1.უთხრა მათ ერთი იგავიც იმისათვის, რომ ყოველთვის უნდა ლოცულობდნენ და არასოდეს მობეზრდეთ ლოცვა:2.იყო ერთ ქალაქში ერთი მსაჯული, რომელსაც არ ეშინოდა ღმრთისა და არც კაცისა რცხვენოდა.3.იმავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი ქვრივი ქალი; მიდიოდა მასთან და სთხოვდა: ჩემი მომჩივნისაგან დამიცავიო.4.დიდხანს არ თანხმდებოდა. ბოლოს კი გულში თქვა: თუმცა არც ღმრთის შიში მაქვს და არც კაცისა მრცხვენია,5.მაგრამ, რაკი ეს ქვრივი მოსვენებას არ მაძლევს, დავიცავ, რათა აქ აღარ მოვიდეს და მომასვენოს.6.თქვა უფალმა: გესმით, რას ამბობს უსამართლო მსაჯული?7.განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, დღედაღამ რომ შეჰღაღადებენ, და დიდსულოვანი არ იქნება მათ მიმართ?8.გეუბნებით: მალე დაიცავს მათ. მაგრამ ძე კაცისა, როდესაც მოვა, ჰპოვებს კი რწმენას ამ ქვეყნად?
9.ერთი ასეთი იგავიც უთხრა ზოგიერთს, რომლებსაც სწამდათ, მართალნი ვართო და სხვებს კი არად აგდებდნენ:10.ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად: ერთი ფარისეველი და ერთიც მებაჟე.11.ფარისეველი დადგა და ასე ლოცულობდა გულში: ღმერთო, გმადლობ, რადგან არა ვარ, სხვა კაცთა მსგავსად, მტაცებელი, უსამართლო, მემრუშე, და არც ამ მებაჟეს ვგავარ.12.ორჯერ ვმარხულობ კვირაში, და ვიხდი მეათედს იმისას, რასაც ვიხვეჭ.13.ხოლო მოშორებით მდგარი მებაჟე იმასაც კი ვერ ბედავდა, რომ ზეცად აღეპყრო თვალნი, არამედ მკერდში იცემდა მჯიღს და ამბობდა: ღმერთო, მილხინე მე, ცოდვილს.14.გეუბნებით: სახლში ეს უფრო გამართლებული დაბრუნდა, ვიდრე ის. რადგან ყველა, ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება.
15.მიჰგვარეს ბავშვები, რომ შეხებოდა მათ, ხოლო ამის შემყურე მოწაფეები ნებას არ რთავდნენ.16.მაგრამ იესომ მიიხმო ისინი და თქვა: მოუშვით ბავშვები და ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მათნაირებისაა ღმრთის სასუფეველი.17.ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმრთის სასუფეველს, ვერ შევა მასში.
18.ჰკითხა მას ერთმა მთავართაგანმა: კეთილო მოძღვარო, რა უნდა ვქნა, რომ დავიმკვიდრო საუკუნო სიცოცხლე?19.იესომ მიუგო: რატომ მიწოდებ კეთილს? არავინაა კეთილი, გარდა ერთის - ღმერთისა.20.იცი მცნებანი: არა იმრუშო; არა კაც-ჰკლა; არა იპარო; არა ცილი სწამო; პატივი ეცი მამას შენსას და დედას?21.ხოლო მან თქვა: ეს ყოველივე დამიცავს ჩემი სიყრმითგან.22.ეს რომ გაიგონა, იესომ უთხრა მას: ერთიღა გაკლია: გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე.23.ხოლო ის დამწუხრდა ამის გაგონებისას, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო.24.დამწუხრებული რომ დაინახა, იესომ თქვა: რა ძნელია მდიდართათვის ღმრთის სასუფეველში შესვლა.25.ვინაიდან აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმრთის სასუფეველში.26.ამის გამგონეთ თქვეს: კი მაგრამ, ვინღა ცხონდება?27.ხოლო მან თქვა: კაცთათვის შეუძლებელი შესაძლებელია ღმერთისთვის.
28.და უთხრა პეტრემ: აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და გამოგყევით.29.ხოლო იესომ მიუგო: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის კაცი, რომელმაც მიატოვოს სახლი, გინდა ძმები, გინდა ცოლი, გინდა შვილები ღმრთის სასუფევლის გულისთვის,30.და ახლავე არ მიიღოს გაცილებით მეტი, ხოლო მომავალში - საუკუნო სიცოცხლე.
31.წაიყვანა თორმეტი მოწაფე და უთხრა მათ: აჰა, ავდივართ იერუსალიმს და აღსრულდება ყველაფერი, რაც დაწერილა წინასწარმეტყველთა მიერ კაცის ძისათვის;32.ვინაიდან მისცემენ წარმართთ და შეურაცხყოფენ, აგინებენ, აფურთხებენ,33.სცემენ და მოკლავენ მას, მესამე დღეს კი აღდგება იგი.34.მაგრამ ისინი ვერაფერს მიხვდნენ: დაფარული იყო მათთვის ეს სიტყვა და ვერ გაიგეს ნათქვამი.
35.ხოლო როდესაც იერიხონს მიუახლოვდა, ერთი ბრმა იჯდა გზის პირას და მოწყალებას ითხოვდა.36.ხალხის ხმა რომ შემოესმა, იკითხა: რა ამბავია?37.უთხრეს, იესო ნაზარეველი მოდისო.38.მაშინ შეღაღადა და თქვა: იესო, დავითის ძეო, შემიწყალე მე:39.წინ მიმავალნი უბრძანებდნენ, დაჩუმდიო, მაგრამ ის უფრო ხმამაღლა ღაღადებდა: დავითის ძეო, შემიწყალე მე!40.იესო შეჩერდა და ბრძანა, აქ მომგვარეთო; როცა მიუახლოვდა, ჰკითხა:41.რას მოითხოვ ჩემგან? ხოლო მან მიუგო: თვალის ახელას, უფალო!42.იესომ უთხრა: გაახილე თვალი, შენმა რწმენამ გადაგარჩინა.43.მაშინვე აეხილა თვალი, თან გაჰყვა მას და ადიდებდა ღმერთს. მაშინ ამის მხილველმა მთელმა ხალხმაც ადიდა ღმერთი.
1. ეტყოდა მათ იგავსაცა, ვითარ-იგი ჯერ-არს მათა მარადის ლოცვაჲ, და რაჲთა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა. 2. და იტყოდა: მსაჯული ვინმე იყო ქალაქსა შინა, ღმრთისა არა ეშინოდა და კაცთაგან არა ჰრცხუენოდა. 3. და ქურივი ვინმე იყო მასვე ქალაქსა შინა. და მოვიდის მისა და ეტყჳნ: მისაჯე მე წინამოსაჯულისაგან ჩემისა. 4. და არა ისმინის მისი, ვიდრე რომლად ჟამადმდე. ამისა შემდგომად თქუა გულსა შინა თჳსსა: დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხუენის, 5. ამისთჳს, რამეთუ შრომასა...
ორნი კაცნი აღვიდენ ლოცვად ტაძარს შინა,ერთი ფარისეველი და ერთი მეზვერე; (ლუკ. 18,10).
ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო! იგავი ფარისეველსა და მეზვერესა ზედა იპყრობს თვის შორის ვრცელსა და ღრმასა ქრისტიანულსა ზნეობითსა სწავლასა, ამისთვის კვალადვე განვიხილოთ იგი დღეს აღსაშენებელად სულთა ჩვენთა. ორნი კაცი აღვიდენ ლოცვად ტაძარსა შინა, ერთი ფარისეველი და ერთი მეზვერე. ვინ იყო ფარისეველი? სახარება ხშირად იხსენიებს მათ და ცხადად აღწერს მათთა სულიერთა თვისებათა. ფარისეველნი იყვნენ კაცნი სწავლულნი,...
ორნი კაცნი შევიდენ ტაძარსა შინა ლოცვად. ვითარცა მოგვითხრობს დღეს წაკითხულისა სახარებისა იგავი, ერთმან გრძლად ილოცა, მრავალი სიტყვა წარმოსთქვა ლოცვასა შინა თვისსა; გარნა მისი ლოცვა არ შეიწყნარა ღმერთმან. მეორე მლოცველმა მხოლოდ ეს ხუთი სიტყვა წარმოსთქცა ლოცვაში: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას და ხშირად ამათვე სიტყვათა განიმეორებდა გულის ცემითა და იგი გამოვიდა საყდრიდამ გამართლებული. რა იყო მიზეზი ამისა? რამ გაამართლა მოკლე ლოცვის მთქმელი...
გეტყვი თქვენ, გარდამოვიდა ესე განმართლებულისახით თვისად, ვიდრე ფარისეველი იგი (ლუკ. იჱ, იდ).
იგავსა შინა დღეს წაკითხულისა სახარებისაგან მაცხოვარმან აღწერა რა ლოცვა მეზვერისა და ფარისეველისა, ესრედ დააბოლოვა სიტყვა თვისი: გეტყვი თქვენ, გარდამოვიდა ესე განმართლებული სახიდ თვისად, ვიდრე ფარისევგლი იგი, ესე იგი მეზვერე განმართლდა, ანუ მიიღო მოტევება ცოდვათა ლოცვისა თვისისაგან, ხოლო ლოცვა ფარისეველისა იქმნა უნაყოფო, მან არ მიიღო შენდობა ღვთისაგან.
იგავი ფარისეველსა და მეზვერესა ზედა არა ერთ გზის იყო საგნად ჩვენისა თქვენდამი უბნობისა, ძმანო ქრისტიანენო! გარნა ათასჯერაც რომ ყოფილიყო ჩვენი უბნობა მას ზედა და ნაცვლად ერთისა ენისა ასი ენა რომ გვქონდეს პირში და თითოეულითა ათასჯერ გვეთქვას მასზედა, ვგონებ არ იქმნებოდა მომატებული. ეგოდენ საჭირო არს გაფრთხილება ჩვენი ფარისევლობისაგან! როგორ არ უნდა ვლაპარაკობდეთ ხშირად ფარისევლობაზედა, როგორ არ უნდა ვაფრთხილებდეთ თავსა ჩვენსა საშინელისა ამის სულიერისა სენისაგან, როდესაც გარემოს ჩვენსა ვხედავთ...
ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხვანიკაცნი მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზვერე.ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა. (ლუკ. იჱ, ია)
ამ სახით ილოცვიდა, ძმანო ქრისტიანენო, ფარისეველი იგი, ვითარცა გვესმა დღეს წაკითხულისა იგავისაგან.
იგავი ფარისეველისა და მეზვერისა არა ერთ გზის იყო საგნად ჩვენისა თქვენდამო უბნობისა. გარნა ათასჯერაც რომ ყოფილიყო იგი განხილული თქვენ წინაშე და ნაცვლად ერთისა ენისა, ასი ენა რომ...
გეტყვი თქვენ, გარდამოვიდა ესე განმართლებულისახიდ თვისად, ვიდრე ფარისეველი იგი, რამეთურომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი იგი ამაღლდეს, დარომელმან აღიმაღლოს თავი თვისი იგი დამდაბლდეს. (ლუკ. იჱ, იგ).
იგავსა შინა, დღეს წაკითხულსა, მაცხოვარმან აღწერა რა ლოცვა ფარისეველისა და მეზვერისა, ესრეთ დააბოლოვა სიტყვა თვისი: გეტყვი თქვენ, გარდამოვიდა ესე განმართლებული სახიდ თვისად, ვიდრე ფარისეველი იგი. ამ სიტყვებისაგანა სჩანს, ძმაო ჩემო, რომელ ლოცვა ანუ გაამართლებს კაცს, ანუ გაამტყუნებს. შენ...
ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას:ერთი ფარისეველი და ერთი მეზვერე (ლუკ. იჱ, ი).
მრავალნი ცოდვანი სტანჯავენ ქვეყანასა ამას შინა დაცემულსა ბუნებასა კაცისასა. გარნა არცა ერთი მათგანი არ არის უსაშინელესი ფარისევლობისა, ვისთვის რომელ არცა ერთი მათგანი ეგრეთ არ მოეკიდება გულსა კაცისასა, ვითარცა ფარისევლობა; არცა ერთი მათგანი იმ ზომად არ მოინადირებს სულსა მისსა და ისრე ღრმად არ შთანერგდება ბუნებასა შინა მისსა. ყოველნი სხვანი ცოდვანი მხოლოდ ერთ დროს და ერთს ჰასაკსა შინა მოეკიდებიან კაცსა,...
აწინდელსა კვირიაკესა წმიდამან ეკკლესიამან დააწესა წაკითხვა სახარებაში მეზვერისა და ფარისეველის იგავისა, მისთვის, რათა ჩვენ, მსმენელნი იგავისა ამის, ვეკრძალებოდეთ ფარისევლურს ცოდვასა და ვბაძვიდეთ მეზვერის სიმართლესა და მონანებასა.
ფარისევლობა, ძმანო ჩემნო საყვარელნო, არის ერთი უსაშინელესთა და უმძიმესთა ცოდვათაგანი, რომელნი ჰბუდობენ გულსა შინა კაცისასა. იგი მით უმეტესად არის მძიმე და მავნებელ, რომელ თითქმის ძვირად მოიპოვება ქვეყანაზედ კაცი რომლითამე სახითა, ანუ რომელთამე შემთხვევათა შინა არა...
ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას:ერთი ფარისეველი და ერთი მეზვერე (ლუკ. იჱ, ი).
ორნი კაცნი შევიდნენ ტაძარსა შინა ლოცვად, ვითარცა გვესმა დღეს წარკითხულისა სახარებისაგან. ერთის კაცის ლოცვა იქმნა ნაყოფიერი: ღმერთმან მიუტევა მას მრავალნი მისნი ცოდვანი და გამოვიდა იგი ეკკლესიისაგან განმართლებული. მეორისა კაცისა ლოცვა დაშთა უნაყოფოდ; არათუ არ მიიღო მან მიტევება ცოდვათა, არამედ უმეტესად დამძიმდა მისი ცოდვა. რა იყო, ძმანო, ამის მიზეზი? დიდად საჭირო არს ჩვენ ყოველთათვის გამოვიკვლიოთ ეს...
მოკლე იყო ლოცვა მეზვერისა მის, გარნა იგი გამოდიოდა სიღრმიდან გულისა მისისა. ჩვენ მრავალ სიტყვებს ვიტყვით ლოცვაში, მაგრამ ისინი არიან ცალიერი სიტყვა, უქმი ხმა. ვლოცულობთ ერთხელვე მიღებულითა ჩვეულებითა, დაფანტულითა გონებითა, არ ვფიქრობთ, რას ვიტყვით, ან რას ვიქმთ. ამისთვის ძვირად მივიღებთ მას, რასაც ვითხოვთ ლოცვაში.
სამი ნაკლულევანება აქვს ჩვენს ლოცვას, რომლისა გამო იგი ხშირად არა თუ სასარგებლო შეიქნება, არამედ უკანონო და წინააღმდეგი. პირველად...
და მან ღაღად-ჰყო და რქვა: იესუ, ძეო დავითისაო, შემიწყალე მე,ხოლო რომელნი წინაუძღოდეს, ჰრისხვიდეს მას, რაითა დადუმნეს;ხოლო იგი უფროის ღაღადებდა და იტყოდა: იესუ, ძეო დავითისო,შემიწყალე მე, (ლუკ. 18, 38-39).
ერთხელ უფალი იესო ქრისტე, როგორც თქმული არს დღეს წაკითხულსა სახარებასა შინა,, გარემოცული მრავლითა ერითა, მიდიოდა მახლობლად იერიქონის ქალაქისა. ამ ჟამად იმ გზაზე იჯდა ერთი შობითგან ბრმა კაცი სახელით ტიმეოს, და თხოულობდა წყალობას. მას უთუოდ გაგონილი ჰქონდა, ვინ იყო იესო ქრისტე და რა...
სწავლაჲ ნზ მარხვისათჳს და მომთრვალეთათჳს. რამეთუ მარხვაჲ და ლოცვაჲ კაცსა ანგელოზ-ჰყოფენ და ზეცისა მჴედრობათა მობაძავად გამოაჩინებენ:
...ცვიდეს მარხვითურთ, ფრთოან არს ლოცვაჲ მისი და უმჴურვალეს ცეცხლისა, საშინელ არს იგი ეშმაკთა და შემწუველ ძალისა მათისა. და რაჲმცა იყო უძლიერეს კაცისა, ჭეშმარიტთა ლოცვათა აღმასრულებელისა?
უკუეთუ ქურივმან მან მოწყალე-ყო მსაჯული იგი, რომელსა არცა ღმრთისა ეშინოდა, არცა კაცთაგან ჰრცხუენოდა, უწყინოდ ვედრებითა თჳსითა, რავდენ უმეტესად მოწყალე-ყოს კაცმან სახიერი იგი და მოწყალე ღმერთი, უკუეთუ მარხვითა შეჰმზადოს თჳსი იგი ვედრებაჲ და ლმობიერებითა სიწმიდისაჲთა და განაგდოს თავისა თჳსისაგან შუებაჲ და სიმაძღრე მუცლისაჲ. ხოლო უკუეთუ მარხვაჲ ფრიადი ვერ ძალ-გიც, კაცო, უძლურებისათჳს ჴორცთაჲსა, მოიწყჳდენ შუებანი და სანოაგენი და ყოველივე სახე უზომოჲსა ნაყროვნებისაჲ, და ესეცა არავე შორს არს წესისა მისგან მარხვისა. და ესეცა შემძლებელ არს დაჴსნად სიბორგილესა ეშმაკისასა, რამე-თუ არარაჲ არს ესრეთ საყუარელ და საწადელ ეშმაკისა, ვითარ შუებაჲ და მთრვალობაჲ, რამეთუ წყაროჲ არს ესე და დედაჲ ყოველთა ბოროტთაჲ.
ამის მიერ ოდესმე ისრაიტელნი კერპთმსახურებად შთაყარნა, ამის მიერ სოდომელნი უშჯულოჲთა მით აღაზრზინნა ტრფიალებითა, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „ესე უშჯულოებაჲ სოდომელთაჲ არს, რამეთუ ამპარტავანებითა და სიმაძღრითა პურისაჲთა და ნაყროვნებითა სანოაგეთაჲთა...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ეკრძალენით ქველისსაქმესა თქუენსა, რაჲთა არა ჰყოთ წინაშე კაცთა სახილველად მათდა“ (6,1).:
...ნერგისასა. და იხილე, ვინაჲ იწყო: მარხვისაგან და ლოცვისა და მოწყალებისა, რამეთუ უფროჲს ყოვლისა ამათ სათნოებათა თანა ჩუეულ არს ზუაობაჲ მახლობელობად და განრყუნად მა-თისა მის სიკეთისა, ვითარცა ფარისეველსა მას შეემთხჳა, რომელი იტყოდა: „ვიმარხავ ორგზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა“; და ლოცვასა მას შინა ზუაობდა და მაჩუენებლობით იქმოდა. და გულისჴმა-ყავ სიტყუაჲ ესე უფლისაჲ, ვითარ იწყო, ვითარცა მჴეცისა რაჲსამე მძჳნვარისათჳს ანუ მპარვისა ღამით მკრეხველისა. ესრეთ განგუაკრძალებს და იტყჳს: „ეკრძალენით ქველისსაქმესა თქუენსა“, რამეთუ მჴეცი ესე და მპარავი უცნაურად მოვალს და ყოველსა ნამუშაკევსა ჩუენსა წარიპარავს და საუნჯესა მას სულისა ჩუენისასა სრულიად ცარიელსა დაუტეობს.
ვინაჲთგან უკუე მრავალი წარმოთქუა მოწყალებისათჳს უფალმან და ღმრთისა სახიერებაჲ სახედ მოგუცა, რომელმან აღმოაბრწყინვის მზე ბოროტთა ზედა და კეთილთა, და ყოვლით კერძო გუამცნო შემკობაჲ სულთა ჩუენთაჲ ყუავილითა მოწყალებისაჲთა, ამისთჳს განგუაკრძალებს სიმყრალისა მისგან ზუაობისა და იტყჳს: „ეკრძალენით ქველისსაქმესა თქუენსა, რაჲთა არა ჰყოთ წინაშე კაცთა სახილველად მათა”. და საგონებელ არს ორივე ესე ერთად - „წინაშ...
სწავლაჲ ჟ სინანულისათჳს და კეთილად მოქალაქობისა და უპოვრებისათჳს:
...ნი, რამეთუ მზა არს სახიერი ღმერთი შეწყნარებად მონანულთა.
და ამას ვიტყჳ არა ამისთჳს, რაჲთამცა უდებებად მოგიყვანენ. ნუ იყოფინ! არამედ რაჲთა არავინ მოვიდეს სასოწარკუეთილებად.
გნებავსა ცნობად, ვითარ სახიერ არს მეუფჱ ჩუენი? წარდგა ოდესმე მეზუერე, სავსე ბევრეულითა ბოროტითა, და თქუა: „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“, და მოიქცა განმართლებული. რაჲმცა იყო სწორი ამის კაცთმოყუარებისა? არამედ ესე არს ბოროტი ჩუენი, რომელ არცა თუ ესოდენსა ლმობიერებასა ვაჩუენებთ, არცა ჴელ-ვჰყოფთ მცნებათა ქრისტესთა აღსრულებად. ამისთჳს უკურნებელ იქმნებიან სენნი ჩუენნი. ხოლო უკუეთუმცა მოვიქეცით სინანულად, არა ძალ-უც სიმრავლესა ცოდვათა ჩუენთასა ძლევად სახიერებასა ღმრთისასა. ნუ იყოფინ!