1.რადგანაც მელქისედეკი, მეფე სალემისა, უზენაესი ღმერთის მღვდელი, შეეგება აბრაამს, მეფეთა შემუსვრის შემდეგ შემოქცეულს, და აკურთხა იგი.2.ხოლო აბრაამმა ყველაფრის მეათედი უწილადა მას, ვისი სახელიც, უწინარეს ყოვლისა, განიმარტება როგორც „სიმართლის მეფე“, შემდეგ კი - „მეფე სალემისა“, ანუ „მშვიდობის მეფე“.3.უდედმამო, უგვარტომო, რომელსაც არც დღეთა დასაბამი აქვს და არც სიცოცხლის დასასრული, არამედ, მსგავსად ღვთის ძისა, მღვდლად რჩება უკუნისამდე.4.მაშ, იხილეთ, რაოდენ დიდია ის, ვისაც მამამთავარმა აბრაამმა თავისი ნადავლის მეათედი უწილადა.5.ლევის ძეთა შორის მღვდლობის მიმღებთ მცნებადა აქვთ, მეათედს კრეფდნენ ხალხისგან, ანუ თავიანთი ძმებისაგან, თუმცა ესენიც აბრაამის წიაღიდან არიან გამოსულნი.6.იმან კი, ვინც არ არის მათი გვარისა, აბრაამისგან მიიღო მეათედი და აკურთხა აღთქმის მქონე.7.ხოლო, ყოველგვარი ცილობის გარეშე, უმცირესი იკურთხება უმეტესის მიერ.8.აქ მეათედს იღებენ მოკვდავი კაცნი, იქ კი - ვისაც აქვს მოწმობა, რომ ცოცხალია.9.და, ასე ვთქვათ, ლევიმაც, რომელიც იღებს მეათედს, აბრაამის მეშვეობით გასცა მეათედი.10.ვინაიდან ჯერ კიდევ მამის წიაღში იყო, როცა შეეგება მელქისედეკი.11.ამრიგად, სრულყოფა რომ ლევიტელთა მღვდელმსახურებით მიიღწეოდეს (ვინაიდან ხალხს მის მიერ მიეცა რჯული), რა საჭირო იქნებოდა მელქისედეკის წესისამებრ აღმდგარიყო სხვა მღვდელი, ნაცვლად იმისა, რომ აარონის წესით წოდებულიყო?12.ვინაიდან მღვდლობის შეცვლასთან ერთად უთუოდ უნდა შეიცვალოს რჯულიც.13.რადგან ვისზედაც ეს ითქვა, სხვა ტომს ეკუთვნოდა, საიდანაც არავინ მიახლებია საკურთხეველს.14.ვინაიდან ცნობილია, რომ უფალი ჩვენი ამობრწყინდა იუდას ტომიდან, რომლის მღვდლობაზეც სიტყვა არ დასცდენია მოსეს.15.და ეს მით უფრო ცხადია, რომ, მელქისედეკის მსგავსად, დგება სხვა მღვდელი,16.რომელიც ხორციელი აღთქმის რჯულისამებრ კი არ გახდა მღვდელი, არამედ წარუვალი სიცოცხლის ძალით.17.რადგანაც გვაქვს მოწმობა: „შენა ხარ მღვდელი უკუნისამდე, წესისამებრ მელქისედეკისა“.18.უწინდელი აღთქმა კი მისი უმწეობისა და უსარგებლობის გამო უქმდება,19.რადგანაც ვერარა სრულყო რჯულმა; მაგრამ შემოდის უმჯობესი სასოება, რომლის მეოხებითაც მივეახლებით ღმერთს.20.და რამდენადაც ეს არ მომხდარა ფიცის გარეშე,21.(ვინაიდან ისინი ფიცის გარეშე გახდნენ მღვდლები, ხოლო ეს - ფიცით მის მიერ, ვინც უთხრა: „დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს: შენა ხარ მღვდელი უკუნისამდე, წესისამებრ მელქისედეკისა)“, -22.იმდენადვე უმჯობესი აღთქმის თავმდები გახდა იესო.23.ეგეც არ იყოს, ვინ მოსთვლის, რამდენნი იყვნენ ის მღვდლები, რადგან სიკვდილი გამორიცხავდა ერთის მღვდლობას,24.ხოლო მას, როგორც მარადის მყოფს, მღვდლობაც წარუვალი აქვს.25.ამიტომაც ძალუძს სრულიად იხსნას ყველა, ვინც მისი მეოხებით მიეახლება ღმერთს, რადგანაც მარად ცოცხალია მათდა მეოხად.26.სწორედ ასეთი მღვდელმთავარი გვშვენოდა: წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი,27.რომელსაც იმ მღვდელმთავრებივით როდი სჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღე სწირავდეს მსხვერპლს, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი.28.ვინაიდან რჯული მღვდელმთავრებად ადგენს უმწეო ხალხს, ხოლო ფიცის სიტყვა, რჯულის შემდგომ, - ძეს, უკუნისამდე სრულქმნილს.
პავლესი: რამეთუ ესე მელქიზედეკ, მეუფჱ სალემისაჲ... (7,1).
თარგმანი: დღეთა მათ აბრაჰამისთა იყო მელქიზედეკ წარმართთაგანი, რომლისა ნათესავი ესრეთ არს: ეგჳპტჱ, მეფჱ ლიბიისაჲ, რომლისაგან არიან ეგჳპტელნი; მან შვა სიდან, რომელი გამოვიდა ეგჳპტით და აიღო ქანანელთა ქუეყანაჲ, რომელ არს აწ პალესტინე და აღაშენა მუნ სიდონი ქალაქი; და ნათესავისა მისისაგან გამოვიდა მელქიზედეკის მამაჲ და იქმნა სედეკ მღდელ და მეფჱ ქანანეთს შინა, და ეწოდა მელქიზედეკ. და აღაშენა მთასა ზედა სიონსა ქალაქი და უწოდა მას...
ებრაელთა მიმართ 7:1ებრაელთა მიმართ 7:3ებრაელთა მიმართ 7:4
5. აბრაამის გამარჯვება ღვთის შეწევნით (14:19-23):
...ლო იყო მღდელი ღმრთისა მაღლისა"** ().
5. აბრაამის გამარჯვება ღვთის შეწევნით (14:19-23)
რას ნიშნავს ეს შენიშვნა — „მეფე სალომისა" და „მღდელი ღმრთისა მაღლისა"? ის იყო, ნათქვამია, „მეფე სალომისა". მას აღგვიწერს ნეტარი პავლეც ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში () და, მის სახელსა და ქალაქს ყურადღებას აქცევს, ეტიმოლოგიის საშუალებით განმარტავს მისი სახელის მნიშვნელობას და ამბობს, რომ მელქისედეკი ნიშნავს „მეუფე სიმართლისაჲ", რადგან ებრაულ ენაზე „მელქი" ნიშნავს „მეფობას", ხოლო „სედეკ" — „სიმართლეს". შემდეგ, ქალაქის სახელზე გადასულმა, მელქისედეკს „მეუფე მშჳდობისაჲ" უწოდა, რადგან „სალიმი" ნიშნავს „მშვიდობას". მღვდელი კი იგი იყო, ალბათ, თვითხელდასხმული — ასეთები იყვნენ მაშინ მღვდლები — ანდა მახლობლებმა მიანიჭეს ეს პატივი მისი ხანდაზმული ასაკის გამო, ანდა თავადვე ზრუნავდა მსხვერპლთა შეწირვაზე, როგორც ნოე, აბელი, აბრაამი, რომლებიც მსხვერპლებს სწირავდნენ. მეორე მხრივ, ის ქრისტეს ხატადაც უნდა ყოფილიყო, რომლადაც წარმოაჩენს მას პავლეც და ამბობს: **„უმამო, უდედო, ნათესავ-მოუჴსენებელ; არცა დასაბამი დღეთაჲ, არცა აღსასრული ცხორებისაჲ აქუს, ხოლო მიმსგავსებულ არს იგი ძესა ღმრთისასა და ჰგიეს იგი მღ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ (1,1).:
...კუეთუ არა თანადაუსაბამო არს მამისა, ვითარ სთქუა, თუ: უსაზღვრო არს ცხორებაჲ მისი? რამეთუ უკუეთუ დასაბამი აქუს, დაღაცათუ დაუსრულებელი აქუს ცხორებაჲ მისი, არავე უსაზღვრო არს, რამეთუ უსაზღვროჲ ორკერძოვე ჯერ-არს უსაზღვრო-ყოფად, ვითარცა პავლე მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „არცა დასაბამი დღეთაჲ, არცა აღსასრული ცხორებისაჲ“, რომლითა მოასწავებდა დაუსაბამოებასა და დაუსრულებელობასა მისსა.
რამეთუ ვითარცა დასასრული არა აქუს, ეგრეთვე არცა დასაბამი აქუს, და არცა აქა დასასრული არს, არცა მუნ - დასაბამი. ანუ რომელი-იგი ცხორებაჲ არს სამარადისოჲ, ვითარ იყო ჟამი, ოდეს იგი არა იყო? რამეთუ ცხორებაჲ ესრეთ ჯერ-არს, რაჲთა მარადის იყოს და დაუსაბამოდ და დაუსრულებელად იყოს, ვითარცა-იგი არსცა.
უკუეთუ კულა იყო ოდეს ჟამი, რაჟამს იგი არა იყო, ვითარ არს იგი ცხორებაჲ ყოველთაჲ, რომელი თჳთ ოდესმე არა იყო? გარნა იტყჳან მეტყუელნი ამაოებისანი: და ვითარ იოვანე თქუა, ვითარმედ: „პირველითგან იყო“, და არა თქუა, თუ: დაუსაბამოდ იყო? ამაოო და ცუდო, პირველი გესმა და ამას არა ისმენა, ვითარმედ იყო სიტყუაჲ პირველითგან, იყო მარადის, და არაოდეს ყოფილ არს ჟამი, ოდეს არა იყო? ანუ ოდეს მამისათჳს იტყოდის წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „საუკუნითგან და უკუნისამდე შენ ხარ“,...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:
...თა მათ უძლიერეს არიან.
ამისთჳს შეერთებულისა მის ძლით უკუდავისა სიტყჳსა სიკუდილი უჩინო იქმნებოდა საკჳრველად მის შორის, ვითარცა ცეცხლისაგან განილევის ლერწამი; და უხრწნელი იგი სიტყუაჲ სარგებელ ეყოფოდა განხრწნადსა მას შეერთებითა მისითა, რამეთუ ბნელი ნათლისაგან განათლდების, და „უდარესი იგი უმჯობესისაგან იკურთხევის“, ვითარცა მოციქული იტყჳს.
ამისთჳსცა აწ მტარვალთაგან განიძუარცების უფალი, რომელნი-იგი ჩუენ ადამის მიერ შევიმოსენით ტყავისა სამოსელნი, რაჲთა შეუძლოთ მათ წილ შემოსად ქრისტე.
ამისთჳს განყოფაჲცა სამოსელთაჲ თავს-იდვა, რაჲთა ჩუენ მამისაგან განუყოფელი სიტყუაჲ გუაქუნდეს, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „მე და მამაჲ ერთ ვართ“.
ამისთჳს კუართსაცა ზედა წილ-იგდეს, და არა დააყენნა უფალმან, რაჲთა ნაწილ ჩუენდა იყოს ქრისტე, ვითარცა იტყჳს მეფსალმუნე: „უფალი ნაწილ არს მკჳდრობისა ჩემისა და სასუმელისა ჩემისა“.
და ამისთჳს არა სხუასა ადგილსა ჯუარს-ეცუა, არამედ თხემისა ადგილსა, სადა-იგი თქუმულ არს პირველთა ჟამთაგან, ვითარმედ საფლავი იყო ადამ მამისა ჩუენისაჲ. რამეთუ შემდგომად სამოთხით გამოსლვისა, მო-რაჲ-კუდა, მას ადგილსა დაეფლა. ამისთჳს ჯერ-იჩინა უფალმან მას ად...