მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 18:37

36. მიუგო იესომ: ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური; ამქვეყნიური რომ იყოს, ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ ხელში არ ჩავვარდნოდი იუდეველებს. მაგრამ აწ ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური.37. უთხრა მას პილატემ: მაშ, მეფე ხარ? მიუგო იესომ: შენ ამბობ, რომ მეფე ვარ. იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოველ ამ ქვეყნად, რომ ჭეშმარიტება ვიმოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისაგან არის, ყურს უგდებს ჩემს ხმას.38. უთხრა მას პილატემ: რა არის ჭეშმარიტება? ეს რომ თქვა, კვლავ გამოვიდა იუდეველებთან და უთხრა მათ: მე ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში.
იოანეს სახარება თავი 18
37. უთხრა მას პილატემ: მაშ, მეფე ხარ? მიუგო იესომ: შენ ამბობ, რომ მეფე ვარ. იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოველ ამ ქვეყნად, რომ ჭეშმარიტება ვიმოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისაგან არის, ყურს უგდებს ჩემს ხმას.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუა მას პილატე: აწ უკუე მეუფე ხარა? ჰრქუა მას იესუ: შენ იტყჳ, ვითარმედ მეუფე ვარ. მე ამისთჳს შობილ ვარ“ (18,37).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა ვინაჲთგან მეუფედ შობილ არს, სხუაჲცა ყოველი შობითგან აქუს. აწ უკუე, რაჟამს გესმეს, ვითარმედ: „ვითარცა მამასა აქუს ცხორებაჲ, ეგრეთვე ძესა მოსცა“, ნურარას სხუასა გულისხმა-ჰყოფ, არამედ შობასა, და არა თუ უკუანაჲსკნელ რაჲმე მოეცა. „და ამისთჳს მოვედო, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი“ (18,37), ესე იგი არს, რაჲთა ესე თჳთ ვასწავო ყოველთა, რაჲთა მიცნან, ვითარმედ მეუფე ვარ.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მე ამისთჳს შობილ ვარ და ამისთჳს მოვივლინე სოფლად, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი. და ყოველი რომელი იყოს ჭეშმარიტებისაგან, ისმინოს ჴმისა ჩემისაჲ“ (18,37).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: საკჳრველ არს სულგრძელებაჲ, და ვითარცა ნავთსაყუდელად მიიყვანებს სულსა დაწყნარებად და განათავისუფლებს ღელვათაგან და სულთაგან ბოროტთა. და ესე ქრისტემან მრავალგან გუასწავა, ხოლო უფროჲსად, რაჟამს-იგი შეიპყრეს ჰურიათა, რამეთუ ანასცა ფრიადითა დაწყნარებულებითა მიუგო და მონასა მას, რომელმან სცა ყურიმალსა, ჰრქუნა სიტყუანი ფრიადისა სულგრძელებისა და ურისხველობისანი; და კუალად კაიაფაჲსა და მერმე პილატესა მივიდა და ესეზომსა ჟამსა ფრიადი აჩუენა სიმშჳდე. და იტყოდეს იგინი, ვითარმედ: ბოროტისმოქმედი არს, და მხილებაჲ ვერ ძალ-ედვა, და იგი დუმნავე. ხოლო რაჟამს ჰკითხა პილატე მეუფებისათჳს, მაშინ ჰრქუა მას, რაჲთამცა ასწავა და აღიყვანა გონებაჲ მისი სიმაღლედ. ხოლო პილატე რაჲსათჳს თჳსაგან შეიყვანებს და არა ჰკითხავს მათ წინაშე? ამისთჳს, რამეთუ აქუნდა მისთჳს დიდი რაჲმე გულისსიტყუაჲ, და რაჲთა არა დაუხრწევდეს ამბოხებაჲ მათი, ამისთჳს თჳსაგან ჰკითხა, რაჲთამცა ცნა ყოველივე ჭეშმარიტებაჲ. ხოლო ვინაჲთგან ჰკითხა, ვითარმედ: „რაჲ გიქმნიეს?“ (შდრ. მათ. 27, 26-30); ; <span...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2004 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

...ქვენ ზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“

მაცხოვრის აღდგომის სიხარულით აღვსილი, ყველას გულითადად გილოცავთ პასექის ბრწყინვალე დღესასწაულს;

ქრისტე აღსდგა!……

უფალი ბრძანებს: „..ამისთვის შობილ ვარ და ამისთვის მოვივლინე სოფლად, რა თა ვწამო ჭეშმარიტი..“ (). ჭეშმარიტება! როგორ ახლოსაა და, ამავე დროს, როგორ მიუწვდომელია იგი.

ყოველდღიურად თითქოს ვუახლოვდებით მას, მაგრამ ის მაინც შორეულად რჩება, ალბათ, იმიტომ, რომ ჭეშმარიტებას სადღაც გარეთ, საკუთარი თავის მიღმა ვეძიებთ და ვერ ვგრძნობთ, რომ იგი სინამდვილეში ჩვენშია.

მაშ, როგორ მივეახლოთ მას? უფლის პასუხი ასეთია: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (). დიახ, ჭეშმარიტება თვით იესო ქრისტეშია და რამდენადაც ახლოს ვართ უფალთან, იმდენად ახლოს ვართ ჭეშმარიტებასთანაც. მის მადლს, როგორც არასდროს, ყველაზე ძლიერად სწორედ პასექის დღეებში შევიგრძნობთ.

ქრისტეს აღდგომით ზეიმობს ღვთაებრივი მარადიული ჭეშმარიტებაც და ჩვენც მონაწილენი ვხდებით ამ საოცარი სიხარულისა. რომ არა ეს დღე—სასწაული ჩვენი სარწმუნოება აზრს დაკარგავდა. ამიტომაც წერს პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში: „უკუეთუ ქრისტე არა აღდგ...

სრულად ნახვა