...ბრუნდეთ, ბოლოსდაბოლოს, საგანს და ვნახოთ, კიდევ რისი სწავლება სურს ჩვენთვის დღეს ამ ნეტარ წინასწარმეტყველს. რომ თქვა: „ესე წიგნი შესაქმისა ცისა და ქვეყანისა", შემდეგ ისევ, უფრო დაწვრილებით, ადამიანის შექმნაზე მოგვითხრობს. ზემოთ მოკლედ თქვა: „და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი" (); ხოლო ახლა ამბობს: „და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქვეყანისაგან, და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად" (). დიდმნიშვნელოვანია ეს სიტყვები; ბევრი საკვირველი და ადამიანის გონებას აღემატებული რამ არის მოქცეული მათში. „და შექმნა, — ნათქვამია, — უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქვეყანისაგან". როგორც ყოველ ხილულ ქმნილებაზე ვაჩვენე, რომ ყოვლის შემოქმედი ყველაფერს არა ისე აკეთებს, როგორც ადამიანები, რათა ამითაც მისი გამოუთქმელი ძალა გამოვლინდეს, ისევე ახლა, ადამიანის შექმნისასაც, იგივე ჩანს. შეხედე: მან მიწა წყალთა ზედა დაამყარა, რისი გაგებაც ადამიანის გონებას რწმენის გარეშე არ შეუძლია; მან, ვაჩვენეთ, როცა ინებებს, ყოველ არსებას თავისი თვისებების საპირისპიროდ აქცევს. იგივე, როგორც ახლა საღვთო წერილი გვიჩვენებს, ადამიანის...
დაბადება 1:27
26. თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს.27. შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.28. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს.
დაბადება თავი 1