1.და უთხრა თავის მოწაფეებს: შეუძლებელია, რომ არ მოვიდნენ საცდურნი, მაგრამ ვაი მას, ვისგანაც მოვლენ.2.უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვაში დანთქან, ვიდრე აცთუნოს თუნდაც ერთი ამ მცირეთაგანი.3.დაუკვირდით თქვენს თავს: თუკი შენი ძმა შეგცოდავს, შერისხე იგი; და თუ შეინანებს, მიუტევე.4.დღეში შვიდჯერაც რომ შეგცოდოს და შვიდჯერვე მოგიბრუნდეს და გითხრას - ვნანობო, მიუტევე.5.და უთხრეს მოციქულებმა უფალს: გვიმრავლე რწმენა.6.ხოლო უფალმა თქვა: მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ ლეღვის ხეს: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში გადაინერგეო, გაგიგონებთ.7.მონა რომ გყავდეთ ვინმეს, მხვნელი თუ მწყემსი, რომელი თქვენგანი ეტყვის მინდვრიდან დაბრუნებულს: მიდი, სუფრას მიუჯექიო?8.თუ, პირიქით, ეტყვის: მომიმზადე ვახშამი, სარტყელი მოირტყი და მომემსახურე, სანამდის ვჭამ და ვსვამ, ხოლო შემდეგ თავადაც ჭამე და სვიო.9.ნუთუ მონის მადლიერი იქნება მხოლოდ იმიტომ, რომ ბრძანება შეუსრულა? არა მგონია.10.ასევე თქვენც, როცა აღასრულებთ ყველაფერს, რაც ნაბრძანები გქონდათ, თქვით: უვარგისი მონები ვართ, ვინაიდან ვქენით ის, რაც უნდა გვექნა.
11.მოხდა ისე, რომ იერუსალიმს მიმავალი მიდიოდა სამარიასა და გალილეას შორის.12.ერთ სოფელში შესვლისას შემოეგება ათი კეთროვანი კაცი, რომლებიც მოშორებით შედგნენ13.და შეღაღადეს: იესო, მოძღვარო, შეგვიწყალე ჩვენ!14.ისინი რომ დაინახა, უთხრა: წადით და ეჩვენეთ მღვდლებს. და წავიდნენ თუ არა, განიწმინდნენ.15.ხოლო ერთი მათგანი, რომელმაც დაინახა, რომ განიკურნა, მობრუნდა და ხმამაღლა ადიდებდა ღმერთს.16.იესოს ფერხთით დაემხო და მადლი შესწირა; და იყო იგი სამარიელი.17.მიუგო იესომ და უთხრა: განა ათივე არ განიწმინდა? სადღა არიან ცხრანი?18.არც ერთი არ მობრუნებულა ღმერთის სამადლობლად, ამ უცხო თესლის გარდა.19.უთხრა მას: ადექ და წადი! შენმა რწმენამ გადაგარჩინა.
20.ხოლო როდესაც ფარისევლებმა ჰკითხეს, როდის მოვა ღმრთის სასუფეველიო, მიუგო და უთხრა მათ: ღმრთის სასუფეველი არ მოვა სააშკარაოდ;21.ვერ იტყვიან: აგერ, აქ არის, ან კიდევ: აგერ, იქო; ვინაიდან, აჰა, ღმრთის სასუფეველი თვითონ თქვენშია.22.და უთხრა თავის მოწაფეებს: მოვლენ დღენი, როცა ინატრებთ თუნდაც ერთი დღით იხილოთ ძე კაცისა და ვერ იხილავთ.23.გეტყვიან: აგერ, აქ არის, ან: აგერ, იქო; ნუ მიხვალთ და ნუ გაჰყვებით.24.ვინაიდან როგორც ელვა იელვებს და გაიბრწყინებს ცის ერთი კიდიდან მეორემდე, ასე იქნება ძეც კაცისა თავის დღეს.25.მაგრამ ჯერ სასტიკად უნდა ევნოს და უარყოფილ იქნეს ამ მოდგმის მიერ.26.და როგორც იყო ნოეს დროს, ისე იქნება კაცის ძის დროსაც.27.ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში, მოვიდა წარღვნა და მუსრი გაავლო ყველას.28.ისევე, როგორც ლოტის დროს: ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდულობდნენ, ყიდიდნენ, რგავდნენ, აგებდნენ;29.მაგრამ იმ დღეს, როცა ლოტი გამოვიდა სოდომიდან, ცეცხლმა და გოგირდმა იწვიმა ზეცით და მუსრი გაავლო ყველას.30.ასე იქნება იმ დღესაც, როცა გამოჩნდება ძე კაცისა.31.იმ დღეს, ვინც ერდოზე იქნება, ხოლო მისი ნივთები - სახლში, ნუ ჩამოვა ძირს მათ წასაღებად; ხოლო ვინც მინდვრად იქნება, ასევე ნუ მიბრუნდება უკან.32.გაიხსენეთ ლოტის ცოლი.33.რადგან ვინც ეცდება სულის ხსნას, დაღუპავს მას, და ვინც დაღუპავს თავის სულს, აცოცხლებს მას.34.გეუბნებით: იმ ღამეს ორნი იქნებიან ერთ საწოლში: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება.35.ორნი იქნებიან წისქვილში: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება.36.ორნი იქნებიან ველად: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება.37.და უთხრეს: სად, უფალო? ხოლო იესომ მიუგო მათ: სადაც იქნება ლეში, იქვე შეიყრებიან სვავებიც.
1. ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: შეუგვანებელ არს საცთურისა არა მოსლვაჲ, ხოლო ვაჲ, ვისგან მოვიდეს! 2. უადვილეს არს მისა, უკუეთუმცა ლოდი ვირით საფქველისაჲ ზედა ედვა ქედსა მისსა და შთავრდომილ იყო ზღუასა, ვიდრე არა დაბრკოლებად ერთსა ამას მცირეთაგანსა. 3. არამედ ეკრძალენით თავთა თქუენთა. უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, შეჰრისხენ მას; და უკუეთუ შეინანოს, მიუტევე მას.
რამდენადაც ვერცხლისმოყვარე ფარისეველნი დრტვინავდნენ უფალზე იმის გამო, რასაც იგი არამომხვეჭელობაზე ამბობდა,...
არა ათნივე განიკურნესა? და ცხრანი იგი სადა არიან?ვერ იპოვნეს ეგოდენი, რათამცა მოიქცესდა მისცეს დიდება ღმერთსა? (ლუკ. იზ. იჱ).
მაცხოვარმან, ვითარცა მოგვითხრობს დღეს წარკითხული სახარება, ერთხელ განკურნა ათნი კეთროვანნი კაცნი. მათგან მხოლოდ ერთმან, იხილა რა, რამეთუ განიკურნა, მოიქცა, დავარდა მუხლთა ქვეშე იესოსთა და შესწირა მას მადლობა: სხვათა კი ცხრათა განკურნებულთა არ იფიქრეს მადლობისა მიცემა ღვთისადმი. ერთმან მათგანმან ქცევამ განაკვირვა თვით უფალი იესო ქრისტე: არა ათნივე განიკურნესა?...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ვაჲ სოფელსა საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიადცა მომავალ არიან საცთურნი; ხოლო ვაჲ მის კაცისა, რომლისაგან მოვიდენ საცთურნი“ (18,7).:
...ნაურებასა მას განაქარვებს გონებისასა, არცა იძულებით მორ-ჩილებასა ჩუენსა საცთურთა მიმართ გამოაჩინებს. ნუ იყოფინ! არამედ უეჭუელად ყოფადსა მას წინაჲსწარ გუაუწყებს, ვითარმცა იტყოდა, ვი-თარმედ: თჳნიერ ყოვლისა ცილობისა მომავალ არიან საცთურნი; რომელ-იგი ლუკა სხჳთა სიტყჳთა აღწერა: „შეუგვანებელ არსო საცთურისა არამოსლვაჲ“.
ხოლო რომელნი არიან საცთურნი იგი, რომელთა იტყჳს მოსლვად? ყოველნივე წინააღმდგომნი და დამაყენებელნი მართლისა მის გზისანი. ხოლო არა თუ წინაჲსწარ თქუმაჲ მისი მოიყვანებს საცთურთა. ნუ იყოფინ! არცა მისისა მის წინაჲსწარ თქუმისათჳს მოვლენ, არამედ რომელიგი უეჭუელად მომავალ იყვნეს საცთურნი, ამისთჳს თავადმან წინაჲსწარ თქუა. ხოლო უკუეთუმცა არა ენება მომღებელთა მათ საცთურისათა უკე-თურებაჲ, არამცა მოვიდეს საცთურნი, და უკუეთუმცა არა ეგულებოდა მოსლვაჲ, არცამცა უფალსა წინაჲსწარ ეთქუა. ვინაჲთგან უკუე მომყვანებელნი იგი საცთურთანი უკურნებელითა სენითა შეპყრობილ იქმნეს და ბოროტი შეიყუარეს, მომავალ იყვნეს მათ მიერ საცთურნი იგი, ამისთჳსცა წინაჲსწარ იტყჳს უფალი ყოფადსა მას.
უკუეთუმცა ეგულებოდა უკეთურთა მათ მოქცევაჲ და საცთურთა არაშემოღებაჲ, არცამცა ეთქუა ესე უფალსა, თუ: „უნებლიედცა მომავალ არიან საცთურნი“; არამედ იცოდა უკურნებელი უკეთურებაჲ მათი, ამის-...
მოციქულისაჲ: ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისაჲ, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განჴურვებულთა დაშრეტად (6,16).:
...პირველი სარწმუნოებაჲ არს შჯულთა მართლმადიდებლობისაჲ, რომელი-ესე ყოველთაჲ არს. ხოლო მეორე და ვიეთიმე რჩევითთაჲ იგი არს, რომლისათჳს უფალი ეტყჳს მოწაფეთა: "უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ" (), და კუალად, იგინი ეტყჳან: "შემძინე ჩუენ სარწმუნოებაჲ" (). ამით ესევითარითა სარწმუნოებითა დაშრტებიან ყოველნი იგი ისრად წოდებულნი გულისსიტყუანი გულისთქუმისანი და ზედა-აღდგომანი განსაცდელთანი, რამეთუ არა ხოლო ფარსა, არამედ წყალსა ცხოველსაცა მიემსგავსების ესევითარი იგი სარწმუნოებაჲ, დამშრეტელად ცეცხლსა გულისთქუმათასა.
მოციქულისაჲ: და ჩაფხუტი იგი ცხორებისაჲ დაიდგთ და მახჳლი იგი სულისაჲ, რომელ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ (6,17).
თარგმანი: ჩაფხუტ ცხორებისა არს სასოებაჲ კეთილი, რომელი ყოვლისავე ღუაწლისა და შრომისა აღსუბუქებისათჳს საცხორებელ იწოდების, რამეთუ სასოებითა საუკუნეთა კეთილთა მიმთხუევისაჲთა თავს-ვიდებდეთ ყოველთავე ტკივილთა სათნოებისათა, ხოლო მახჳლად სულისა გინა თუ სულსა წმიდასა უწოდს, მკუეთელობისათჳს და განმარჩეველობისა ღუარძლისა იფქლისაგან, ანუ თუ სულიერად ცხორებასა და მოქალაქობასა, რომელი ვითარცა მახჳლი შეგუეწევის წინააღსადგომელად ბრძოლისა მტერთაჲსა, ანუ თუ სულიერსა განყოფასა მადლთ...
მოციქულისაჲ: თავნი თჳსნი გამოიცადენით, უკუეთუ ხართ სარწმუნოებასა შინა. თავნი თჳსნი განიკითხენით. ანუ არა უწყნითა თავნი თჳსნი, რამეთუ იესუ ქრისტე თქუენ შორის არს? გარნა თუ გამოუცდელ რაჲმე ხართ (13,5).:
...მიერ ვიტყჳ და ვიქმ ყოველსავე, არამედ თჳთ თქუენ შორისცა, მოწაფეთა ჩემთა, გიჩუენო ესე, ვითარმედ ქრისტე თქუენ შორის არს, უკუეთუ ოდენ გაქუს სარწმუნოებაჲ და არა ყოვლად უმეცარ ხართ თავთა თქუენთა, გამოუცდელობითა გონებისაჲთა. სარწმუნოებად უკუე აქა მას უწოდს, რომლისათჳს მოციქულნი ეტყოდეს უფალსა: "შემძინე ჩუენ სარწმუნოებაჲ" (), ცხად არს, ვითარმედ — სასწაულთა მოქმედებისაჲ, რომლისათჳს-იგი თავადი ეტყჳს, ვითარმედ: "გაქუნდეს თუ სარწმუნოებაჲ ჰრქუათ მთასა" () და შემდგომი. ხოლო ამას სარწმუნოებასა შესძენს მოქმედებაჲ კეთილთა საქმეთაჲ, რომელთა არა-ქონებასა აწ გამოუცდელობა უწოდს მოციქული, რამეთუ გამოცდილება არს სარწმუნოებასა თანა მოქმედებაჲ კეთილთა საქმეთაჲ. ვინაჲთგან, შეუდგეს რაჲ დასაბამსა შჯულთა მართლმორწმუნეობისასა, გამოცდილებაჲ კეთილთა საქმეთა მოქმედებისაჲ მიანიჭებს მუშაკსა თჳსსა სარწმუნოებასა მასცა სასწაულთა მოქმედებისასა.
მოციქულისაჲ: ხოლო ვესავ, ვითარმედ სცნათ, რამეთუ ჩუენ არა ვართ გამოუცდელ (13,6).
თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: გიჴმდა, რაჲთამცა ნიშთა და სასწაულთაგან, რომელ ექმნენ თქუენ შორის, გეცნა არა-გამოუცდელობაჲ ჩემი, და ვითარმედ ქრისტე ჩემ შორის არს. ხოლო აწ ვესავ, ვითარმედ ძალისაგან მტანჯველო...