1.იუდას მეფის ახაზის დროს, იოთამის ძისა, ყუზიას ძისა, გამოვიდნენ რეცინ არამის მეფე და ფეკახ რემალიას ძე, ისრაელის მეფე, იერუსალიმის ასაღებად, მაგრამ ვერ აიღეს.2.ემცნო დავითის სახლს: ეფრემში დაბანაკდა არამიო. მაშინ შეირხა მისი გული და მისი ხალხის გული, როგორც ხეები ირხევიან ტყეში ქარისაგან.3.უთხრა უფალმა ესაიას: წადით შენ და შენი შვილი შეარ-იაშუბი და შეხვდით ახაზს ზემო ტბორის წყალსადენის ბოლოს, მრეცხავთა მინდვრის გზაზე,4.და უთხარი: მშვიდად იყავი, ნუ შეშინდები და გულს ნუ შეგიღონებს აკვამლებული მუგუზლების ეს ორი კუდი - რეცინ არამელისა და რემალიას ძის სიბრაზე.5.რადგან შეითქვნენ შენს წინააღმდეგ არამი, ეფრემი და რემალიას ძე და თქვეს:6.გავილაშქროთ იუდაზე, დავეცეთ და გავტეხოთ, დავუსვათ მეფედ ტაბეალის ძე.7.ასე ამბობს უფალი ღმერთი: ეს არ მოხდება, ეს არ იქნება!8.რადგან არამის თავი დამასკოა და დამასკოს თავი - რეცინი. კიდევ სამოცდახუთი წელი და მოსწყდება ერს ეფრემი.9.ეფრემის თავი სამარიაა და სამარიის თავი - რემალიას ძე. თუ არ გჯერათ, ურწმუნონი ყოფილხართ.10.კვლავ უთხრა უფალმა ახაზს:11.მოსთხოვე უფალს, შენს ღმერთს, შენთვის ნიშანი დაბლა ქვესკნელიდან ან მაღლა ზესკნელიდან.12.უთხრა ახაზმა: არ მოვთხოვ და არ გამოვცდი უფალს.13.უთხრა: ახლა ისმინე, დავითის სახლო, არ კმარა შენთვის, რომ ხალხს აღონებ, ახლა ჩემი ღმერთიც გინდა შეაღონო?14.ამიტომ თავად მოგცემს მეუფე ნიშანს: აჰა, მუცლადიღებს ქალწული და შობს ძეს, და უწოდებს საბელად ემანუელს.15.ერბოსა და თაფლს უნდა ჭამდეს, ვიდრე ბოროტების უკუგდებას და სიკეთის არჩევას არ ისწავლის.16.მაგრამ ვიდრე ყრმა ისწავლიდეს ბოროტის უკუგდებას და სიკეთის არჩევას, გაუდაბურდება ეს მიწა, რომელსაც შენ მისი ორი მეფის გამო განუდექი.17.ისეთ დღეებს მოგივლენს უფალი შენ და შენს ხალხს, და შენი მამის სახლს, როგორიც არ დამდგარა იუდასგან ეფრემის განდგომის დღიდან - მოგივლენს აშურის მეფეს.18.იმ დღეს სტვენით მოუხმობს უფალი ბუზებს, ეგვიპტის ჭაობებში რომ არიან, და ფუტკრებს, აშურის ქვეყანაში რომ არიან.19.მოვლენ და შეესევიან გაუდაბურებულ ხეობებს, კლდეთა ნაპრალებს, ყოველ ძეძვნარს და ყოველ საძოვარს.20.იმ დღეს გაუპარსავს ჩემი მეუფე მდინარის გაღმიდან ნაქირავები სამართებლით - აშურის მეფით - თავს და ფეხის ბალანს და წვერსაც მოკვეცავს.21.იმ დღეს გამოზრდის კაცი ერთ დეკეულს და ორ ცხვრს.22.რა რძესაც მოიწველიან, იმის ერბოს შეჭამს, რადგან ერბოთი და თაფლით გამოიკვებება ქვეყანაში დარჩენილი მთელი ხალხი.23.იმ დღეს ყოველი ადგილი, სადაც ათასი ვერცხლის საღირალი ათასი ძირი ვაზი იყო ჩაყრილი, ჯაგნარად და ეკალ-ნარად გადაიქცევა.24.მშვილდ-ისრებით შემოვლენ იქ, რადგან მთელი ქვეყანა ჯაგნარად და ეკალ-ნარად იქნება გადაქცეული.25.ვერცერთ მთაზე, რომელიც თოხით ითოხნებოდა, ვერ მიხვალ ჯაგნარისა და ეკალ-ნარის შიშით; ხარების გასარეკი და ცხვრების გასათელი გახდება იგი.
„და იქმნა დღეთა შინა აქაზისთა და იოათამისთა ძისა ოზიასთა, მეფისა იუდაჲსთა“ ().
1.
რაც მრავალჯერ მითქვამს, ამას ახლაც ვიტყვი: ძველად წინასწარმეტყველებები იმისთვის კი არ ხდებოდა, რომ იუდეველებს უბრალოდ მომავალი გაეგოთ, არამედ იმისთვის, რომ როცა ამას შეიტყობდნენ, აქედან სარგებელი მიეღოთ: მუქარის შიშით უფრო გონიერნი გამხდარიყვნენ, სიკეთეთა აღთქმით კი სათნოების საქმეში უფრო გულმოდგინენი, რადგან ორივე მხრიდან...
...ვინ ამბობს ამას? ესაია, სერაფიმთა მხილველი, რომელიც ქორწინებაში ცხოვრობდა და მადლი არ ჩაუქრია.თქვენ ყურადღება მიაპყარით წინასწარმეტყველს, მაგრამ დღესაც ისმინეთ წინასწარმეტყველისა: „გამოვედ“, „შენ და დაშთომილი იასუთ, ძე შენი“ ().აუცილებელია, ესეც გვერდზე არ გავუშვათ.„გამოვედ“, „შენ და“ ... „ძე შენი“ ().ჰყავდა წინასწარმეტყველს ძე?მაშ, თუ ძე ჰყავდა, ცოლიც ჰყავდა, რათა იცოდე, რომ ქორწინება ცუდი არ არის, არამედ სიძვაა ბოროტება.მაგრამ რადგან ბევრ ვინმეს ვესაუბრებით და ვეუბნებით: რატომ არ ცხოვრობ სწორად, რატომ არ აჩვენებ მკაცრ და მოწესრიგებულ ცხოვრებას?
როგორ შევძლებ, ამბობს, თუ ცოლს არ განვეშორები, თუ შვილებს არ განვეშორები, თუ საქმეებს არ განვეშორები?რატომ?ნუთუ ქორწინება დაბრკოლებაა?...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მივიდა ქალაქსა სამარიტელთასა, რომელსა ჰრქჳან სჳქარ, მახლობელად დაბასა, რომელი მისცა იაკობ იოსებს, ძესა თჳსსა. და იყო მუნ წყაროჲ იაკობისი“ (4,5-6).:
...(შდრ. დაბ. 34,25)
ხოლო კეთილ არს პირველად თქუმად, თუ ვინაჲ იქმნნეს სამარიტელნი, რამეთუ ყოველსა მას ადგილსა სამარიაჲ ეწოდებოდა. ვინაჲ უკუე მოიღეს სახელი იგი? პირველ ეწოდებოდა მთასა მას სომორ მომგებელისაგან მისისა, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი ესაია, ვი-თარმედ: „და თავ სომორისა ეფრემ“, არამედ მკჳდრთა მის მთისათა არა სამარიტელ, არამედ ისრაიტელ ეწოდებოდა. ხოლო ვითარცა გარდაჴდეს ჟამნი რაოდენნიმე, შესცოდეს მათ ღმერთსა, და იქმნა რაჲ ასურასტანს მეფედ ფაკეე, აღმოვიდა თელლამასარ და გამოიხუნა ქალაქნი მრავალნი ჰურიათანი, და ებრძოლა იგი ილას და მოკლა იგი, და მის წილ მისცა მეფობაჲ ოსიეს. და მერმე კუალად მის ზედა მოვიდა სალმანასარ და გამოიხუნა სხუანი ქალაქნი და ყვნა იგინი ხარკისმიმცემელ, და იყო მუნ მთავრად. უკუანაჲსკნელ გარდავარდა მთავრობისაგან და მივიდა ჰინდოთა თანა. ცნა ესე ასურასტანელმან, ვითარმედ სალმანასარ გარდააგდეს, აღმოვიდა მათა და მრავალნი მოსრნა და არღა შეუნდო მუნ ჯდომად იჭჳსა მისთჳს განდგომილებისა მათისა, არამედ იგინი შთაიყვანნა ბაბილონს და მიდეთს, და მუნით აღმოიყვანნა მრავალთაგან ნათესავთა ერნი და დაამკჳდრნა მთასა მას სომორს, რაჲთა არღარა აქუნდეს შიში განდგომილებისაჲ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი უფლისა მიერ წინაწარმეტყუელისაგან: აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძჱ, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ“ (1,22-23).:
...და ალაგთა უფლისათა წრფელთა გულარძნილებითა თქუენითა ღრღჳანჰყოფთ; აღმოიკითხეთ, უკეთურნო, ზემოჲთრე სიტყუაჲ წინაწარმეტყუელისაჲ და აღიხილენით, ბრმანო, თუალნი თქუენნი, რასა იტყჳს ესაია: „და შესძინა უფალმან სიტყუად აქაზისა და ჰრქუა: ითხოე თავისა შენისა სასწაული უფლისა მიერ ღმრთისა სიღრმედ მიმართ გინა სიმაღლედ“. და მერმე იტყჳს: „თქუა ესაია: ისმინეთ აწ, სახლო დავითისო! ნუ მცირე არსა თქუენდა ღუაწლისა შემთხუევად კაცთა, და ვითარ ღუაწლსა შეამთხუევთ უფალსა? ამისთჳს მოგცეს თქუენ თავადმან უფალმან სასწაული: აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ“. აწ უკუე ვინაჲთგან საქმე ესე, ვითარცა დიდი სასწაული და უცხოჲ, აღუთქუა ჩუენებად, უკუეთუ არა ქალწულისა უქორწინებელისა მოასწავებს უთესლოდ მუცლადღებასა და უხრწნელად შობასა, ვითარ-ეგე თქუენ წაჰრევთ, რაჲ სასწაული არს ანუ რაჲ საკჳრველი ქალწულისა ქორწინებაჲ და შეერთებითა მამაკაცისაჲთა მიდგომილებაჲ, რაჲთამცა ესე სასწაულად უცხოდ და განსაკჳრვებელად შემოიღო წინაწარმეტყუელმან? არამედ წინაწარმეტყუელმან ესრეთ თქუა: უგუნურნო და ცოფნო, ვინაჲთგან სასწაულთა ეძიებთ, სახლო დავითისო, - რამეთუ აქაზ მეფისა მიმართ იტყოდა, - და ღუაწლსა შეამთხუ...