თარგმანი: ესე არს სიდიდე საიდუმლოჲსა ამის, ვითარ დაუმდაბლებელად დაიმდაბლა თავი თჳსი მხოლოდშობილმა6 ძემან და სიტყუამან ღმრთისამან, რამეთუ არა განეჴუა ღმრთეებისაგან და ყოვლითურთ იქმნა კაც, და ესრეთ შეიერთა ეკლესიაჲ ერთჴორც ყოფად მის თანა, რამეთუ რომელი შეეყოს უფალსა, ერთსულ არს მის თანა. ამათ ყოველთათჳს იტყჳს მოციქული, ვითარმედ: "საიდუმლოჲ ესე დიდ არს", უკუეთუ კაცობრივითა გულისსიტყჳთა გენებოს მიწთომაჲ მისი. ხოლო მე არა კაცობრივ, არცა კაცთათჳს მითქუამს, არამედ ქრისტესთჳს (რომელი-იგი ჭეშმარიტებით ღმერთ არს და კაც) და ეკლესიისათჳს (რომელი მადლით განღმრთობილ არს შეერთებითა ყოვლისავე შემ ძლებელისაჲთა). ამისთჳს შეუორგულებელად გრწმენინ სიმაღლე საიდუმლოჲსაჲ ამის.
ეფესელთა მიმართ 5:32
წმიდა სინოდის წევრებს - ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტებს, მთავარეპისკოპოსებს, ეპისკოპოსებსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილვბს, მკვიდრთა საქართველოჲსა და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრებთ
საიდუმლოი ესე დიდ არს: ხოლო მე ვიტყჳ ქრისტესთჳს და ეკლესიისა (ეფესელთა 5,32)
სადღესასწაულოდ გუგუნებენ სააღდგომო ზარები... მსოფლიოს ამცნობენ დიად გამარჯვებას - ძლევას სიცოცხლისას სიკვდილზე, ახარებენ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას.
ამ სიხარულს გაუწყებთ დღეს მეც ღვთივგანბრძნობილო მწყემსმთავარნო და მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, მონოზონნო და ყოველნო სულიერნო შვილნო ჩვენი წმიდა ეკლესიისა:
ქრისტე აღდგა!
ეს ის სიტყვებია, რომელთაც აზრობრივად გადავყავართ იმ დროში, როცა ღრმა მწუხარებას მოეცვა მაცხოვრის მოწაფენი და მენელსაცხებლენი დედანი. ზოგიერთის გულში ეჭვსაც დაესადგურა: იყო კი იესო ის მესია, საუკუნეთა მანძილზე რომ ელოდა ტანჯული კაცობრიობა; და თუ ჭეშმარიტად ქრისტე იყო, როგორღა შეძლეს ჯვარს ეცვათ იგი?
განვლო შაბათმა... იწურება მესამე დღე მაცხოვრის გარდაცვალებიდან. ღრმა ძილით სძინავს ყველას; მარტო მოციქულები და...
...შინელი და გამოუთქმელი საიდუმლოების ღირსქმნილნი, ამ მხრივ ლაბანზე უარესნი ვართ, რომელიც ჯერ კიდევ კერპებს თაყვანს სცემდა? ნუთუ არ გსმენია პავლეს სიტყვები, რომ ქორწინება საიდუმლოა — იმ სიყვარულის ხატი, რომელიც ქრისტემ ეკლესიის მიმართ გამოავლინა: „საიდუმლოჲ ესე დიდ არს; ხოლო მე ვიტყჳ ქრისტესთჳს და ეკლესიისა" ()? ნუ შევარცხვენთ ჩვენს თავს, ნუ შევურაცხყოფთ ქორწინების ღირსებას. თუ რამე კარგი და სასარგებლო მოიფიქრეს, თუმცა ჩვეულებაში არ იყო, ეს მაინც გაკეთდეს; ხოლო თუ ის, რასაც აკეთებთ, მავნე და დამღუპველია, თუნდაც ჩვეულება ასეთი იყოს, უარი უნდა თქვათ. თუ ამას დავუშვებთ, მაშინ ქურდიც, მეძავიც და ყოველი სხვა ბოროტმოქმედიც ჩვეულებას მოიშველიებს; მაგრამ არანაირი სარგებელი არ ექნება ამისგან, არც შენდობა, არამედ მძიმე მსჯავრი — იმისთვის, რომ ცუდი ჩვეულება ვერ სძლია.
2. ქორწინების სიწმიდე და კეთილი ჩვეულებების აღდგენა (29:23–29)
თუ გვსურს ფხიზლად ვიყოთ და ჩვენი ცხონების შესახებ მეტი მზრუნველობა გვქონდეს, შეგვიძლია ცუდ ჩვეულებასაც მოვშორდეთ და კეთილ ჩვეულებებს მივუბრუნდეთ: ამგვარად, შთამომავლობასაც არამცირე წახალისებას მივცემთ ჩვენი მიბაძვისთვის, თანაც მათი კეთილი საქციელისთვის თავადაც ჯილდოს მივიღებთ. ვინც კეთილი გზის დასაწყისი აჩვენა, ის...
...ახენი მიემსგავსებიან საღმრთოთა მათ საქმეთა, არამედ უაღრესსა ვერარას ჰპოებს სახედ ენაჲ კაცობრივი. ეგრეთვე, რაჲთამცა სახარულევანებაჲ და განგებულებაჲ გულისჴმა-გჳყო ამის საქმისაჲ, ქორწილად სახელ-სდვა და სიძედ თქუა და სძლად, ვითარცა პავლე იტყჳს: „საიდუმლოჲ ესე დიდ არსო, ხოლო მე ვიტყჳ ქრისტესთჳს და ეკლესიისათჳს“.
ხოლო უკუეთუ ვინ ეძიებდეს, თუ რაჲ არს ესე, რომელ ქორწილად ძისა ეწოდების საქმესა მას, და ძესა მიეთხოვაა ეკლესიაჲ, ხოლო მამასა არა?
ესე წერილთა შინა, საყუარელო, განუყოფელ არს. გინა თუ ძესა თქუას მითხოებად, მამისაჲ არს, გინა თუ მამისაჲ თქუას, ძისაჲ არს. რამეთუ განუყოფელობისათჳს ბუნებისა მათისა ითქუმის ესრეთ.
და ჭეშმარიტად შუამდგომელობითა ძისაჲთა დავეგენით მამასა ჩუენ, განდგომილნი ესე. კეთილად უკუე მოასწავებს აქა აღდგომასა, რამეთუ ზემოსა მას იგავსა შინა აჴსენა სიკუდილი და აწ ესერა თქუა ქორწილი, რაჲთა გუასწავოს, ვითარმედ შემდგომად ჯუარ-ცუმისა და სიკუდილისა ითქუმის აღსრულებაჲ იგი ქორწილისაჲ და სიძედ წოდებაჲ მისი.
ხოლო შენ იხილე სიბრმე ჰურიათაჲ. პირველად წინაჲსწარმეტყუელნი მოსწყჳდნეს, მერმე ძე მოკლეს. და ამას ზედა იწოდნესვე ქორწილსა მათ მიერ მოკლულისა მის უფლისასა. და არავე მივიდეს, არამედ მიზეზნი ცუდნი შემოიხუნეს: უღელნი ჴართანი დ...