თარგმანი: ჰხედავა, ვითარ სოფლიოჲ ოდენ შეერაცხების ზრუნვად, რომლითა უზრუნველ ყოფაჲ ჩუენი ენება მოციქულსა, ხოლო უფლისა სათნო-ყოფისა ზრუნვასა ჭეშმარიტად უზრუნველობად შეჰრაცხს! ხოლო ესე ყოველთა შორის ცხად არს, თუ რაოდენ უმაღლეს არს სათნო-ყოფაჲ ღმრთისაჲ სათნო-ყოფასა ცოლისსა.
1 კორინთელთა მიმართ 7:33
თარგმანი: განყოფილ არიანო ურთიერთას და არა ერთი არს ორთავე ზრუნვაჲ, რამეთუ ქალწული ზრუნავნ უფლისასა, რაჲთა იყოს წმიდა სულით და ჴორცით: ჴორცითა სიწმიდისათჳს, ხოლო სულითა — შეერთებისათჳს ღმრთისა მიმართ და მის შორის დამკჳდრებითა ნუგეშინისმცემელისაჲთა, ხოლო ქორწინებული ყოველსავე სოფლისასა ზრუნავნ.
...„არა საძაგელის შემძინელ, არამედ მყუდრო, ულალველ, ვერცხლის უყუარულ, თჳსისა სახლისა კეთილად განმგებელ, შვილნიმცა უსხენ დამორჩილებულნი ყოვლითა ღირსებითა“ ().
თუ „ქორწინებული ზრუნავს სოფლისასა“ (), ეპისკოპოსმა კი სოფლისაზე არ უნდა იზრუნოს, მაშ როგორ ამბობს: „ერთის ცოლის ქმარ“ ()? ზოგნი ამბობენ, რომ პავლემ ცოლისაგან თავისუფლად დარჩენილზე მიანიშნა; ხოლო თუ ეს ასე არ არის, შესაძლებელია, ცოლის მქონეც ისე იყოს, „ვითარმცა არა ესხნეს“ (). მაშინ ხომ ეს კეთილად დაუშვა, იმ საქმის მაშინდელი ბუნების შესაბამისად. მაგრამ ამის კეთილად გამოყენებაც შესაძლებელია, თუ ვინმე ინებებს. რამეთუ როგორც სიმდიდრეს ძნელად შეჰყავს ცათა სასუფეველში, მაგრამ მრავალ ადგილას მდიდრები მაინც შევიდნენ, ასევეა ქორწინებაც. მაგრამ რას ა...