1.რადგან, აჰა, მეუფე, ცაბაოთ უფალი, წაართმევს იერუსალიმს და იუდას სახსარს და სასოს, პურის მთელ სახსარს;2.ვაჟკაცს და მეომარს, მსაჯულს და ქადაგს, მისანს და უხუცესს,3.ორმოცდაათისთავს და დიდებულს, მრჩეველს და ბრძენ ხელოვანს, გრძნეულ შემლოცველს.4.სარდლებად ბიჭ-ბუჭებს დავუდგენ და ქარაფშუტები იბატონებენ მათზე.5.დაითრგუნება ხალხი, კაცი კაცს დაჩაგრავს, მოყვასი მოყვასს; ბავშვი გაუმედიდურდება მოხუცს, უღირსი - პატივდებულს.6.რადგან კაცი დაიჭერს თავის ძმას თავის მამის სახლში: სამოსელი გქონია, გაგვიხდი მთავრად, შენს ხელთ ქვეშ იყოს ეს ნანგრევებიო.7.დაიფიცებს იმ დღეს და იტჟვის: ვერ ვიქნები განმგებელი, არა მაქვსო სახლში პური, არც სამოსელი, ნუ დამადგენო ერის მთავრად.8.რადგან დაემხო იერუსალიმი და დაეცა იუდა, რადგან მათი სიტყვა და საქმე შეურაცხყოფაა უფლისათვის, უპატიობაა მისი დიდების თვალში.9.მათივე გამომეტყველება ამხილებს მათ და სოდომელებივით აცხადებენ თავიანთ ცოდვას, არ მალავენ, ვაი მათ სულს! ბოროტება მიაგეს საკუთარ თავს!10.უთხარით მართალს, რომ სიკეთეს ეწევა, რომ ყველა თავის ნამოქმედარს შეჭამს.11.ვაი უკეთურს, ბოროტეულს, რადგან მოიმკის თავისი ხელის ნამოქმედარს!12.ჩემს ერს ბავშვები ჩაგრავენ და დიაცები უბატონდებიან. ჩემო ერო, შენმა მეგზურებმა დაგაბნიეს და გზა-კვალი აგირიეს!13.წარდგა სამხილებლად უფალი და დგას ხალხთა განსასჯელად.14.უფალი მსჯავრს სდებს თავისი ერის უხუცესებს და თავკაცებს: თქვენ გააჩანაგეთ ვენახი, ღარიბ-ღატაკთაგან წართმეულით აგივსიათ სახლები.15.რატომ თელავთ ჩემ ერს და აჭირვებთ ღარიბ-ღატაკთ? ამბობს მეუფე, ცაბაოთ უფალი.16.თქვა უფალმა: რაკი გამედიდურდნენ სიონის ასულნი, ყელმოღერებით და ურცხვი მზერით მიმოდიან, ლაღად მოსეირნობენ და ფეხებზე რგოლებს მოაჟღარუნებენ.17.თავს გაუქაჩლებს მეუფე სიონის ასულთ და სარცხვინელს გაუშიშვლებს მათ.18.იმ დღეს აართმევს მათ მეუფე ფეხსამკაულ შიბებს, თავსაკრავებს და ყელსაბამებს,19.საყურეებს, სამაჯურებს და პირბადეებს,20.მჯიღებს, ფეხსამკაულებს და სარტყლებს, სუნამოს ჭურჭლებს და ავგაროზებს,21.ბეჭდებს და ნესტოს რგოლებს,22.ძვირფას შესამოსელს, მოსასხამებს, მანდილებს და ქისებს,23.სარკეებს, პერანგებს, თავსაბურველს და ხალათებს.24.სურნელების ნაცვლად აუვად სიმყრალე, სარტყელის ნაცვლად ექნებათ ჯვალო, ნაწნავ-კულულების ნაცვლად სიქაჩლე, მოსასხამის ნაცვლად ტომარა, მშვენების ნაცვლად ცეცხლის დაღი.25.შენი ვაჟკაცები მახვილისგან დაეცემიან და შენი გმირები ბრძოლაში დაიხოცებიან.26.მისი კარიბჭენი მოჰყვებიან მოთქმას და გოდებას, თავად კი მტვერში იჯდება იავარქმნილი.
„აჰა, მეუფჱ უფალი საბაოთ მოსპოლავს იერუსალემისაგან და იუდეასაგან შემძლებელსა მამაკაცსა და შემძლებელსა დედაკაცსა, ძალსა პურისასა და ძალსა წყლისასა“ ().
1.
როგორც საუკეთესო ექიმი ხან წვავს, ხან კვეთს, ხანაც მწარე წამლებს აძლევს და ამგვარად ავადმყოფთა ჯანმრთელობას განაგებს, ასევე კაცთმოყვარე ღმერთიც მრავალგვარი და განსხვავებული სასჯელებით იუდეველთა მოშლილსა და დაცემულ მდგომარეობას კვლავ შეკრავს: ხან ბარბაროსთა...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:
...აკაცსა, ძალსა პურისა და წყლისასა, გმირსა და ძლიერსა, და კაცსა მბრძოლსა და მსაჯულსა, და წინაჲსწარმეტყუელსა და განმაწესებელსა, და მოხუცებულსა და ერგასისთავსა, და საკჳრველსა მზრახვალსა, და ბრძენსა ხუროჲთმოძღუარსა, და გულისჴმისმყოფელსა მსმენელსა. და დავადგინნე ყრმანი მთავრად მათა, და მემღერნი უფლებდენ მათ ზედა“.
ემღერდეს უბადრუკნი იგი უფალსა და არა ხედვიდეს, ვითარმედ აღესრულოს მათ ზედა სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ: „მემღერნი უფლებდენ მათ ზედა“.
ხოლო ნათელი ჭეშმარიტად მიეღო მათ, რამეთუ იტყჳს იერემია: „მოვსპო მათგან ჴმაჲ სიხარულისაჲ და ჴმაჲ მხიარულებისაჲ, ჴმაჲ სიძისა და სძლისაჲ, სურნელებაჲ ნელსაცხებელისაჲ და ნათელი სანთლისაჲ“.
მისცეს უფალი წარმართთა მოკლვად, და არა განიცდიდეს ბრმანი, ვი-თარმედ შემდგომად მცირედისა იგინი შეიგინნენ წარმართთა შორის, და სამკჳდრებელსა მათსა შევიდენ წარმართნი.
უარ-ყვეს უფლისა მეუფებაჲ და არა სცნობდეს, ვითარმედ წარიწყმედენ პატივსა მას დავითისსა; რამეთუ მისდა განმზადებულ იყო მეუფებაჲ დავითისი, და მოსლვადმდე მაცხოვრისა მოიწია იგი, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელებდა მამათმთავარი იაკობ, ვითარმედ: „არა მოაკლდეს მთავარი იუდაჲსგან, არცა წინამძღუარი წყვილთაგან მისთა,...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ჰნერწყჳდეს პირსა მისსა და ჴურთითა სცემდეს თავსა მისსა, და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს და ეტყოდეს: გჳწინაჲსწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ?“ (26,67-68).:
...ვეს უფალი და განარისხეს წმიდაჲ იგი ისრაჱლისაჲ“.
„ვაჲ სულისა მათისა, რამეთუ იზრახეს ზრახვაჲ ბოროტი თავისა თჳსისაჲ: შევკრათ მართალი იგი, რამეთუ განმაძნელებელ ჩუენდა არს. აწ უკუე ნაყოფსა საქმეთა მათთასა ჭამდენ. ვაჲ უშჯულოთა მათ, რამეთუ ბოროტი შეემთხჳოს მათ“. ამას ეწამების იერემია და იტყჳს: „ესრეთ იტყჳს უფალი: რაჲ პოვეს მამათა თქუენთა ჩემ თანა შეცოდებაჲ? რამეთუ განდგეს იგინი ჩემგან შორად. რამეთუ ორი ბოროტი ქმნა ერმან ამან: მე დამიტევეს, წყაროჲ წყლისაჲ ცხოელისაჲ, და ითხარეს თავისა მათისა ჯურღმული ჴურელოვანი“. და მერმე იტყჳს: „მრქუა მე უფალმან: იხილე, რაჲ მიყვეს მე მკჳდრთა იერუსალჱმისთა? ჩემ ზედა იზრახეს ზრახვაჲ ბოროტი და თქუეს: მოედით და შეურიოთ ძელი პურსა მისსა და მოვსპოთ იგი ქუეყანით ცხოველთაჲთ და სახელი მისი არღარა მოვიჴსენოთ მერმე. მაშინ ვიხილენ ზაკულებანი მათნი. ხოლო მე, ვითარცა კრავმან უმანკომან, მიგურასა ჩემსა დაკლვად არა ვაგრძენ. ამისთჳს ესრეთ იტყჳს უფალი კაცთა მათ ზედა, მეძიებელთა სულისა ჩემისათა: აჰა ესერა მე ძიება-ვყო მათ ზედა: ჭაბუკნი მათნი მახჳლითა მოისრნენ, და ძენი და ასულნი მათნი აღესრულნენ სიყმილითა, და არღარა იყოს...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ შეკრბეს მღდელთმოძღუარნი იგი და მოხუცებულნი ერისანი ეზოსა მას კაიაფაჲსსა მღდელთმოძღურისასა და ზრახვაყვეს, რაჲთა იესუ ზაკუვით შეიპყრან. ხოლო იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, რაჲთა არა შფოთი იყოს ერსა შოვრის“ (26,3-5).:
...არიან. რამეთუ ოდეს-იგი თანამდებთაცა სიკუდილისათა ჯერ-იყო განტევებაჲ, მაშინ უღმრთოთა მათ უბრალოჲ იგი მოკლეს, რომელმან ბევრეული კეთილი უყო მათ. კე-თილად მისცა მათ პირველვე ესაია ვაებაჲ და თქუა: „ვაჲ სულისა მათისა, რამეთუ იზრახეს ზრახვაჲ ბოროტი და თქუეს: შევკრათ მართალი იგი, რამეთუ განმაძნელებელ ჩუენდა არს“. გარნა აწ ამის პირისათჳს სიტყუასა დრო-ვსცეთ, რამეთუ წინამდებარე არს ჩუენდა მრავალი თქუმად ამის ჯერისათჳს.
სწავლაჲ ოთ საშინელისა მისთჳს საშჯელისა
ხოლო კუალად ზემოწერილნი იგი სიტყუანი მოვიჴსენნეთ და მცირედ მათთჳს სიყუარულისა თქუენისა მიმართ ვიტყოდით. გულისხმა-ვყოთ, საყუარელნო, რამეთუ ყოველთავე წარდგომაჲ გჳჴმს წინაშე საყდარსა ქრისტეს[ს]ა და სიტყჳსა მიცემაჲ საქმეთა ჩუენთათჳს. გამოვსახოთ გონებათა ჩუენთა იგი სამშჯავროჲ, ვითარმცა აწ მოწევნულ არს, და სიტყჳსგებაჲ თანაგუაც. შევედინღა კაცად-კაცადი გონებასა თჳსსა და შემოიღენ შორის ყოველივე, რომელიცა მუნ გამოჩინებად არს. არა შეძრწუნდაა თი-თოეული? არა განცჳბრდითა? მე მოვიჴსენე და ძრწოლაჲ შემედვა, და გული ჩემი შეძრწუნდა ჩემ თანა.
ხოლო უკუეთუ აწ ჴსენებითა ოდენ შევძრწუნდით, რაჲ-მე ვყოთ, ოდეს ჭეშმარიტად მოიწიოს, ოდეს ყოველნივე ადამიანნი ერთად შეკრბენ, ოდეს ანგელოზნი და ანგელოზთმთავარნი განწ...