...დ: „წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“ (). ხოლო წინასწარმეტყველი რას ამბობს? „გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო“ (); და კვლავ: „განბანე უკეთურებისაგან გული შენი“ ().
დიდი სიკეთეა კეთილ საქმეთა ჩვეულებაში ყოფნა. ხედავ, როგორი მცირე და უსარგებლოა ეს ყველაფერი? და როცა სული ჩვეულებას წინასწარ ჰყავს შეპყრობილი, იგი აღარ შორდება მას და ვერც ითმენს, რომ ლოცვასთან მივიდეს, ვიდრე ამას პირველად არ შეასრულებს. მაგალითად რას ვამბობ: ჩვენ თავი მივაჩვიეთ დაბანასა და ლოცვას, და ისე აღარ შეგვიძლია ამის გაკეთება, თუ ჯერ არ დავიბანეთ; არამედ სიამოვნებით ვერ ვლოცულობთ, თუ ამას დაუბანელი ხელებით ვაკეთებთ, თითქოს ღმერთს უნდა ვაწყენინოთ და სინდისი გვამხელს. თუ ამ მცირე საქმეს ასეთი ძალადობა აქვს და ყოველდღე უთუოდ აღსრულდება, მაშინ, თუ მოწყალების ჩვეულებაში დავაყენებთ თავს, ყოველთვის მის შესრულებას დავადგენთ და სალოცავ სახ...