მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 2:19

18. თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს.19. გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი და ცის ყველა ფრინველი და მიჰგვარა ადამს, რომ ენახა, რას დაარქმევდა. რომელ სულდგმულს რას დაარქმევდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა.20. დაარქვა ადამმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ყველა ცხოველს. მაგრამ ადამს არ გამოუჩნდა შემწე, მისი შესაფერი.
დაბადება თავი 2
19. გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი და ცის ყველა ფრინველი და მიჰგვარა ადამს, რომ ენახა, რას დაარქმევდა. რომელ სულდგმულს რას დაარქმევდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 14. „და მოიყვანა უფალმან ღმერთმან კაცი, რომელი შექმნა" (დაბ 2:15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ცოლის შექმნა და ცხოველთა სახელდება (2:18-19):

...რამ არცერთი მათგანი გონიერ ცოლს არ უტოლდება. ამიტომ სიტყვებს: „შემწე, მსგავსი მაგისი", შემდეგ ამატებს: „და და-ვე-ჰბადა უფალმან ღმერთმან ყოველი მჴეცი ველისაჲ ყოველი მფრინველი ცისაჲ და მოიყვანნა იგინი ადამისა ხილვად და ყოველთა მშჳნვიერთა ცხოველთა, რომელიცა უწოდა ადამ, იგი არს სახელი მათი, რაჲძი უწოდოს მათ" (). ეს უბრალოდ და ამაოდ კი არ კეთდება, არამედ მალე მომდევნო მოვლენათა გათვალისწინებით, რომელთაც წინასწარმხედველი ღმერთი გვიჩვენებს, რა დიდი სიბრძნით დააჯილდოვა მის მიერ შექმნილი, რათა, როცა ღვთის მიერ მოცემული მცნების დარღვევა მოხდება, არ იფიქრო, თითქოს ადამიანმა ის უმეცრებით დაარღვია, არამედ იცოდე, რომ დაცემა უზრუნველობის (შედეგია).

5. ადამის სიბრძნე და შეგონება (2:20)

რომ ის დიდი სიბრძნით იყო დაჯილდოვებული, ახლა მომხდარით შეგიძლია დარწმუნდე. „და მოიყვანნა იგინი, — ნათქვამია, — ადამისა ხილვად... რაჲძი უწოდოს მათ". ამას ღმერთი იმისთვის აკეთებს, რათა ადამის დიდი სიბრძნე გვიჩვენოს. და კვლავ: „რომელიცა უწოდა ადამ, იგი არს სახელი მათი". თუმცა ეს არა მხოლოდ იმისთვის კეთდება, რომ მისი სიბრძნე ვნახოთ, არამედ იმისთვისაც, რომ სახელთა დარქმევაში ბატონობის ნიშანი ჩანდეს. ადამიანებსაც აქვთ ჩვეულება, თავიანთი ხელმწიფების ნიშნად მ...

სრულად ნახვა
საუბარი 9. „და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატად ჩუენდა და მსგავსებად" (დაბ 1:26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ადამის ხელმწიფება და მისი დაკარგვა (2:19):

...არამედ მხეცები უშინდებოდნენ, ძრწოდნენ და ემორჩილებოდნენ თავიანთ მეუფეს. ხოლო, როცა მან ურჩობით თავისი კადნიერება დაკარგა, მაშინ მისი ხელმწიფებაც შემცირდა. რომ ყველა ცხოველი ადამიანის დაქვემდებარებაში იყო, ისმინე, როგორ ამბობს წერილი: „მოიყვანნა" მხეცნი და ყველა უტყვნი „ადამისა ხილვად... რაჲძი უწოდოს მათ" (). და ის, მხეცებს თავის გვერდით რომ ხედავდა, არ გაიქცა, არამედ, როგორც ბატონი დაქვემდებარებულ მონებს სახელებს აძლევს, ისე დაარქვა სახელები ყველა ცხოველს. „და ყოველი, რომელი უწოდა მათ ადამ, იგი არს სახელი მათი"; ეს უკვე ხელმწიფების ნიშანია. ამიტომ ღმერთმაც, ამითაც ამის ხელმწიფების ღირსების ჩვენება სურდა რა, მას ცხოველებისთვის სახელების დარქმევა დაავალა. მაშასადამე, ეს უკვე საკმარისი იქნებოდა იმის დასამტკიცებლად, რომ მხეცები თავდაპირველად არ უშინდებოდნენ ადამიანს. მაგრამ არის კიდევ სხვა საბუთიც, არანაკლებ მყარი და უფრო ცხადიც კი. რომელი? გველის საუბარი ცოლთან. თუკი მხეცები უშინდებოდნენ ადამიანს, მაშინ გველს რომ ნახავდა, ცოლი არ გაჩერდებოდა, რჩევას არ მიიღებდა, მასთან ასეთი უშიშრად არ ისაუბრებდა, არამედ მისი ხილვისთანავე შეძრწუნდებოდა და განეშორებოდა. მაგრამ, აჰა, ის საუბრობს — და არ ეშინია; შიში მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა. ხ...

სრულად ნახვა