1.მითხრა უფალმა: აიღე დიდი დაფა და ზედ გარკვევით დაწერე: იჩქარე სათარეშოდ, ისწრაფე საძარცვად.2.ავიყვანე სანდო მოწმეები - ურია მღვდელი და ზაქარია ბარაქიას ძე.3.დავუახლოვდი ქადაგ ქალს, რომელმაც მუცლადიღო და შვა ვაჟი. მითხრა უფალმა: დაარქვი სახელად მაჰერ-შალალ ხაშ-ბაზ (იჩქარე სათარეშოდ, ისწრაფე საძარცვავად).4.რადგან, ვიდრე ყმაწვილი ისწავლიდეს დაძახებას: მამი და დედი, დამასკოს დოვლათს და სამარიის ნადავლს აშურის მეფეს მიუტანენ.5.კიდევ მელაპარაკა უფალი და ასე მითხრა:6.რაკი შეიძულა ამ ხალხმა სილოამის მდორე წყალი და შეჰხარის რეცინს და რემალიას ძეს,7.ამიტომაც მიაქცევს მათზე ჩემი მეუფე ძლიერ და უზღვავ წყალს (აშურის მეფეს და მთელ მის დიდებას). აპირთავდება მისი კალაპოტი და გადაიღვრება ნაპირებზე.8.შეაღწევს იუდაში, დატბორავს და ანიაღვრდება, კისრამდე ასწვდება; ფრთებს გაშლის და აავსებს შენი ქვეყნის მთა-ბარს, ემანუელ!9.დაეცით ყიჟინა, ხალხებო, და ძრწოდეთ! ყური უგდეთ, შორი ქვეყნისანო! იარაღი აისხით და ძრწოდეთ! იარაღი აისხით და ძრწოდეთ!10.ქმენით თათბირი, გაცუდდება! თქვით სიტყვა, არ შესრულდება, რადგან ჩვენთან არის ღმერთი (ემანუელი)11.რადგან ასე მითხრა უფალმა, როცა ხელი ჩამავლო და გამაფრთხილა, არ მევლო ამ ხალხის გზით.12.ნუ დაარქმევთ შეთქმულებას ყველაფერს, რასაც ეს ხალხი შეთქმულებას არქმევს და მისი შემაშინებელი ნუ შეგაშინებთ, ნუ შეგზარავთ.13.მხოლოდ ცაბაოთ უფალს ეკრძალეთ, ის არის თქვენი შემაშინებელი და თქვენი შემზარავი.14.ის იქნება საწმიდარად და დაბრკოლების ლოდად და წაფორხილების კლდედ ისრაელის ორი სახლისთვის. ბადედ და მახედ იერუსალიმის მკვიდრისათვის.15.ბევრი წაიფორხილებს მასზე, დაეცემიან და დაილეწებიან, გაებმებიან და გაიხლართებიან.16.შეჰკარი ეს ანდერძი, დაბეჭდე რჯული ჩემს მოწაფეებში.17.მე ველი უფალს, რომელიც პირს იფარავს იაკობის სახლისგან, და ვესავ მას.18.აჰა, მე და ეს ბავშვები, უფალმა რომ მომცა ნიშებად და სასწაულებად ისრაელში ცაბაოთ უფლისგან, რომელიც სიონის მთაზეა დავანებული.19.თუ გითხრეს: დაეკითხეთო მესულთანებს და ჯადოქრებს, რომ ჩურჩულებენ და სტვენენო, განა თავის ღმერთს არ ეკითხება ხალხი, განა მკვდრებს ეკითხება ცოცხალთა გამო?20.მიმართეთ რჯულსა და ანდერძს! თუ არ ამბობენ ამ სიტყვის მიხედვით, ნათქვამს არა აქვს აზრი.21.ჩაივლის იქ გატანჯული და მშიერი. როცა დაიმშევა, გაავდება, გმობას დაუწყებს თავის მეფეს და თავის ღმერთს და მაღლა აიხედავს.22.მიწას დახედავს და, აჰა, დაინახავს გასაჭირს და სიბნელეს - წყვდიადს განუჭვრეტელს და უკუნეთში გაიტყორცნება.
„და თქვა უფალმან ჩემდამო: მიიღე შენდად გრაგნილი ქარტისა ახლისა დიდისა და დაწერე მას ზედა საწერელითა კაცისათა მალიად ქმნაჲ იავარსა ნატყუენავთასა, რამეთუ მოწევნულ არს“ ().
1.
სიტყვას თუ შევხედავთ, ეს ორი ბრძანება თითქოს ერთმანეთისგან მოწყვეტილია და ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვს; მაგრამ თუ ვინმე აზრთა ძალას ზედმიწევნით გამოიკვლევს, მათ შორის დიდ კავშირსაც დაინახავს და ერთ მიზანსაც. <span...
...აშინ რატომ არ იწოდა იგი ემმანუელად, არამედ იესო ქრისტედ? ამის თაობაზე უნდა ვთქვათ, რომ წინასწარმეტყველი არ ამბობს: "უწოდებ", არამედ "უწოდიან", ანუ თავად საქმენი უჩვენებენ, რომ ღმერთია, თუმცაღა ჩვენთან იცხოვრებს. საღმრთო წერილი ხომ სახელებს საქმეთაგან აძლევს, როგორც მაგალითად: "უწოდე სახელი მისი, მსწრაფლ იავარ-ჰყავ" (), მაგრამ სად და ვის ეწოდა ასეთი სახელი? რამდენადაც უფლის შობასთან ერთად ცდომილება იავარყოფილ და დატყვევებულ იქნა, ამიტომაც ითქვა, რომ, მიიღო რა სახელი საქმისაგან თვისისა, ასე იწოდა.
24. და განიღჳძა იოსებ ძილისა მისგან და ყო ეგრე, ვითარცა უბრძანა მას ანგელოზმან უფლისამან. - დაუკვირდი, გამოღვიძებულმა სულმა რა მსწრაფლ ირწმუნა.
და წარიყვანა ცოლი თჳსი. - მარიამს მათე ყოველთვის იოსების ცოლს უწოდებს, რათა ბოროტი ეჭვი განაგდოს და გვასწავლოს, რომ იგი სწორედ მისი ცოლი იყო და არა სხვა ვინმესი.
25. და არა იცოდა იგი ვიდრემდე შვა. - ანუ არასოდეს აღრეულა მასთან, რამეთუ "ვიდრემდე" აქ იმას კი არ ნიშნავს, რომ თითქოს შობამდე არ იცოდა იგი და მერე შეიცნო, არამედ იმას, რომ არც არასოდეს შეუცვნია იგი. ასეთია თავისებური ენა წმინდა წერილისა, როგორც მაგალითად: არ დაბრუნებულა ყორანი კიდობანში "ვიდრე განხმობამდე ნყლისა ქუეყანისაგან" (...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი უფლისა მიერ წინაწარმეტყუელისაგან: აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძჱ, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ“ (1,22-23).:
...იქცეოდა ქუეყანასა ზედა. ამისთჳს თქუა: „უწოდიან სახელი მისი“, ესე იგი არს, ხედვიდენ ყოველნი ღმერთსა კაცთა თანა. ამას ზედა უკუეთუ ჯერეთ მედგრობდენ ჰურიანი და არა შეიწყნარებდენ სიტყუასა ამას, ვჰკითხოთ მათ, ვითარ იტყჳს იგივე წინაწარმეტყუელი: „და მრქუა მე უფალმან: უწოდი სახელი: ადრე წარმოტყუენე და მსწრაფლ წარმოიღე“. ოდეს ეწოდა მას ესე სახელი? ნუ იყოფინ! არამედ ვინაჲთგან იშვა რაჲ უფალი ქალწულისაგან, წარმოიტყუენა ძალი მტერისაჲ და გამოიჴსნეს, რომელნი შეეწყუდინეს ჯოჯოხეთს, ამისთჳს თქუა, ვი-თარმედ: „უწოდი სახელი: ადრე წარმოტყუენე და მსწრაფლ წარმოიღე“. წესი იგი საქმისაჲ სახელად აღწერა; და კუალად იტყჳს ქალაქისა მისთჳს, ვითარმედ: „გეწოდოს შენ ქალაქი სიმართლისაჲ, დედაქალაქი სარწმუნოჲ, სიონ“. და არასადა იპოების, ვითარმედ ეწოდა სახელი ქალაქსა მას სიმარ-თლედ, არამედ მარადის იერუსალჱმ იყო სახელი მისი, გარნა უმჯობესისა მიმართ შეცვალებასა მისსა მოასწავებდა და წესი იგი საქმისაჲ სახელად განაჩინა. რამეთუ ჭეშმარიტად საქმეთამიერი სიმტკიცე უძლიერეს არს მარადის სახელისა და უჭეშმარიტეს.
ხოლო კუალად სხუასაცა წინამიყოფენ სიტყუასა უგუნურნი იგი და თუალდაბრმობილნი ჰურიანი, ვითარმედ თქუმულ არს სხუათა მიერ თარგმანთა, რო...
...ჩენილნი“** ()3. ნუ გაგიკვირდება, თუ ხალხს მის ძედ უწოდებს; რადგან ცოტა ქვემოთ ამბობს: „აჰა, მე და ყრმანი, რომელნი მომცნა მე ღმერთმან“ ().რადგან წმინდანები მამების ადგილს იკავებდნენ და იმ ხალხისადმი სიყვარულითა და მზრუნველობით ბუნებით მამებსაც კი ჩრდილავდნენ.„დარჩენილებს“ კი იმიტომ ამბობს, რომ მრავალი მტრებმა წაასხეს.
„გზისა აგარაკისა მმურკნველისასა“ ().ესეც დიდ სირთულედ მეჩვენება: თუ ისინი შიგნით იყვნენ გამოკეტილნი, ალყაში მოქცეულნი და გამოხედვასაც ვერ ბედავდნენ, როგორ ჩანდნენ კარიბჭეთა გარეთ?რადგან ეს გზა ახლა კედლების გარეთ ჩანს.მაშ, რა არის ამ სირთულის გადაწყვეტა?იმით, რომ ძველად ქალაქს სხვა კედელი ერტყა; რადგან ქალაქს ორმაგი კედლები ჰქონდა, და ამის...