მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 თესალონიკელთა მიმართ 2:8

7. რადგანაც ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, მაგრამ არ აღსრულდება მანამ, სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას.8. და მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო შემუსრავს თავის ბაგეთა სულით და განაქარებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით,9. მას, ვინც მოვა სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით,
2 თესალონიკელთა მიმართ თავი 2
8. და მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო შემუსრავს თავის ბაგეთა სულით და განაქარებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით,
თესალონიკელთა მიმართ ბ თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: გარნა, რომელსა-ესე უპყრიეს აწ, ვიდრემდე შორს განვიდეს, და მაშინ გამოჩნდეს ურჩულოჲ იგი (2,7-8).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ესე მეუფებაჲ ჰრომთა და ბერძენთაჲ აღიჴოცოს, მაშინ იგი გამიჩნდეს, და ინებოს, რაჲთამცა კაცთაჲცა და ღმრთისაჲცა მთავრობაჲ მიიტაცა, რამეთუ, ვითარცა-იგი მეუფებაჲ ბაბილოვნელთაჲ დაიჴსნა სპარსთა მიერ და სპარსთაჲ — მაკედონელთა მიერ და მაკედონელთაჲ — ჰრომთა მიერ, ეგრეთვე ესე მეფობაჲ ეგოს, რამეთუ, დაღაცათუ საბერძნეთად მივიდეს, ესევე მეფობაჲ არს, და მერმე ესე მეფობაჲ დაჰჴსნას ანტე და მისი მეფობაჲ — ქრისტემან, და არღარა იყოს ქუეყანისა კაცთა მეფობაჲ.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ აღდგენ ქრისტემტყუვარნი და ცრუწინაჲსწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშებსა ვიდრე ცთუნებადმდე, უკუეთუმცა შეუძლეს, რჩეულთაცა მათ“ (24,24).:

...ა მერმე იტყჳს: „მაშინ გამოჩნდესო უშჯულოჲ იგი, რომელი-იგი უფალმან აღჴოცოს სულითა პირისა მისისაჲთა და განაქარვოს გამოჩინებითა მით მოსლვისა მისისაჲთა, რომლისა-იგი მოსლვაჲ არს შეწევნითა ეშმაკისაჲთა, ყოვლითავე ძალითა და ნიშებითა ტყუვილისაჲთა და ყოვლითავე საცთურითა სიცრუვისაჲთა წარწყმედულთა მათ შორის“. ამისთჳს უფალი განგუაკრძალებს და იტყჳს: „უკუეთუ გრქუან თქუენ: უდაბნოსა არს, ნუ განხუალთ; ესერა საუნჯესა შინა არს, ნუ გრწამნ“ (24,26).

არა თქუა, თუ: მივედით, იხილეთ და ნუ გრწამნ, არამედ: ყოვლადვე ნუ მიეახლებითო, ნუცა მიხუალთ მისა, რამეთუ დიდ იყოს მაშინ საცთური სასწაულებითა მით და ნიშებითა ტყუვილისაჲთა.

„უკუეთუ გრქუან თქუენ: აჰა უდაბნოსა არს, აჰა ესერა საუნჯეთა შინა არს“. გამოაცხადა ამით სიტყჳთა, თუ ვითარი ყოფად არს მოსლვაჲ მაცთურისაჲ მის: ერთსა ადგილსა სადმე უცნაურად, გარეშე ნიშებისა მის ტყუვილისა და საუცრად ჩუენებულისა; და მერმე გულისხმა-გჳყოფს თჳს[ს]ა მას მოსლვასა, ვითარ-ძი იყოს: „ვითარცა ელვაჲ რაჲ გამოჩნდის მზისაღმოსავალითო და ჩანნ ვიდრე დასავალადმდე, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ“ (24,27).

ხოლო თუ ვითარ ჩანნ ელვაჲ, ყოველთა მიერ საცნაურ არს. არა უჴმს მაუწყებელი, არცა ქადაგი, არამედ გამობრწყინდეს რაჲ წამსა შინა თუალისასა,...

სრულად ნახვა