწყდებით, სახლო ისრაჱლისაო?32.რამეთუ არა მნებავს სიკუდილი მოსიკუდიდისა მის, - იტყჳს ადონაი უფალი, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან მისისა და ცხოვნებად სული მისი, - იტყჳს ადონაი უფალი, - და მოიქეცით და ცხოვნდით.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმოყვარე და ღვთივკურთხეულ შვილებს
მოიშორეთ ყველა თქვენი შეცოდება, რაც ჩაგიდენიათ; შეიქმენით ახალი გული და ახალი სული. რადგან არ მახარებს მე მომაკვდავის სიკვდილი, ამბობს უფალი ღმერთი, აბა მოიქეცით და იცოცხლეთ ()
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ღვთივკურთხეულნო შვილნო ივერიის სამოციქუღო მართლმადიდებელი ეკლესიისა, მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენი სამშობლოს...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და წარვიდოდა იესუ და იხილა კაცი ბრმაჲ შობითგან. ჰკითხვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს: რაბი, ვინ ცოდა: ამან ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაჲ იშვა?“ (9,1-2).:
...ა ცოდა. რამეთუ ვი-თარცა ესე რაჲ თქუა, ვითარმედ: არცა ამისთა ცოდვათათჳს იშვა ბრმად, არცა მშობელთაჲსა, ეგრეთვე არს ყოველივე, და ამისთჳს ეზეკიელ იჭუსა მას განაქარვებს და იტყჳს: „ცხოველ ვარ მე, - იტყჳს უფალი, - არ-ღარა იყოს იგავი ესე, რომელი ითქუმის, ვითარმედ: მამათა ჭამეს კაწახი, და შვილთა კბილნი მოემუხნეს“. და მოსე იტყჳს: „არა მოკუდეს მამაჲ შვილისათჳს“. ხოლო უკუეთუ ვინ იტყოდის: ვითარ თქუმულ არს, თუ: „რომელი მიაგებს ცოდვასა მშობელთასა შვილთა ზედა მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე“? არამედ ჩუენ ვიტყჳთ ამისთჳს, ვითარმედ ბრძანებაჲ არა ყოველთა ზედა არს, არამედ რომელთათჳსმე თქუმულ არს, რომელნი-იგი ეგჳპტით გამოვიდეს. ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, რამეთუ: ვინაჲთგან ეგჳპტით გამოსრულნი იგი ესეოდენთა მათ სასწაულთა შემდგომად, რომელნი იქმნნეს მათთა მათ მშობელთა ზედა, იქმნნეს იგინი უბოროტჱს მათსა, რომელთა ყოვლადვე არა ეხილვა სასწაული, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: რაჲ-იგი მოიწია მათ ზედა, იგივე მოიწიენ ამათ ზედაცა, რამეთუ იგივე საქმჱ ქმნეს. და რომელმან აღმოიკითხოს, ცნას ჭეშმარიტებით, ვითარმედ მათთჳს თქუმულ არს. ხოლო რაჲსათჳს ბრმად იშვა? ამისთჳს, „...
...მაგრამ ესენიც შესაძენია, დასაკარგიც, და აქვე დარჩება. ან მტერთაგან შეთქმულებანი და ცილისწამებანი?მაგრამ ამით ჩვენ კი არ გვევნო, არამედ მათ, რომლებმაც ეს ჩაიდინეს; რადგან ამბობს: „ასული მცოდველი იგი მოკუდეს" ().
ცოდვა ჩაიდინა არა ბოროტის დამთმენმა, არამედ ბოროტის მოქმედმა.ამიტომ მკვდრად ქცეულს კი არ უნდა მიუზღო, არამედ მისთვის უნდა ილოცო, რათა იგი სიკვდილისაგან დაიხსნას.განა არ ხედავთ ფუტკარს, რომ ნესტრით დაკბენისას თვითონვე კვდება?იმ არსების საშუალებით ღმერთი გვასწავლის, არ დავამწუხროთ მოყვასნი; რადგან სიკვდილს პირველნი ჩვენ თვითონ ვიღებთ.რადგან მათ, ვისაც ვურტყამთ, ალბათ მცირე ხნით ვამწუხრებთ; ჩვენ კი ვეღარ ვიცოცხლებთ, ისევე როგორც ის არსებაც.თუმცა წერილი მას აქებს და ამბობს: **„ანუ მივედ ფუტკრისა და ისწავე, ვითარ-იგი მოქმედ არს და ნაშრომი იგი მისი ვითარ კეთილად ქმნის, რომლისა ნაშრომსა მეფენი და გლახაკ...
6. ქანაანის წყევლა და მონობის წარმოშობა (9:24-25):
...დვებისთვის ისჯება, ამას წინასწარმეტყველები ბევრ ადგილას ამბობენ. მაგალითად, ამბობენ: «მამათა ჭამეს კაწახი და კბილნი შვილთანი მოლხუეს» (); კიდევ: «ასული მცოდველი იგი მოკუდეს: ძემან არა მოიღოს სიცრუე მამისა მისისაჲ, არცა მამამან მოიღოს სიცრუჱ ძისა მისისაჲ» (), და კიდევ: «ნუ მოკუდებინ მამაჲ შვილისა წილ, ნუცა შვილი მამისა წილ, არამედ კაცად-კაცადი თჳსითა ცოდვითა მოკუედინ» (). ამრიგად, გთხოვთ, თქვენგან არავინ, საღვთო წერილის მიზნის არმცოდნემ, ნუ გაბედავს მასში დაწერილის საყვედურს, არამედ მადლიერებით მიიღეთ მისი სიტყვები, საღვთო წერილის ზედმიწევნითობას განცვიფრებით შეხედეთ და იმაზე იფიქრეთ, რა დიდი ბოროტებაა ცოდვა. აი, მართლაც, ძმა, ერთი დედისგან შობილი, ერთი მუცლიდან მოსული, ცოდვამ მონად აქცია და, თავისუფლება რომ წაართვა, დამორჩილებამდე მიიყვანა. აქედან დაიწყო მონობა. მანამდე ადამიანებს შორის არ იყო ასეთი განაზებულობა და ასეთი ფუფუნება, რომ ერთს სხვის მომსახურება სჭირდებოდა, არამედ ყველა თავს ემსახურებოდა, ყველა თანასწორ პატივში იყო და არანაირი უთანასწორობა არ არსებობდა. ხოლო, როცა ცოდვა გამოჩნდა, მან თავისუფლება დაარღვია, ბუნების...