მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 6:14

13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ.14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ,15. ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად.
ეფესელთა მიმართ თავი 6
14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ,
თავი ი̂. მცნებაჲ სახისმეტყუელებითა აღჭურვისაჲთა ძალთა მიმართ და ჴელმწიფებათა ბნელისათა ძალითა ქრისტესითა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ყოველსავე იქმოდეთ, რაჲთა სდგეთ. მტკიცედ უკუე დეგით (6,13-14).:

თარგმანი: ყოვლისავე ქმნასა თანა (ესე იგი არს ყოვლისავე მძლეობასა თანა) გუაწუევს სამარადისოდ დგომად და მტკიცედ დგომად; რამეთუ მრავალთა, შემდგომად ძლევისა მტერთაჲსა, კუალად თჳთცა დაცემაჲ შეემთხჳა უკრძალველ და უზრუნველ ქმნითა. ამისთჳს ნუვინ მიენდობვის ერთგზის გინა მრავალგზის დაკუეთებასა და ოტებასა საეშმაკოთა ვნებათასა, ნუცა ოდეს უზრუნველ იქმნების, არამედ სამარადისოდ დგეს, და მტკიცედ და განკრძალულად დეგინ, რამეთუ მრჩობლთა "დგომათა" მიერ დგომასა და განკრძალულად დგომასა გუასწავებს მოციქული ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.

ეფესელთა მიმართ ებისტოლე თავი 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: შეირტყენით წელნი თქუენნი (6,14).:

თარგმანი: პირველ ყოვლისა გულისთქუმათა განქარვებასა გუასწავებს, რამეთუ წელთა შინა არიან თირკუმელნი და მათ შინა არს გულისთქუმისა ძალი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის