1.ხოლო რაც შეეხება იმას, რის გამოც მწერდით, კაცისთვის კარგი იქნება, თუ არ გაეკარება ქალს.2.მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად, ყველა კაცს თავისი ცოლი ჰყავდეს და ყველა ქალს - თავისი ქმარი.3.ქმარი ჯეროვან პატივს მიაგებდეს ცოლს, ცოლი კი - ქმარს.4.ცოლი როდია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ქმარი, და არც ქმარია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ცოლი.5.ნუ გაშორდებით ერთმანეთს, თუ არა ურთიერთთანხმობითა და დროებით, რათა ლოცვისთვის მოიცალოთ, მერე კი კვლავ დაუბრუნდით ერთიმეორეს, რათა სატანამ არ გაცთუნოთ თქვენი თავშეუკავებლობის გამო.6.თუმცა ამას ვამბობ დასაშვებად და არა ბრძანების ნიშნად.7.რადგანაც მინდა, რომ ყველა კაცი ჩემსავით იყოს, თუმცა ყველას თავისი მადლი აქვს ღვთისაგან, ზოგს - ასე, ზოგს - ისე.8.დაუქორწინებლებსა და ქვრივებს კი ვეტყვი: ურჩევნიათ ჩემსავით დარჩნენ.9.მაგრამ თუ თავშეკავება არ შეუძლიათ, უმჯობესია იქორწინონ, რადგანაც ქორწინება სჯობს წვასა და დაგვას.10.ხოლო დაქორწინებულთ მე კი არ ვუბრძანებ, არამედ უფალი: ცოლი ნუ გაეყრება ქმარს.11.მაგრამ თუ გაეყრება, აღარ გათხოვდეს, ან ქმარს შეურიგდეს; და ნურც ქმარი მიატოვებს ცოლს.12.დანარჩენებს კი მე ვეუბნები და არა უფალი: თუ რომელიმე ძმას ურწმუნო ცოლი ჰყავს და ქალი თანახმაა იცხოვროს მასთან, ნუ მიატოვებს მას.13.ასევე ცოლიც, რომელსაც ურწმუნო ქმარი ჰყავს და კაცი თანახმაა იცხოვროს მასთან, ნუ მიატოვებს მას.14.რადგანაც ურწმუნო ქმარი მორწმუნე ცოლისაგან განიწმინდება, ურწმუნო ცოლი კი - მორწმუნე ქმრისაგან. თორემ თქვენი შვილები არაწმიდანი იქნებოდნენ, ახლა კი წმიდანი არიან.15.ხოლო თუ ურწმუნოს გაყრა სურს, დე, გაეყაროს. ამ შემთხვევაში დასაც და ძმასაც გზა ხსნილი აქვთ, ვინაიდან მშვიდობისთვის გვიხმო უფალმა.16.რა იცი, ქალო, იხსნი თუ არა ქმარს? ან შენ რა იცი, კაცო, იხსნი თუ არა ცოლს?17.არამედ ყველა მოიქცეს ისე, როგორც განუწესა ღმერთმა და როგორც იხმო უფალმა. ამასვე ვუწესებ ყველა ეკლესიას.18.წინადაცვეთილად იხმო ვინმე? ნუ დამალავს თავის წინადაცვეთილობას. წინადაუცვეთლად იხმო ვინმე? ნუ წინადაიცვეთს.19.წინადაცვეთილობაც არაფერია და წინადაუცვეთელობაც; მხოლოდ ღვთის მცნებათა დაცვაა ყველაფერი.20.ყველა დარჩეს იმად, რადაც იქნა ხმობილი.21.მონად ხარ ხმობილი? ნუ სწუხარ. მაგრამ თუ შეგიძლია მოიპოვო თავისუფლება, უმალვე ისარგებლე ამით.22.რადგანაც უფლის მიერ მონად ხმობილი აზატია უფლისა, ისევე, როგორც თავისუფლად ხმობილი - ქრისტეს მონაა.23.სასყიდლითა ხართ ნაყიდნი და ნუ იქცევით კაცთა მონებად.24.ვინც რა წოდებით არის ხმობილი, იმადვე დარჩეს, ძმანო, ღვთის წინაშე.25.უქორწინებელთათვის კი არ მიმიღია უფლის ბრძანება, არამედ მხოლოდ რჩევას ვიძლევი, როგორც უფლის მიერ შეწყალებული, რათა შევირაცხო სარწმუნოდ.26.მე მგონია, ახლანდელ გასაჭირში კაცისთვის უმჯობესია ისე დარჩეს, როგორც არის.27.ცოლიანი ხარ? ნუ ეძებ ცოლთან გაყრას. ცოლგანაშვები ხარ? ნუ ეძებ ცოლს.28.მაგრამ თუ იქორწინებ, არ შესცოდავ, და თუ ქალწული გათხოვდება, არც ის შესცოდავს; მაგრამ ამნაირნი თავს იდებენ ურვას ხორცისას, მე კი არ მეთმობით თქვენ.29.აი, რას გეტყვით ძმანო: უკვე იწურება ჟამი; ამიტომ ცოლიანები ისე იყავით, როგორც უცოლონი,30.თვალცრემლიანნი - როგორც უცრემლონი; მოხარულნი - როგორც გაუხარელნი და მქონენი - როგორც არას მქონენი;31.ამ ქვეყნით მოსარგებლენი კი - როგორც მოზარალენი, ვინაიდან წარმავალია საწუთროს ხატი.32.მე მინდა, უზრუნველნი იყოთ; უცოლო უფლისას ზრუნავს, თუ როგორ აამოს უფალს.33.ცოლიანი კი ქვეყნისას ზრუნავს, თუ როგორ აამოს ცოლს.34.განსხვავებაა გათხოვილსა და გაუთხოვარს შორისაც: გაუთხოვარი უფლისას ზრუნავს, რათა სულითაც და ხორცითაც წმიდა იყოს; გათხოვილი კი ქვეყნისას ზრუნავს, რათა აამოს ქმარს.35.ამას გეუბნებით თქვენსავე სარგოდ: იმიტომ კი არა, რომ ქამანდი მოგდოთ, არამედ იმიტომ, რომ განუწყვეტლივ და დაუბრკოლებრივ მსახურებდეთ უფალს.36.ხოლო ვისაც ეთაკილება, რომ მისი საქორწინოდ შეღერებული ქალი გაუთხოვარი დარჩეს, როგორც ნებავს, ისე მოიქცეს: არ შესცოდავს, თუ ქმარს გააყოლებს.37.ხოლო ვინც ურყევად დგას და მტკიცედ გადაუწყვეტია გულში, არა როგორც აუცილებლობით იძულებულს, არამედ თავისი ნების ბატონ-პატრონს, - დაიცვას თავისი ასულის ქალწულობა, კარგად იქცევა.38.ასე რომ, ვინც ათხოვებს თავის ქალწულს, კარგად იქცევა, მაგრამ ვინც არ ათხოვებს, კიდევ უფრო უკეთ იქცევა.39.ქალი რჯულითაა შეკრული, სანამ ქმარი ცოცხალი ჰყავს, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, თავისუფალია: ვისაც უნდა, იმას გაჰყვეს, მხოლოდ უფლის მიერ.40.მაგრამ უფრო ბედნიერი იქნება, თუ ისე დარჩება, როგორც მე ვურჩევ. რადგანაც, ვფიქრობ, მეცა მაქვს ღვთის სული.
მოციქულისაჲ: ხოლო რომლისათჳს მოსწერეთ ჩემდა, უმჯობეს არს კაცისა დედაკაცისა შე-ვე-არა-ხებაჲ. ხოლო სიძვისათჳს კაცად-კაცადსა ქმარი იგი თანანადებსა მისცემდინ, ეგრეთცა ცოლი — ქმარსა (7,1-3).
თარგმანი: მიეწერა მისდა კორინთელთა თუ: ჯერ-არსა ცოლთაგან განშორებაჲ? ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: კეთილი და უაღრესი ესე არს, რაჲთა ყოვლადვე არა შეეხოს კაცი დედაკაცსა. უკუეთუ კულა ვერ ეძლოს სიძვისათჳს, რაჲთა არა იძლევოდის მის მიერ, კეთილ არს, რაჲთა შჯულიერი ცოლი ესუას, გინა შჯულიერი ქმარი. ვინაჲთგან თქუა თუ...
ვეტყჳ უქორწინებელთა მათ და ქურივთა: უკეთეს არს მათდა, უკუეთუ ეგნენ ესრეთ, ვითარცა მე (7,7-8).
თარგმანი: ვინაჲთგან აყუედრა მათ, ვითარმედ: "უთმინოებისა თქუენისათჳს", ამისთჳს აწ ნუგემინის-სცემს და ეტყჳს, ვითარმედ: ქალწულებით ყოფაჲ მადლი არს ღმრთისა მიერი. ხოლო არა თუ ამას იტყჳს, თუ ჩუენ მიერი მოსწრაფებაჲ არა საჴმარ არს, რამეთუ მადლი ყოველივე დიდისა მოსწრაფებისა მიერ მოიგების, გარნა, ვითარცა ვთქუ, ნუგეშინის-საცემელად მათდა თქუა, ვითარმედ: კაცად-კაცადსა თჳსი მადლი აქუს; რომელსამე — რაჲთა სრულიად...
ხოლო ქალწულთათჳს ბრძანებაჲ უფლისა მიერ არა მაქუს, ხოლო ვაზრახებ, ვითარცა შეყუარებული უფლისა მიერ სარწმუნო ყოფად. მე ესრეთ ვჰგონებ, ვითარმედ ესე კეთილ არს მოწევნულისა მისთჳს ურვისა, რამეთუ უმჯობეს არს კაცისა, ესრეთ თუ იყოს (7,24-26).
თარგმანი: ვინაჲთგან მაღალსა საქმესა ამცნებს, ამისთჳს ეშინის მისი განჩინებით თქუმაჲ, არამედ იტყჳს, ვითარმედ ბრძანებაჲ არა მომიღებიეს უფლისა მიერ, თუმცა ქალწულთა შჯული დაუდევ არა-ქორწინებად, არამედ, ვითარცა მონაჲ უფლისა მიერ შეყუარებული, სარწმუნო-ყოფად განგაზრახავ...
...ითა"** (). და მოციქულთა შესახებაც ნათქვამია: „და ლოცვითა და მარხვითა შეჰვედრნეს იგინი უფალსა, რომლისაცა მიმართ ჰრწმენა" (). და კიდევ ამბობს მოციქული: „ნუ განეშორებით ურთიერთას, გარნა თუ... ლოცვად და მარხვად" (). ხედავ, როგორ სჭირდება მარხვას ლოცვის თანამოქმედება? და ლოცვებიც ყურადღებით განსაკუთრებით მარხვის დროს აღესრულება, რადგან მაშინ სული მსუბუქია, არაფერი ამძიმებს მას და არ ჩაგრავს სიამოვნებათა დამღუპველი ტვირთით. ლოცვა — დიდი იარაღია, დიდი დაცვა, დიდი საუნჯე, დიდი ნავსადგური, უსაფრთხო თავშესაფარი: ოღონდ ფხიზელი სულითა და შეკრებილი ზრახვებით მივუდგეთ უფალს, ჩვენი ცხონების მტრისთვის არანაირი მისადგომი არ მივცეთ. რადგან მან იცის, რომ ამ დროს, ჩვენთვის საჭირო (საცხონებელ) საგნებზე საუბრით, თავიანთი ცოდვების აღიარებითა და ჭრილობების ექიმისთვის ჩვენებით, ადამიანებს შეუძლიათ სრული განკურნება მიიღონ, ამიტომ განსაკუთრებით ამ დროს გვესხმის თავს და ყველაფერს აკეთებს, რომ დაგვამხოს და უზრუნველობაში ჩაგვაგდოს. ამიტომ, გევედრებით, ვიყოთ ფხიზლად და, ეშმაკის ვერაგობის ცოდნით, განსაკუთრებით ამ დროს ვეცადოთ მისი მოგერიება ისე, თითქოს ჩვენს თვალწი...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გეტყჳ თქუენ, რამეთუ: რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიძვისა და სხუაჲ შეირთოს, იმრუშებს; და რომელმან განტევებული შეირთოს, იმრუშებს“ (19,9).:
...ილ, ანუ სხუაჲ რაჲმე ნაკლულევანებაჲ სჭირდეს, ყოვლისავე თავსდებაჲ ჯერ-არს და განმართებაჲ, არა თუ განშორებაჲ და სხჳსა შერთვაჲ, რამეთუ ესე უჯეროება არს, ვითარცა მოციქული წამებს, ვითარმედ: „ცოლი ქმრისაგან ნუ განეშორებინ. უკუეთუ განეშოროს, ეგენ უქმროდ, გინა ქმარსავე დაეგენ; და ქმარი ცოლსა ნუ დაუტეობნ“. უკუეთუ დაუტეოს, არღარა ჴელ-ეწიფების სხჳსა შერთვად; შე-თუ-ირთოს სხუაჲ, იმრუშებს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: უკუეთუ ესოდენი ბრალი არს კაცისა დედაკაცისა თანა, არა შეჰგავს ქორწინებაჲ“ (19,10).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიად მძიმედ შეჰრაცხეს სიტყუაჲ ესე: უკუეთუ ვის ესუას ცოლი სავსე მრავლითა ბოროტითა, - რამეთუ თჳნიერ სიძვისაცა სხუანი მრავალნი ძნელოვანნი საქმენი იპოებიან დედათა თანა, - და არა ჴელ-ეწიფებოდის განშორებაჲ მისი და სხჳსა უკეთესისა შერთვაჲ.
„უკუეთუ ესოდენი ბრალი არსო კაცისა დედაკაცისა თანა“. - ესე იგი არს, უკუეთუ ამისთჳს შეიერთნეს, რაჲთა განუყოფელ იყვნენ, და უკუეთუ ესრეთ ბრალსა უშჯულოებისასა შთავარდების მამაკაცი, განეშოროს თუ ცოლი თჳსი, უსუბუქეს არს გულისთქუმათა მიმართ ბრძოლაჲ, ვიდრეღა დედაკაცისა უკეთურისაჲ.
ხოლო უფალმან არა ესრეთ მიუგო, თუ: ჰე, უსუბუქეს არს ესე, და არა შეჰგავს ქორწინებაჲ, არა თქუა ესე, რა...
..., მაგრამ მოყვასის წინააღმდეგ ჩადენილ ცოდვებზე მკაცრად მოკითხვა, მოისმინე ნეტარი პავლე, რომელიც ამბობს: "უკუეთუ ძმასა ვისმე ესუას ცოლი ურწმუნოჲ და მას ჯერ-უჩნდეს ყოფაჲ მის თანა, ნუ დაუტეობნ ცოლსა მას. და დედაკაცსა თუ ესუას ქმარი ურწმუნოჲ და მას ჯერ-უჩნდეს ყოფაჲ მის თანა, ნუ დაუტევებნ ქმარსა მას" (). ხედავ, რა მოწყალებაა! ქმარი შენი წარმართი, ურწმუნო იყოს, მაგრამ თუ შენთან ცხოვრება სურს, ნუ დატოვებ მას. და კვლავ: ცოლი შენი, ამბობს, წარმართი, ურწმუნო იყოს, მაგრამ თუ შენთან ცხოვრება სურს, ნუ მოიშორებ მას. "რამეთუ რაჲ იცი, დედაკაცო, აცხოვნო თუ ქმარი შენი? ანუ შენ რაჲ იცი, მამაკაცო, აცხოვნო თუ ცოლი შენი?" (). შეხედე, როგორ არ აბრკოლებს ღმერთი მის მიმართ ურწმუნო ქმრის ან ცოლის კანონიერ თანაცხოვრებაში მიღებას. მოისმინე ახლა, რას ეუბნება თავად ქრისტე მოწაფეებს: "ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიტყჳსა სიძვისა, მან ამრუშა იგი; და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა" (). არაჩვეულებრივი სახიერება! ცოლი შენი, ამბობს, წარმართი ან ურწმუნო იყოს, თუ მხოლოდ შენთან ცხოვრება სურს, ნუ განეშ...