1.ამიტომ დავუტევოთ ქრისტეს სიტყვის საწყისნი. ვისწრაფოთ სრულყოფისაკენ და კვლავ ნუღარ ჩავუყრით საძირკველს მკვდარ საქმეთა მონანიებას და ღვთის რწმენას,2.ნათლისღების, ხელდასხმის, მკვდართა აღდგომისა და საუკუნო განკითხვის მოძღვრებას.3.ასეც მოვიქცევით, თუკი ინება ღმერთმა.4.რადგანაც შეუძლებელია, რომ ერთხელ უკვე განათლებულნი, რომელთაც იგემეს ციური ნიჭი და ეზიარნენ სულიწმიდას,5.შეიტკბეს ღვთის კეთილი სიტყვა და მომავალი საუკუნის ძალნი,6.მაგრამ მაინც დაეცნენ, - დიახ, შეუძლებელია, რომ ისინი კვლავ განახლდნენ სინანულისთვის, ვინაიდან კვლავინდებურად ჯვარს აცვამენ ძეს ღვთისას და ჰგმობენ.7.რადგანაც მიწა, მასზე ხშირ-ხშირად დადენილ წვიმას რომ ისრუტავს და მიწის მუშაკთათვის სარგო ნათესს აღმოაცენებს, ღვთისაგან იღებს კურთხევას.8.ხოლო ნარ-ეკლის აღმომაცენებელი ურგებია და ლამის დაწყევლილი, - რომლის ბოლოც იქნება დაწვა.9.თუმცა თქვენ, საყვარელნო, მიუხედავად ამ სიტყვებისა, გვწამს, რომ უკეთესნი ხართ და ხსნად მიწევნილნი.10.რადგანაც ღმერთი უსამართლო როდია, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და შრომა სიყვარულისა, რაც გამოავლინეთ მისი სახელისათვის, ვინაიდან ემსახურებოდით და ახლაც ემსახურებით წმიდათ.11.მაგრამ გვსურს, რომ თვითეული თქვენგანი სასოების სავსებისთვისაც ბოლომდე იჩენდეს იმავე გულმოდგინებას.12.რათა მცონარებას არ მისცეთ თავი, არამედ ბაძავდეთ მათ, რწმენი თა და დიდსულოვნებით რომ იმკვიდრებენ აღთქმათ.13.რადგანაც ღმერთმა, როცა აბრაამს აძლევდა აღთქმას, რაკიღა თავისზე უმეტესი არავინ ჰყავდა დასაფიცარი, თავისი თავი დაიფიცა,14.და უთხრა: „ჭეშმარიტად, კურთხევით გაკურთხებ შენ, და გამრავლებით გამრავლებ შენ“.15.და ასე, სულგრძელობით მიიღო აღთქმა.16.ხალხი უმეტესს იფიცავს და ფიცია მათი ყოველი ცილობის დასასრული.17.ამიტომ ღმერთმა, რომელსაც სურდა აღთქმის მემკვიდრეთათვის ეჩვენებინა თავისი ნების გარდუვალობა, შუამდგომლობისთვის მიმართა ფიცს.18.რათა ორი გარდუვალი საქმის მეშვეობით, რაშიაც შეუძლებელია ეცრუა ღმერთს, მტკიცე ნუგეში გვქონოდა ყველას, ვინც ვისწრაფეთ ჩავჭიდებოდით ჩვენს წინაშე დასახულ იმედს,19.რომელიც ჩვენი სულისათვის იგივეა, რაც მტკიცე და სანდო ღუზა, თვით ფარდის მიღმაც რომ აღწევს,20.სადაც ჩვენს წინამორბედად შევიდა იესო და, წესისამებრ მელქისედეკისა, მღვდელმთავარი გახდა უკუნისამდე.
პავლესი: რამეთუ ვერ ჴელ-ეწიფების ერთგზის ნათელღებულთა, რომელთა გემოჲ უხილავს ნიჭითა მათ ზეცისათა და ზიარ-ყოფილ არიან სულისა წმიდისა და კეთილი იგი გემოჲ უხილავს, სიტყუაჲ ღმრთისა და ძალი მერმეთა მათ საუკუნეთაჲ და მერე შესცოდეს, და კუალად განახლებაჲ მათი სინანულითა და თანაჯუარ-ცუმად თავი მათი ძე კაცისასა და განქიქებად (6,4-6).
თარგმანი: რაჲ არს სიტყუაჲ ესე; განაგდებსა სინანულსა, რომელ იტყჳს თუ — ვერ ჴელ-ეწიფების განახლებაჲ — ნუ იყოფინ! არა სინანულსა განაგდებს, არამედ იტყჳს, ვითარმედ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისთჳს უფროჲს ეძიებდეს მოკლვად იესუს, რამეთუ არა ხოლო შაბათსა დაჰჴსნიდა, არამედ ღმერთსაცა მამად თჳსა იტყოდა და თავსა თჳსსა სწორ-ჰყოფდა ღმრთისა. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა ძალ-უც ძესა თავით თჳსით საქმედ არცა ერთი რაჲ“ (5,18-19).:
...იქმს წინააღმდგომსა მამისასა, არამედ: „ვერ ძალ-უცო ქმნად“? გარნა ამისთჳს, რაჲთა უმეტესი იგი ერთობაჲ გამოაჩინოს, რამეთუ არა თუ უძლურებასა სწამებს მას სიტყუაჲ ესე, არამედ უფროჲსად ძალსა ფრიადსა. და სხუასაცა ადგილსა იტყჳს პავლე მამისათჳს: „რაჲთა ორითა საქმითა შეუძრავითა, რომლითა ვერ შემძლებელ არს ცრუებად ღმერთი“. და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ ჩუენ უარ-ვყოთ, იგი სარწმუნოდ ჰგიეს, რამეთუ უარის-ყოფად თავისა თჳსისა ვერ შემძლებელ არს“. და არა თუ სიტყუანი ესე უძლურებასა წამებენ მისთჳს, არამედ უფროჲსად ძალსა მიუთხრობელსა, რამეთუ სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს, ესევითარი არს, ვითარმედ შეუწყნარებელი არს იგი ბუნებაჲ ესევითარისა რაჲსამე. ვითარმცა ვიტყოდეთ, თუ: შეუძლებელ არს, თუმცა უფალმან ცოდა, და არა თუ სიტყჳთა ამით უძლურებასა ვსწამებთ მისთჳს, არამედ უფროჲსად ძალსა გამოუთქუმელსა აღვიარებთ, ეგრეთვე რაჟამს თქუას, თუ: „ვერ ძალმიც თავით ჩემით საქმჱ არცა ერთი რაჲ“, ამას იტყჳს, ვითარმედ: არა შესაძლებელ არს, არცა ეგების, არცა იქმნების, თუმცა ვქმენ რაჲ წინააღმდგომი მამისაჲ.
და რაჲთა სცნა, ვითარმედ ესრეთ არს სიტყუაჲ ესე, შემდგომნი იგი სიტყუანი ვიხილნეთ, თუ ვის ეწამების ქრისტე, ჩუენმიერთა ამათ სიტყუათა...
...უხვობა გამოავლინოს. სიზარმაცის გამო თავად თავს ნუ მოვაკლებთ მის ნიჭებს, არამედ ვისწრაფოთ და ვიშურვოთ დასაწყისის გადასადგმელად სათნოების გზაზე, რათა ზეციური შეწევნის მიღებით დასასრულამდეც მივაღწიოთ. უმაღლესი ძალის შეწევნის გარეშე ჩვენ ვერაფერ კეთილს შევძლებთ. ამრიგად, მისადმი იმედი, როგორც მტკიცე და საიმედო ღუზას (), ჩავეჭიდოთ, მას დავეყრდნოთ და სათნოების შრომას ნუ შევხედავთ, არამედ შრომის ჯილდოზე ვიფიქროთ და ამგვარად ყველაფერი კეთილგანწყობით ავიტანოთ. ვაჭარიც, ნავსადგურს რომ დატოვებს და ღია ზღვაში გავა, არა მხოლოდ ზღვის ყაჩაღებზე, გემთმსხვრევებზე, ზღვის ურჩხულებსა და ქარის შემოტევაზე, უწყვეტ ქარიშხლებსა და უბედურ შემთხვევებზე ფიქრობს, არამედ ამ საფრთხეების შემდეგ მოსალოდნელ სარგებელზეც და, იმედით გამოკვებილი, კეთილგანწყობით იტანს ყველა შემხვედრ უსიამოვნებას, ოღონდ მეტ ფულს მიიღოს და მათთან ერთად სახლში დაბრუნდეს. მიწათმოქმედიც ასევე არა მხოლოდ მიწის დამუშავების შრომაზე, ძლიერ წვიმებსა და მიწის უნაყოფობაზე, მავთულას შემოტევასა და კალიის მოსვლაზე ფიქრობს, არამედ გონებით კალოსაც წარმოიდგენს და მარცვლის ძნებსაც და ამიტომ ყველაფერს კეთილგანწყობით იტანს — მოსავლის იმედით შრომის სიმძიმეს არ გრძნობს; და თუმცა წარმატება უცნობია, მაინც, სასიამოვნო...