1.მაშ, გვეშინოდეს, რათა, ვიდრე რჩება აღთქმა მის სიმშვიდეში შესვლისა, რომელიმე თქვენგანი გარეთ არ დარჩეს.2.რადგანაც სახარება ჩვენც მათსავით გვეუწყა, მაგრამ სიტყვა, რომელიც ისმინეს, ურგები დარჩა მათთვის, ვინაიდან არ შეერწყა მსმენელთა რწმენას.3.სიმშვიდეში კი ჩვენ, მორწმუნენი შევალთ, როგორც მან ბრძანა: „ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას, რომ ვერ შემოვლენ ჩემს სიმშვიდეში“. თუმცაღა მისი საქმენი დასრულდნენ ჯერ კიდევ ქვეყნიერების დასაბამიდან.4.ვინაიდან მეშვიდე დღეზე სადღაცა ასე თქმულა: „და დაისვენა ღმერთმა მეშვიდე დღეს მისი ყოველი საქმისგან“.5.და კიდევ: „ვერ შემოვლენ ჩემს სიმშვიდეში“.6.და რაკი ზოგს კვლავაც შეუძლია მასში შესვლა, ხოლო ისინი, ვისაც უწინ ეხარათ, ვერ შევიდნენ ურჩობის გამო, -7.კვლავინდებურად აწესებს გარკვეულ დღეს, და დავითის პირით ამბობს - „დღესო“, ესოდენ ხანგრძლივი დროის შემდეგ, როგორც ზემოთ ითქვა: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ თქვენს გულებს“.8.ვინაიდან იესო ნავეს ძეს რომ მიენიჭებინა მათთვის სიმშვიდე, ამის შემდეგ აღარას იტყოდა სხვა დღეზე.9.ამიტომ ღვთის ხალხს კვლავ რჩება შაბათობა.10.რადგან ვინც შევიდა მის სიმშვიდეში, ისევე დაისვენა თავის საქმეთაგან, როგორც ღმერთმა შესაქმის შემდეგ.11.მაშ, ვესწრაფოთ ამ სიმშვიდეში შესვლას, რათა, მათი მაგალითისამებრ, ურჩობაში არვინ ჩავარდეს.12.რადგანაც ღვთის სიტყვა ცოცხალია, ქმედითი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, ასე რომ, თვით სამშვინველისა და სულის, სახსართა და ძვლის ტვინის გაყოფამდე აღწევს, და განიკითხავს გულის ზრახვებსა თუ აზრებს.13.არ არსებობს ქმნილება, დაფარული რომ იყოს მისთვის. არამედ ყველაფერი გაშიშვლებული და გაცხადებულია მის თვალთა წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს.14.და რაკი გვყავს დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც გამოვლო ცანი, იესო, ძე ღვთისა, მტკიცედ მივსდიოთ ჩვენს აღსარებას.15.რადგან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ არ შეეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს უძლურებაში, არამედ - ჩვენსავით გამოცდილი ყველაფერში, გარდა ცოდვისა.16.მაშ, თამამად მივეახლოთ მადლის ტახტს, რათა მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შეწევნისათვის.
თარგმანი: სამთა განსასუენებელთა იტყჳს; ერთსა მას, ჴორციელსა — შაბათისასა, და მეორესა მას შესლვასა ქუეყანასა მას აღთქუმისასა, და მესამესა — ზეცისასა, რომელსა აწ გუეტყჳს, რაჲთა ვისწრაფოთ.
პავლესი: რომლისა მიმართ არს სიტყუაჲ ჩუენი (4,13).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: რომლისა მიმართ თანა-გუაც სიტყჳსა მიცემაჲ საქმეთა ჩუენთათჳს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არამედ მამაჲ ჩემი, რომელი ჩემ თანა არს, იგი იქმს საქმესა“ (14,10).:
...მათ სიტყუათა მიერ, ნუ გიკჳრს, რამეთუ პირველად თქუა, ვითარმედ: „არა გრწამსა?“ და მერმეღა იწყო ამათ სიტყუათა, რაჲთა სცნა, ვითარმედ ამისთჳს ესრეთ იტყჳს, რაჲთა სარწმუნოებად მოიყვანნეს, რამეთუ განმკითხველი არს იგი გულთაჲ და ყოველივე დაფარული იცოდა. ;
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გრწამსა, რამეთუ მე მამისა თანა ვარ, და მამაჲ ჩემ თანა არს?“ (14,11).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჯერ-იყო თქუენდა, რაჲთამცა ოდეს გესმა მამაჲ და ძჱ, არარასმცა ეძიებდით სხუასა გამოსაცხადებელად ერთობისა მათისა; უკუეთუ ესე არა კმა არს ჩინებად თქუენდა ერთარსებისა, საქმეთაგან გულისხმა-ყავთ, ვითარმედ „რომელმან მე მიხილა, იხილა მამაჲ ჩემი“. და მერმე გამოაჩინებს, ვითარმედ უმეტესთაცა შემძლებელ არს საქმეთა ქმნად. და არა თქუა, თუ: ამათსა უმეტესსა ვიქმ, არამედ რომელი ამისა ფრიად უსაკჳრველჱს იყოს, ვითარმედ: სხუათადაცა ძალ-მიც მიცემად ამის მადლისა, რაჲთა „ამათსა უმეტესი ქმნან“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელსა ჰრწმენეს ჩემი, საქმეთა რომელთა მე ვიქმ, მანცა ქმნეს, და უმეტესი ამათსა ქმნეს. და მე მამისა მივალ“ (14,12).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: ამიერითგან თქუენდა არს სასაწულთა ქმნაჲ, რამეთუ მე წა...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გარემოადგეს მას ჰურიანი იგი და ეტყოდეს: ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ განცხადებულად“ (10,24).:
...(იოან. 8,13) და მრავალნი ესევითარნი, და აწ რასაღა მკითხავთ? ანუ რაჲ გნებავს ჩემ მიერ ცნობად? არამედ არარაჲ ჰრქუა ესევითარი, რომელმან-იგი იცოდა ყოველივე პირველ ყოფისა და უწყოდა დაფარული გულთა მათთაჲ, რამეთუ იგი არს განმკითხველი გულთაჲ, ; და იცოდა უკეთური იგი გონებაჲ მათი, რომლითა ჰკითხვიდეს, რამეთუ სიტყუაჲ იგი, თუ: „ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი?“ ვითარცა სურვილისაჲ ჩნდა, ხოლო გონებაჲ მათი უკეთურებასა შინა იყო და ზაკუვასა; რამეთუ ენება, რაჲთამცა მისითა სიტყჳთა სძლეს მას. ვინაჲთგან საქმეთა მისთაგან ვერარას ჰპოვებდეს შემწედ მათისა უკეთურებისა, ამისთჳს სიტყუათაგან ეძიებდეს პოვნად და ეტყოდეს, ვითარმედ: „მითხარ ჩუენ“, რომელსა-იგი მრავალგზის ეთქუა, და სამარიტელსაცა ჰრქუა, ვითარმედ: „მე ვარ“, და ბრმასაცა, ვითარმედ: „იხილე იგი, და რომელი იტყჳს შენ თანა, იგი არს“, და მათდაცა ეთქუა, დაღაცათუ ესრეთ არა ეთქუა, არამედ სხუათა სიტყუათა მიერ. რამეთუ უკუეთუმცა მათ თანა გონებაჲ მართალი იყო, საქმენი იგი მისნი არა კმა-ეყოფვოდესა ჩუენებად, თუ ვინ არს, რაჲთამცა სიტყჳთა მით აღეარა, და არღა...