მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 2:2

1. თოთხმეტი წლის შემდეგ კვლავ ავედი იერუსალიმს ბარნაბასთან ერთად, და თან ვიახლე ტიტეც.2. ასვლით კი გამოცხადებით ავედი და იქაურებს (უპირატესად - ყველაზე ცნობილთ) წარვუდგინე სახარება, რომელსაც ვქადაგებ წარმართთა შორის: ამაოდ ხომ არ მიწვალია, ან ვწვალობ-მეთქი.3. მაგრამ თვით ჩემთან მყოფი ტიტეც კი, მიუხედავად იმისა, რომ ბერძენია, არ გაუხდიათ იძულებული, წინადაეცვითა.
გალატელთა მიმართ თავი 2
2. ასვლით კი გამოცხადებით ავედი და იქაურებს (უპირატესად - ყველაზე ცნობილთ) წარვუდგინე სახარება, რომელსაც ვქადაგებ წარმართთა შორის: ამაოდ ხომ არ მიწვალია, ან ვწვალობ-მეთქი.
თავი ბ̂. მოციქულთა მიერ წამებისათჳს და სარწმუნოებით ცხორებისა და ერთობისათჳს მათისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო აღვედ გამოცხადებით და ვაუწყე მათ სახარებაჲ იგი, რომელსა ვქადაგებდ წარმართთა შორის (2,2).:

თარგმანი: რაჲსათჳს არა პირველ ესოდენთა ამათ წელთა აუწყა, არამედ აწღა აუწყებს? — ესე ამისთჳს, რამეთუ მრავალნი დაბრკოლდებოდეს; ვითარ პეტრე არა აყენებდა, ხოლო პავლე აყენებდა წინადაცუეთად, და ამის პირისათჳს წინააღმდგომ ურთიერთას ჰგონებდეს ყოველსავე ქადაგებასა მათსა. ამისთჳს სულმან წმიდამან გამოცხადებით უბრძანა პავლეს, რაჲთა ბარნაბაჲს და ტიტეს თანა აღვიდეს იერუსალემად და ყოველთა განუცხადოს, ვითარმედ: არა წინააღდგომა იყო სიტყუაჲ იგი მათი ურთიერთას, არამედ განგებულება; ამისი — ყენებაჲ, ხოლო მისი — არა-ყენებაჲ წინადაცუეთისაჲ. ამისთჳს, რამეთუ ესე — წინადაუცუეთილებისა, ხოლო პეტრე წინადაცუეთილებისაგანთა ქადაგი იყო.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის