...რსა და მისგან გიყოფს, და რამეთუ განრისხებულ არს იგი ყოველთა ზედა, რომელთა ჩემი არა ისმინონ. ვი-თარმცა იტყოდა, ვითარმედ: უკუეთუმცა უცხოჲ ვიყავ მისგან და წინააღმდგომი მისი, რადმცა მოაწია ჩემთჳს თქუენ ზედა ესეოდენი რისხვაჲ? ეგრეთვე ესაიაცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „მივსცნე უკეთურნი დაფლვისა წილ მისისა“; და დავით იტყჳს, ვითარმედ: „მა-შინ ეტყოდის მათ რისხვითა მისითა“; და თავადი იტყოდა: „აჰა ესერა დაუტევნეთ სახლნი თქუენნი ოჴრად“. ; და იგავნიცა იგი მისნი ამასვე მოასწავებენ, რომელ-იგი ეტყოდა, ვითარმედ: „რაჲ უყოს მუშაკთა მათ უფალმან მან მის ვენაჴისამან? რამეთუ ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდნეს“. ; ; ჰხედავა, რამეთუ ყოველსა ადგილსა ამათ სიტყუათა ეტყოდა, რომელ არღა ჰრწმენა მისი? თუ არა, უკუეთუ თჳთ ეგულების წარწყმედაჲ მათი, ვითარცა ეგულებისცა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „მომგუარენით აქა, რომელთა არა ენება მეუფებაჲ ჩემი მათ ზედა, და მოსწყჳდ...
ესაია 53:9
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...კეთილად წარუმართებიეს, ამისთჳს იგავი ესე თქუა, რამეთუ ეგულებოდა მას განკითხვაჲ ბოროტისმოქმედთა მათ, ვითარცა იტყჳს: „ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო“; არა იყო იგი ყოვლადვე თანამდებ ცთომისა, „რამეთუ ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა“; არცა თუ დირე, არამედ არცა თუ იოტოდენი წუელაჲ იყო თუალსა მისსა, არამედ განწმედილითა თუალითა ხედვიდა და განჰმართებდა ცთომასა მას სხუათასა.
ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ არა ჯერ-არსო სხჳსა განკითხვაჲ, ოდეს თჳთ ვინ მათვე საქმეთა თანამდებ იყოს, რომლისათჳს განიკითხვიდეს. და რად გიკჳრს, უკუეთუ უფალმან ესევითარი ესე მცნებაჲ განაწესა? არა გესმისა, ვითარ ავაზაკიცა სჯულითა მით ბუნებითითა ამასვე დაამტკიცებდა და ეტყოდა მეორესა მას: „არცაღა გეშინის შენ ღმრთისა, რამეთუ მასვე სასჯელსა შინა ხარ? და ჩუენ სამართლად ღირსი, რომელ ვქმენით, მოგუეგებვის, ხოლო ამან არარაჲ უსჯულოებაჲ ქმნა“.
აწ უკუე, კაცო, გულისჴმა-ყავ, რამეთუ არა ჯერ-არს საქმე ესე, რაჲ-თამცა დირესა მაგას შენსა, რომლისა აღმოღებაჲ თანაგაც, არამცა განიცდიდი, ხოლო მოყუსისა წუელასა არა თუმცა ხედევდი, არამედ განიკითხვიდიცა. ესე უწესო არს და უს...
...ენგანმან მამხილოს მე ცოდვისათჳს?“ და მოწაფეთა ჰრქუა: „მოვალს მთავარი იგი ამის სოფლისაჲ და ჩემ თანა არარაჲ პოოს“; და წინაწარმეტყუელი პირველვე მისთჳს იტყოდა, ვითარმედ: „ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოა ზაკუვაჲ პირსა მისსა“.
ერთად უკუე თავისა თჳსისა მიერ აღასრულა იგი, რომელ არარას გარდაჴდა, რომელიმცა არა ჰქმნა წესსა მისსა, და მეორედ ჩუენ მიერცა დაამტკიცა იგი, რამეთუ საკჳრველი ესე არს, რომელ არა თავადმან ხოლო აღასრულა, არამედ ჩუენცა მოგუანიჭა იგი, ვითარცა პავლე მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „აღსასრული რჩულისაჲ ქრისტე არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა“. და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „შეუძლებელი იგი რჩულისაჲ, რომელ უძლურ იყო, ღმერთმან ძე თჳსი მოავლინა და დასაჯა ცოდვაჲ იგი ჴორცითა მით, რაჲთა სიმართლე იგი შჯულისაჲ მის აღესრულოს ჩუენ შორის, რომელნი არა ჴორციელად ვიქცევით, არამედ სულიერად“. და კუალად იტყჳს: „შჯულსა ნუ განვაქარვებთა სარწმუნოებითა მით? ნუ იყოფინ! არამედ შჯულსა დავამტკიცებთ“. რამეთუ ვინაჲთგან მოსწრაფ...