1.ორი დღის შემდეგ იყო პასექისა და უფუარობის დღესასწაული. და მღვდელმთავრები და მწიგნობრები ეძებდნენ ხერხს, როგორ შეეპყროთ მზაკვრობით და მოეკლათ იგი.2.მაგრამ ამბობდნენ: ოღონდ არა დღესასწაულზე, რათა ხალხი არ ამბოხდესო.
3.ხოლო როდესაც ბეთანიაში იყო და ინახად იჯდა სიმონ კეთროვანის სახლში, მოვიდა ქალი, რომელსაც ალებასტრის ჭურჭლით ჰქონდა ნარდის ძვირფასი ნელსაცხებელი, გატეხა ჭურჭელი და თავზე დაასხა მას.4.ზოგიერთები აღშფოთდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: რა საჭიროა ნელსაცხებლის ასეთი ფლანგვა?5.ვინაიდან შეიძლებოდა სამას დინარზე მეტად გაგვეყიდა და გლახაკთათვის მიგვეცა ფული.6.ხოლო იესომ თქვა: რას ერჩით, თავი გაანებეთ; მაგან ხომ კეთილი საქმე მიყო.7.ვინაიდან გლახაკნი ყოველთვის გვერდითა გყავთ და როცა ინებებთ, მაშინ შეგიძლიათ შეეწიოთ, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით.8.მან გააკეთა ის, რაც შეეძლო: ჩემს სხეულს წინასწარ სცხო ნელსაცხებელი დასამარხავად.9.ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს ქვეყანაზე, სადაც იქადაგება ეს სახარება, ყველგან ითქმება მისი საქმე მისსავე მოსაგონებლად.
10.და იუდა ისკარიოტელი, ერთი თორმეტთაგანი, წავიდა მღვდელმთავრებთან მის გასაცემად.11.ხოლო მათ, ეს რომ გაიგეს, გაიხარეს და ვერცხლი აღუთქვეს მას. ის კი ეძებდა ხელსაყრელ დროს, რათა გაეცა იგი.
12.უფუარობის პირველ დღეს, როცა სწირავდნენ საპასექე კრავს, მოწაფეებმა უთხრეს: სად გნებავს, წავიდეთ და მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?13.გაგზავნა თავისი ორი მოწაფე და უთხრა მათ: წადით ქალაქში და შეგხვდებათ კაცი, რომელსაც დოქით მიაქვს წყალი; მას გაჰყევით.14.სადაც შევა, უთხარით იმ სახლის პატრონს: მოძღვარი ამბობს: სად არის დარბაზი, სადაც ჩემს მოწაფეებთან ერთად ვჭამ პასექს?15.ის გიჩვენებთ ვრცელ დარბაზს, გაწყობილს და გამზადებულს, იქ მოგვიმზადეთ.16.წავიდნენ მისი მოწაფეები, მივიდნენ ქალაქში და ყველაფერი ისე დახვდათ, როგორც უთხრა იესომ, და მოამზადეს პასექი.17.მწუხრის ჟამს მივიდა თორმეტთან ერთად.
18.როცა ინახად ისხდნენ და ჭამდნენ, იესომ თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი, რომელიც ჩემთან ერთად ჭამს, გამცემს მე.19.ხოლო ისინი დამწუხრდნენ და სათითაოდ დაუწყეს კითხვა მას: მე ხომ არაო?20.მიუგო და უთხრა მათ: ერთი თორმეტთაგანი, რომელიც ჩემთან ერთად ჩაყოფს ხელს ჯამში.21.და მართლაც, მიდის ძე კაცისა, როგორც დაიწერა მისთვის; მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა; ერჩია, სულაც არ შობილიყო ის კაცი.
22.ჭამისას აიღო პური იესომ, აკურთხა, გატეხა, მისცა მათ და უთხრა: აიღეთ, ჭამეთ; ეს არის ჩემი ხორცი.23.აიღო სასმისი, აკურთხა და მისცა მათ; და სვამდნენ ყველანი იმით.24.უთხრა მათ: ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული.25.ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: აღარა ვსვამ ამიერიდან ვაზის ამ ნაყოფისაგან, ვიდრე იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს ღმრთის სასუფეველში.26.იგალობეს და გავიდნენ ზეთისხილის მთაზე.
27.უთხრა მათ იესომ: ამაღამ ყველანი შეცდებით ჩემს გამო; ვინაიდან დაწერილია: დავცემ მწყემსს, და განიბნევიან ცხვრები.28.ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ წინ წაგიძღვებით გალილეაში.29.პეტრემ უთხრა: შეიძლება ყველანი შეცდნენ, მაგრამ მე - არა.30.მიუგო მას იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები: ამაღამ, ვიდრე მამალი მეორედ იყივლებს, სამჯერ უარმყოფ მე.31.მაგრამ პეტრე უფრო დაჟინებით ამბობდა: შენთან ერთადაც რომ მიწიოს სიკვდილმა, არ უარგყოფო, და ასევე ამბობდა ყველა.
32.მივიდნენ იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გეთსემანე, და თავის მოწაფეებს უთხრა: ისხედით მანდ, ვიდრე ვილოცებ.33.წაიყვანა პეტრე, იაკობი და იოანე, და დაიწყო მწუხარება და ურვა.34.უთხრა მათ: მწუხარეა ჩემი სული, ვიდრე სიკვდილამდე; იყავით აქ და იფხიზლეთ.35.ცოტაზე გაშორდა მათ, მიწაზე დაემხო და ლოცულობდა, რათა, თუკი შესაძლო იყო, ასცდენოდა ეს საათი;36.ამბობდა: აბბა, მამაო! ყველაფერი შესაძლებელია შენთვის; ამარიდე ეს სასმისი; თუმცა არა რაც მე მნებავს, არამედ რაც შენ.37.დაბრუნებულმა მძინარენი ნახა ისინი და უთხრა პეტრეს: სიმონ, გძინავს? ერთ საათსაც ვერ გასძელი ფხიზლად ყოფნა?38.იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში; სული მხნეა, მაგრამ ხორცია უძლური.39.კვლავ გაშორდა მათ და იმავე სიტყვებით ილოცა.40.როცა დაბრუნდა, კვლავინდებურად მძინარენი ნახა ისინი, ვინაიდან თვალები დამძიმებოდათ, და არ იცოდნენ, რა მიეგოთ მისთვის.41.მესამედაც მოვიდა, და უთხრა მათ: ისევ გძინავთ და განისვენებთ? კმარა, მოაწია დრომ: აჰა, მიეცემა ძე კაცისა ცოდვილთა ხელში.42.ადექით, წავიდეთ; აჰა მოგვიახლოვდა ჩემი გამცემი.
43.სიტყვა არ დაესრულებინა, რომ მოვიდა იუდა, ერთი თორმეტთაგანი, და მასთან ერთად დიდძალი ხალხი მახვილებითა და წათებით მღვდელმთავართა, მწიგნობართა და უხუცესთაგან.44.ხოლო მის გამცემს ნიშანი მიეცა მათთვის და ეთქვა: ვისაც მე ვეამბორები, ის არის; შეიპყარით და ფრთხილად წაიყვანეთ.45.მოსვლისთანავე მიეახლა და უთხრა: რაბი, რაბი! და ეამბორა მას.46.ხოლო მათ ხელი სტაცეს და შეიპყრეს იგი.47.ერთმა იქ მდგომთაგანმა ხმალი იშიშვლა, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა.48.მიუგო იესომ და უთხრა მათ: როგორც ავაზაკს, მახვილებითა და წათებით მომიხტით შესაპყრობად.49.დღენიადაგ თქვენთან ვიჯექი და გასწავლიდით ტაძარში, და არ შეგიპყრივართ. მაგრამ აღსრულდეს წერილი.50.მაშინ ყველამ მიატოვა ის და გაიქცა.51.ერთი ჭაბუკი, რომელსაც შიშველ ტანზე ტილო შემოეხვია, მისდევდა მას, და მეომრებმა შეიპყრეს იგი.52.ხოლო მან ტილო შეატოვა ხელში და შიშველი გაექცა მათ.
53.მიიყვანეს იესო მღვდელმთავართან; და შეგროვდა მასთან ყველა მღვდელმთავარი, მწიგნობარი და უხუცესი.54.ხოლო პეტრე შორით მისდევდა, ვიდრე არ შევიდა მღვდელმთავრის ეზოში; მსახურებთან ერთად მიუჯდა ცეცხლს და თბებოდა.55.მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი მოწმეებს ეძებდნენ იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი, მაგრამ ვერ პოულობდნენ.56.რადგან ბევრი იყო ცრუმოწმე, მაგრამ მათი მოწმობანი არ ემთხვეოდნენ ერთმანეთს.57.ზოგიერთი ადგა, ცრუმოწმობდა მის წინააღმდეგ და ამბობდა:58.ჩვენ გვსმენია მაგის ნათქვამი: დავანგრევ ამ ხელთქმნილ ტაძარს და სამ დღეში ახალს ავაგებ, ხელთუქმნელსო.59.მაგრამ არც ეს მათი მოწმობანი ემთხვეოდა ერთმანეთს.60.მაშინ შუაში ჩადგა მღვდელმთავარი და ჰკითხა იესოს: რატომ არაფერს იტყვი პასუხად, ესენი რომ მოწმობენ შენს წინააღმდეგ?61.ხოლო ის დუმდა და არაფერი მიუგო მათ. მაშინ კვლავ ჰკითხა მღვდელმთავარმა: შენ ხარ ქრისტე, ძე კურთხეულისა?62.იესომ მიუგო: მე ვარ. იხილავთ ძეს კაცისას, მჯდომარეს ძალის მარჯვნივ და მომავალს ზეცის ღრუბლებით.63.მაშინ მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსი და თქვა: რაღად გვინდა მოწმენი?64.ხომ მოისმინეთ ღვთის გმობა? რას იტყვით? მაშინ ყველამ სიკვდილის ღირსად სცნო იგი.65.ზოგიერთებმა დაუწყეს ფურთხება, სახეს უფარავდნენ, ურტყამდნენ და ეუბნებოდნენ: გვიწინასწარმეტყველე. მსახურები კი ყვრიმალში სცემდნენ მას.
66.ხოლო, როცა პეტრე ქვემოთ, ეზოში იყო, მოვიდა მღვდელმთავრის ერთი მხევალი67.და, ცეცხლს მიფიცხებული პეტრე რომ დაინახა, დააკვირდა და უთხრა მას: შენც ხომ იესო ნაზარეველთან იყავი?68.მაგრამ მან უარყო და თქვა: არ ვიცი, არ მესმის, რას ამბობ; ეზოდან გავიდა, და იყივლა კიდეც მამალმა.69.მხევალმა კვლავ შეასწრო თვალი და იქვე მდგომთ უთხრა: ესეც ერთი მათგანიაო.70.მან კვლავ უარყო. ცოტა ხნის შემდეგ იქვე მდგომებმაც უთხრეს პეტრეს: მართლაც ერთი მათგანი ხარ, რადგან კილოზე გეტყობა, რომ გალილეველი უნდა იყო.71.ხოლო ის მოჰყვა წყევლას და ფიცს: არ ვიცნობ იმ კაცს, ვისზედაც მელაპარაკებითო; და მეორედ იყივლა მამალმა.72.გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი: მამლის მეორე ყივილამდე სამჯერ უარმყოფო, და ტირილი დაიწყო.
1. ხოლო იყო პასქაჲ იგი, რომელ არს ვნებაჲ, და უცომოებაჲ, შემდგომად ორისა დღისა. და ეძიებდეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი იესუს, ვითარმცა ზაკუვით შეიპყრეს იგი და მოკლეს. 2. ხოლო იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, ნუუკუე შფოთი იქმნეს ერისაჲ. 3. და ვითარცა იყო იესუ ბეთანიას, სახლსა სიმონ კეთროვნისასა და ინაჴით-ჯდა იგი, მოვიდა დედაკაცი და აქუნდა ალაბასტრითა ნელსაცხებელი ნარდისა სარწმუნოჲსაჲ, მრავალ-სასყიდლისაჲ, და შემუსრა ალაბასტრი იგი და დაასხა თავსა მისსა. 4. იყვნეს ვინმე,...
სწავლაჲ პე: ვითარმედ არა ჯერ-არს მრავალსასყიდლისა სახუეველითა დაფლვაჲ მკუდართაჲ, არამედ მოწყალებისა ქმნაჲ მათთჳს:
...თაასხმენ სახუეველთა შინა და ესრეთ დაჰმარხვენ. ესე უკუე საქმენი არა ცოფთანი არიანა? და უკუეთუ ვინ თქუას: და ქრისტე რად ესრეთ დაჰმარხესო? მე ვიტყჳ, ვითარმედ: მისთა საქმეთა ნუ შეასწორებ კაცთა თანა. რამეთუ ნელსაცხებელიცა დაასხა მეძავმან ფერჴთა მათ მისთა წმიდათა. ; ; და კუალად ესეცა ვთქუა, ვითარმედ: არა იცოდეს მათ მაშინ სიტყუაჲ იგი აღდგომისაჲ და ამისთჳს იქმოდეს ამას, ვითარცა იყო წესი ჰურიათაჲ. რაჲთა სცნა, ვი-თარმედ ქრისტეს ესე არად უჴმდა, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „მიხილეთ მე მშიერი და გამომზარდეთ, და წყურიელი და მასუთ“, და არასადა იტყჳს, ვითარმედ: მკუდარი დამმარხეთ დიდფასისა სამოსლითა. რამეთუ არა თუ დაფლვასა და სახუეველთა გაყენებ, - ნუ იყოფინ! - არამედ ამაოსა მას უზომოებასა. და უკუეთუ იტყჳთ, ვითარმედ: სიყუარული წარსრულისაჲ მის გუარწმუნებს ამას, ესე არა სიყუარული არს. არამედ უკუეთუ გიყუარს წარსრული იგი, მე გიჩუენო საქმჱ სიყუარულისაჲ: შეჰმოსენ მას სამოსელნი, რომელნი არასადა განიხრწნენ, არცა ვინ წარიპარნეს იგინი, - ესე არს მოწყალებაჲ; იგი აღდგეს მის თანა და ადიდოს, რამეთუ მით სამოსლითა...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „საქმჱ კეთილი ქმნა დასაფლავად ჩემდა“ (12,7).:
...რს“, და ესრეთ გამოაჩინა, ვითარმედ იცის მისი მიმცემელობაჲ. ხოლო ცხადად არა ამხილა, არამედ მიუშუა, რაჲთა ნუუკუე მოდრკეს, ვითარ უკუე სხუაჲ მახარებელი იტყჳს, ვითარმედ: ყოველთა მოწაფე-თა თქუეს, და მანცა თქუა, ; გარნა სხუათა დაღაცათუ თქუეს, არა მით გულისსიტყჳთა თქუეს. ხოლო უკუეთუ გამო-ვინ-ეძიებდეს, თუ: ვითარ, რომელ მპარავი იყო, და უფალმან მას მიანდო გუადრუცი იგი გლახაკ-თაჲ, რაჲთა მას აქუნდეს, ; (13,29) ვინაჲთგან ვეცხლისმოყუარე იყო? ხოლო ჩუენ ამის საქმისათჳს ამას ვიტყჳთ, ვითარმედ: დაფარული ამისი მიზეზი ღმერთმან უწყის. უკუეთუ კულა ჩუენცა ვიტყოდით, რომელსა ვჰგონებთ, ამას ვიტყჳთ, ვითარმედ: რაჲთა მოუწყჳდოს მიზეზი მისი ყოველივე, რამეთუ მან რაჲ-იგი ქმნა, ვეცხლისმოყუარებით ქმნა, და აქუნდა გუადრუცისა მისგან ნუგეშინის-ცემაჲ გულისთქუმისა მის მისისაჲ. და ამისთჳს ქრისტე არას ამხილებდა მპარვობასა, რომელმან-იგი ყოველივე იცოდა, რამეთუ ენება, რაჲთამცა არა ჰმძლავრობდა მას გულისთქუმაჲ იგი, და რაჲთამცა ყოველივე მიზეზი მოუწყჳდა, არამედ ესე ოდენ თქუა:
სწავლაჲ ნ წმიდათა საიდუმლოთათჳს და მოწყალებისათჳს:
...ნუ მპარავთა და ავაზაკ-თა, ხოლო რაოდენიცა ჰქმნე ძმასა თანა მშიერსა და შიშუელსა და უცხოსა, წარუპარველად ეგოს უკუნისამდე. ვერცა თუ ყოველნი კრებულნი ეშმაკ-თანი შეითქუნენ, ჴელ-ეწიფების წარტაცებად იგი.
ხოლო მეტყჳან ვიეთნიმე, ვითარ თქუა უფალმანო: „გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ“? მეცა, ძმანო, ამისთჳს ვიტყჳ, თუ: ჯერ-არს მოსწრაფებით და წადიერად ქმნად მოწყალებისა, რამეთუ არა ვჰპოებთ მას მარადის მშიერსა, არამედ ამას ხოლო საწუთროსა, და ესე არს ჟამი წყალობისაჲ.
ხოლო უკუეთუ გნებავს ცნობად ყოვლითურთ ძალი სიტყჳსაჲ მის, ისმინეთ, ვითარმედ: სიტყუაჲ ესე არა მოწაფეთა მიმართ თქუმულ არს, და-ღაცათუ ესრეთ ჩანს, არამედ უძლურებისა მიმართ დედაკაცისა მის. რამეთუ ვინაჲთგან იგი უმეცარი იყო და უძლური, ხოლო იგინი აბრალებდეს, ინება უფალმან ნუგეშინის-ცემაჲ მისი და ამისთჳს თქუა სიტყუაჲ ესე, ვი-თარმედ: „რასა შრომასა შეამთხუევთ დედაკაცსა მაგას? რამეთუ საქმე კეთილი ქმნა ჩემდამო“. ჰხედავა, რამეთუ ნუგეშინის-ცემისა მისისათჳს თქუა, თუ: „მე არა მარადის თქუენ თანა ვარ“. რამეთუ საცნაურ არს, ვი-თარმედ მარადის ჩუენ თანა არს, ვითარცა იტყჳს თავადი, ვითარმედ: „აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა...