...მე დრტჳნვიდეს და წარწყმდეს მომსრველისა მისგან“** (). და როდის დრტვინავდნენ? მაშინ, როცა ამბობდნენ: „არა ყოფისათჳს საფლავთასა ეგჳპტეს გამომიყუანენა ჩუენ მოსიკუდიდ უდაბნოსა ზედა?“ (). სხვები კი გართობის გამო, როგორც ამბობს: „დასხდა ერი იგი ჭამად და სუმად და აღდგეს სიმღერად“ (). სხვები კი ლანძღვის გამო. „და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა ცოფ, თანა-მდებ არს იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა“ (). და ამათზე უფრო მრავალნი სხვა მიზეზებით დაიღუპნენ, რადგან თავიანთი პირი არ დაიცვეს. ხოლო თუ გინდა მოისმინო, როგორ იღუპებიან ზოგნი უდროო დუმილის გამოც, მე გაჩვენებ. რადგან ამბობს: **„და არა თუ განამკაცრო იგი, არცა ჰრქუა განმკაცრება უსჯულოსა მოქცევად მისა გზათაგან მისთა, ცხოვნებად მისსა, უსჯულოჲ იგი უსჯულოები...