მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 11:7

6. ხოლო თუ ქალი თავს არ იბურავს, თმა შეიკვეცოს; მაგრამ თუ ქალს თმის შეკვეცა ან გაპარსვა ერცხვინება, თავი დაიბუროს.7. ამრიგად, კაცი თავდაუბურავი უნდა იყოს, ვინაიდან ხატია და დიდება ღვთისა, ხოლო ქალი ქმრის დიდებაა.8. რადგანაც კაცი კი არ არის ქალისაგან, არამედ ქალი - კაცისაგან.
1 კორინთელთა მიმართ თავი 11
7. ამრიგად, კაცი თავდაუბურავი უნდა იყოს, ვინაიდან ხატია და დიდება ღვთისა, ხოლო ქალი ქმრის დიდებაა.
თავი ვ̂. რაჲთა არა ვეზიარებოდით ეშმაკთა, და რაჲთა არა ვერიდებოდით სყიდად, რაჲ გჳჴმდეს; და თუ ვითარითა სახითა ჯერ-არს დგომაჲ ლოცვასა შინა გინა მარხვასა, მამათაჲ ანუ დედათაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მამაკაცისაჲ უკუე არა ჯერ-არს დაბურვაჲ თავისაჲ, რამეთუ ხატი და დიდებაჲ ღმრთისაჲ არს (11,7).:

თარგმანი: კუალად აქა სხუასა მიზეზსა იტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო ამით უჯერო არს მამაკაცისა მიერ დაბურვაჲ თავისაჲ, რამეთუ ქრისტე თავ მისსა არს, არამედ ამითცა, რამეთუ ხატ და დიდება ღმრთისა არს. ხატ — არა სულითა ანუ ჴორცითა, გარნა მხოლოდ, ხატ ამით, რამეთუ, ვითარ-იგი ღმერთი მთავრობს მის ზედა, ეგრეთვე იგი — ყოველთა ზედა ქუეყანისათა და თჳთ დედაკაცსაცა ზედა; ხოლო დიდება — ამით, რამეთუ თჳთ არავისსა სხჳსა, თჳნიერ მხოლოდ ღმრთისა სამთავრო არს; და ვითარცა ჴორციელნი ესე მთავარნი ვერ შევლენ წინაშე მოკუდავისა მეფისა, უკუეთუ არა ემოსოს თითოეულსა მიცემული იგი მისდა სასწაული მთავრობისაჲ, რაჲცა-იგი იყოს, ქლამინდითურთ და სარტყლით, ეგრეთვე ჟამი იგი ლოცვისა გინა წინაჲსწარმეტყუელებისაჲ —შესლვაჲ არს წინაშე ღმრთისა. ამისთჳს უჴმს თითოეულსა ჩუენებად მიცემული იგი მისდა პატივი ღმრთისა მიერ: მამაკაცსა —თავდაუბურველობაჲ, ხოლო დედაკაცსა — თავდაბურვილობაჲ. და უკუეთუ რომელიცა თჳსისა წესისაგან დაკლებულ იყვნენ.

სიტყუანი კორინთელთა ა ებისტოლისანი თავი 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: მამაკაცისაჲ არა ჯერ-არს დაბურვაჲ, რამეთუ ხატი და დიდებაჲ არს ღმრთისა (11,7).:

თარგმანი: რამეთუ, რომელსა აქუნდეს თავსა შორის თჳსსა სული წმიდაჲ, მის თანა ზიარებითა მით შეცვალებული ხატ და დიდება ღმრთისა ეწოდების.

ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. სიცრუის თანადგომა ჭეშმარიტების გვერდით:

...ით არ მიუღია. რადგან როგორც „ხატს" ხშირად მსგავსების მნიშვნელობით იღებს, ხშირად კი უსულოსა და არარაობის მნიშვნელობით: მაგალითად, როგორც თვითონაც ამბობს კორინთელთა მიმართ წერილში: „მამაკაცისაჲ უკუე არა ჯერ-არს დაბურვაჲ თავისაჲ, რამეთუ ხატი და დიდებაჲ ღმრთისაჲ არს" (); ხოლო წინასწარმეტყველი ამბობს: „და ღათუ მეებრ ხატად ვალს კაცი" (); და „ლომსაც" წერილი ხან სამეფო მნიშვნელობით იღებს: „მიწოლით დაიძინო, ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან, ვინმე აღადგინოს იგი?" (), ამბობს; ხან კი მტაცებლობის მნიშვნელობით: „ვითარცა ლომმან მტაცებელმან და მყჳრალმან" (); ასევე ვიქცევით ჩვენც. რადგან საგნები შედგენილი და მრავალგვარია, ბუნებრივია, რომ მრავალი ხატი და მაგალითი გამოიყენება: მაგალითად, როცა მშვენიერის ქება გვინდა, მას ნახატებს ვადარებთ, ხოლო როცა ნახატთა ქება გვინდა, ვამბობთ, რომ იგი ლაპარაკობს და ხმას გამოსცემს; მაგრამ ერთსა და იმავეს არ ვაკეთებთ: იქ იმიტომ, რომ მსგავსებას მიუახლოვდა, აქ კი იმიტომ, რომ მშვენ...

სრულად ნახვა
საუბარი 8. „და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ" (დაბ 1:26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ეკლესიის დოგმატთა დაცვა ერესთა წინააღმდეგ (1:26):

...ა, ვეტყვით მათ: ასეთ შემთხვევაში, (ღმერთი) არა მხოლოდ კაცის, არამედ ქალის მსგავსიც ყოფილა, რადგან ორივეს ერთი და იგივე სახე აქვს? ეს კი სასაცილო იქნებოდა. მოისმინე, რას ამბობს პავლე: „მამაკაცისაჲ უკუე არა ჯერ-არს დაბურვაჲ თავისაჲ, რამეთუ ხატი და დიდებაჲ ღმრთისაჲ არს, ხოლო დედაკაცი დიდებაჲ ქმრისა არს" (). ის (კაცი) ბატონობს, ხოლო ეს (ქალი) დამორჩილებაშია, როგორც ღმერთმა თავიდანვე უთხრა მას: „ქმრისა შენისა მიმართ იყოს მიქცევაჲ შენი, და იგი გეუფლებოდეს შენ" (). ვინაიდან (ადამიანმა) ხატი (ღვთისა) ბატონობის უფლებით მიიღო და არა (გარეგნული) სახით, ხოლო ყველაფერზე ბატონობს კაცი, ქალი კი დამორჩილებაშია, ამიტომ პავლე ამბობს კაცზე, რომ ის არის „ხატი და დიდებაჲ ღმრთისაჲ, ხოლო დედაკაცი დიდებაჲ ქმრისა არს". ხოლო თუ ის (გარეგნულ) სახეზე ლაპარაკობდა, ასეთ განსხვავებას (ქმარსა და ცოლს შორის) არ გააკეთებდა, რადგან ერთნაირი სახე აქვს კაცსაც და ქალსაც. ხედავ ჭეშმარიტების სისავსეს, როგორ არ ტოვებს არავითარ საბაბს ცარიელი კამათის მოყვარეთა გასამართლებლად? მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ არ შევწყვეტთ მათთვის დიდი სულგრძელობის გამოჩენას, **„მო-ხოლო თუ-სცეს მათ უფალმან სინანული მეცნიერებად ჭეშმარიტ...

სრულად ნახვა