1.იმ ხანად ჰეროდე მეოთხედმთავრამდე მიაღწია იესოს ამბავმა;2.და უთხრა თავის მსახურთ: ეს არის იოანე ნათლისმცემელი; მკვდრეთით აღმდგარა და ამიტომ ძალნი მოქმედებენ მასში.
3.ვინაიდან ჰეროდემ შეიპყრო იოანე, გათოკა და საპყრობილეში ჩააგდო ჰეროდიადას, თავისი ძმის - ფილიპეს ცოლის გამო.4.რადგანაც იოანე ეუბნებოდა: არ შეიძლება შენ გყავდესო იგი.5.და უნდოდა მისი მოკვლა, მაგრამ ხალხისა ეშინოდა, ვინაიდან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი.
6.ხოლო ჰეროდეს დაბადების დღეს ჰეროდიადას ასულმა იცეკვა წვეულთა წინაშე და მოხიბლა ჰეროდე.7.ამიტომ ფიცით აღუთქვა მას, მოგცემ, რასაცა მთხოვო.8.ხოლო მან, დედამისისგან წინასწარ გაზრახებულმა, სთხოვა ლანგრით მიეცათ იოანე ნათლისმცემლის თავი.9.შეწუხდა მეფე, მაგრამ, ფიცისა და თანამეინახეთა რიდით, მიცემა ბრძანა.10.წარგზავნა მსახურნი, რათა იოანესთვის თავი მოეკვეთათ საპყრობილეში.11.მოართვეს თავი ლანგრით და მისცეს ყმაწვილ ქალს, ხოლო მან მიართვა დედამისს.12.იოანეს მოწაფეები მივიდნენ, გამოიტანეს მისი ნეშტი და დამარხეს: მერე კი წავიდნენ და აუწყეს იესოს.13.ეს რომ გაიგო, იესო ნავით გაეცალა იქაურობას და უდაბნოში განმარტოვდა, მაგრამ შეიტყო ხალხმა და ფეხდაფეხ მიჰყვა ქალაქებიდან.
14.გამოვიდა იესო, იხილა დიდძალი ხალხი, შეებრალა ისინი და განკურნა მათი სნეულნი.15.ხოლო შებინდებისას მივიდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: უდაბურია ეს ადგილი და თანაც გვიანია უკვე: გაუშვი ხალხი, რათა წავიდნენ სოფლებში საჭმლის საყიდლად.16.მაგრამ იესომ უთხრა მათ: არ დასჭირდებათ წასვლა; თქვენ თვითონ მიეცით საჭმელი.17.ხოლო მათ უთხრეს: რომ არაფერი გვაქვს, ხუთი პურისა და ორი თევზის გარდა?18.იესომ უთხრა მათ: აქ მომიტანეთ.19.და მოლზე დასხდომა უბრძანა ხალხს: აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცად აღაპყრო თვალნი, აკურთხა და დატეხა პურები და მისცა მოწაფეებს, ხოლო მათ ჩამოურიგეს ხალხს.20.ყველამ ჭამა და გაძღა; ნარჩენებით კი გაავსეს თორმეტი კალათი.21.ხოლო იყო მჭამელი ასე ხუთიათასამდე კაცი, ქალებისა და ბავშვების გარდა.22.და მაშინვე აიძულა თავისი მოწაფეები, ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა, სანამდის თვითონ გაისტუმრებდა ხალხს.23.ხალხი რომ გაისტუმრა, განმარტოებით ავიდა მთაზე სალოცავად; და მწუხრის ჟამს მარტო იყო იქ.
24.ხოლო ნავი უკვე შუაგულ ზღვაში იყო, და ტალღები ეხეთქებოდნენ მას, ვინაიდან პირქარი ქროდა.25.და ღამის მეოთხე გუშაგობისას იესო ზღვაზე სვლით მივიდა მათთან.26.ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, მოწაფეები შეძრწუნდნენ და თქვეს: მოჩვენება არისო, და შიშით შეჰყვირეს.27.მყისვე შეეხმიანათ იესო: მხნედ იყავით; მე ვარ, ნუ გეშინიათ.28.მიუგო პეტრემ და უთხრა მას: უფალო, თუ მართლა შენა ხარ, მიბრძანე, რომ ზღვით მოვიდე შენთან.29.მანაც უბრძანა: მოდი! და გადმოვიდა პეტრე ნავიდან, რათა ზღვაზე სვლით მისულიყო იესოსთან.30.მაგრამ რა იხილა ძლიერი ქარი, შეშინდა, ჩაძირვა იწყო და შეჰღაღადა: უფალო, მიხსენ მე!31.მყისვე გაუწოდა ხელი იესომ, ჩასჭიდა მას და უთხრა: მცირედ მორწმუნეო, რამ შეგაეჭვა?32.და ავიდნენ თუ არა ნავზე, მაშინვე ჩადგა ქარი.33.ხოლო ნავში მყოფნი მიეახლნენ, თაყვანი სცეს და უთხრეს: ჭეშმარიტად ღმრთის ძე ხარ შენ.
34.ასე გავიდნენ გაღმა და მიადგნენ გენესარეთის მხარეს.35.და იცნეს იგი იქაურებმა, ხალხი დაგზავნეს მთელს მხარეში და მიჰგვარეს ყველა სნეული.36.ევედრებოდნენ, ხელი შეგვახებინე შენი სამოსის კალთისთვისო; და ვინც შეახო, განიკურნა.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და იყო, რაჟამს დაასრულნა იესუ იგავნი ესე, წარვიდა მიერ. და მოვიდა მამულად თჳსად და ასწავებდა მათ შესაკრებელთა შორის მათთა“ (13,53-54).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს წარვიდა მიერ ადგილით? ამისთჳს, რამეთუ ენება ყოველთა ადგილთა თესვად სიტყჳსა მისისა. ხოლო მამულად მისა აწ ნაზარეთსა იტყჳს, რომლისათჳს თქუა ქუემორე, ვითარმედ: „არა ქმნნა მუნ ძალნი მრავალნი ურწმუნოებისა მათისათჳს“, ხოლო კაპერნაუმს შინა მრავალნი ქმნნა სასწაულნი....
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესმა რაჲ ესე იესუს, განეშორა მიერ ნავითა და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა თჳსაგან. და ვითარცა ესმა ერსა მას, მისდევდა მას მკჳრცხლ ქალაქებისაგან“ (14,13).
იხილეთღა, ვითარ ოდეს ესევითარი რაჲმე იქმნის, წარვიდის მიერ ადგილით. რამეთუ აჰა ესერა აღიღეს რაჲ მოწაფეთა იოვანესთა გუამი მისი და დაჰფლეს იგი და მოვიდეს, უთხრეს იესუს, განეშორა მიერ და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა; და კუალად, „ოდეს ესმა, ვითარმედ იოვანე მიეცა საპყრობილედ, განეშორა მიერო და წარვიდა გალილეად“; <span...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა განუტევა ერი იგი, აღვიდა მთასა ლოცვად თჳსაგან. და შე-რაჲ-მწუხრდა, მარტოჲ იყო მუნ. ხოლო ნავი იგი განშორებულ იყო ქუეყანით მრავალ უტევან და იგუემებოდა ღელვათაგან, რამეთუ იყო ქარი იგი პირით“ (14,23-24).
რაჲსათჳს აღვალს მთად? რაჲთა გუასწაოს ჩუენ, ვითარმედ კეთილ არს უდაბნოს მყოფებაჲ და მარტოებაჲ, ოდეს გუენებოს ვედრებად ღმრთისა. ამისთჳს ზედაჲსზედა განვიდოდა უდაბნოდ და მუნ გარდაიჴადის ღამე ლოცვათა შინა, რაჲთა ჩუენ ვისწაოთ ჟამისა და ადგილისაცა მყუდროჲსაჲ განჩემებად...
1-2. მას ჟამსა შინა ესმა ჰეროდეს, ოთხთა მათ სამთავროთა მთავარსა, ჰამბავი იესუჲსი, და ჰრქუა მონათა თჳსთა: ესე არს იოვანე ნათლის-მცემელი, იგი აღდგომილ არს მკუდრეთით, და მისთჳს იქმნებიან ძალნი ესე მის თანა. - ეს ჰეროდე იმ ჰეროდეს შვილია, ვინც ბეთლემში ყრმები ამოაწყვეტინა. აქედან დესპოტის ქედმაღლური ცხოვრება გულისხმაჰყავ, რამდენი ხნის შემდეგ შეიტყო ჰეროდმ იესოს შესახებ! მმართველნი ამგვარ რამეს გვიან იგებენ, რადგან, მათ, რომელნიც სიკეთით ბრწყინავენ,...
სწავლაჲ კდ ვითარმედ მოქმედი სათნოებისაჲ მარადის უშიშ არს, ხოლო ცოდვასა შინა მყოფსა ყოვლისაგანვე ეშინის:
...ი დიდად შეაწუხებდა ჰეროდეს, და უპოარი იგი ზედაადგრა მეფესა მას და ურიდად ამხილებდა. ხოლო მეფე იგი და მძლავრი, შემოსილი ყოვლითა დიდებითა, ძრწოდა მისგან და ვერცაღა თუ რაჟამს თავი წარჰკუეთა, განუქარდა მას შიში. ამისთჳსცა ისმინე, რასა იტყჳს: „ესე არსო იოვანე, რომელი-იგი მე მოვკალ, იგი აღდგომილ არს მკუდრეთით“. ; - ესოდენ დიდ იყო შიში მისი.
ესრეთ უკუე წმიდანი შემდგომად სიკუდილისაცა უძლიერეს ცხოელთასა არიან. ამისთჳსცა რაჟამს იგი ნათელს-სცემდა, მოვიდოდეს მისა მდიდარნი და დიდებულნი და ეტყოდეს: „რაჲ-მე ვყოთ ჩუენ?“ ესოდენი გაქუს, კაცნო, და გლახაკისა მისგან ეძიებთა პოვნად ალაგსა ცხორებისა თქუენისასა? მეუდაბნოესა მისგან - სოფლისა გამოცდილნი ეგე? ესრეთ იყო ელიაცა. ამისთჳს კადნიერებით ეტყოდა და ამხილებდა უღმრთოთა. იოვანე ღაღადებდა: „ნაშობნო იქედნეთანო!“ ელია იტყოდა: „ვიდრემდის ჰკელობდეთ ორითავე გოჯითა თქუენითა?“ და კუალად მეფეთა ორნივე ამხილებდეს; ერთი იგი იტყოდა: „მოჰკალ და დაიმკჳდრე!“ ამისთჳსცა ჰრქუ...
...ჰზუაობ სიმდიდრესა ზედა და დიდებულთა შვილებასა? რად ჰმაღლოჲ მთავრობასა ზედა და აზნაურებასა? მიჩუენე სულისა მთავრობაჲ და აზნაურებაჲ, ვითარი აქუნდა მას, რომელი ჴორციელად გლახაკ იყო და უპოარ, ხოლო მეფენი ძრწოდეს მისგან; რომელი კადნიერებით ეტყოდა ჰეროდეს: „არა ჯერ-არს შენდა ქორწინებად ცოლი ფილიპეს, ძმისა შენისაჲ“.
და კუალად, ვითარ იყო პირველ მისა მოსილი იგი ხალენითა, რომლისაგან იმალვოდა აქაბ მეფე; ვითარ იყვნეს მოციქულნი და წინაჲსწარმეტყუელნი. უკუეთუ გაქუს ესევითარი სულიერი აზნაურებაჲ, მაშინღა ნუვე ჰზუაობ, რამეთუ „საძაგელ არს წინაშე უფლისა ყოველი მაღალი გული-თა“; ხოლო უფროჲსად ამაოთა ამათ და წარმავალთა საქმეთათჳს ზუაობაჲ დიდი უგუნურებაჲ არს. რამეთუ სულნი მდიდართა და დიდებულთა ქუეყანისათა უმრავლესნი ვერაგობისაგან თჳსისა და ცოდვისმოყუარებისა ფრიად შორს არიან ჭეშმარიტისა მის აზნაურებისაგან, და უფროჲსღა, მონა არიან არა ხოლო თუ ცოდვისა, არამედ ყოველთა კაცთაცა. რამეთუ არარაჲ ესრეთ დაჰჴსნის აზნაურებასა მას სოფლისასა, ვითარ შემსჭუალვაჲ გონებისაჲ საქმეთა სოფლისათა და დიდებასა კაცობრივსა.
ესე ჰყოფს სულსა მონა არა თუ ერთისა კაცისა ანუ ერთისა ვნებისა, არამედ ბევრეულთა კაცთა და უმრავლესთა ვნებათა. დ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყო მოახლებულ პასქაჲ, დღესასწაული ჰურიათაჲ. აღიხილნა იესუ და იხილა მრავალი ერი, მოსრული მისა“ (6,4-5).:
...ირედ უკეთურებისათჳს ჰურიათაჲსა თანაწარსლვად დღესასწაულთა მათთა, ხოლო ჯდა მოწაფეთა თანა სიმდაბლით, და ვითარ მე ვჰგონებ, საიდუმლოთა რათმე ასწავებდა მათ. ამისთჳსცა შექცეულ იყო მათა, და აღიხილნა თუალნი და იხილა მოსრული ერი. და იტყჳან სხუანი მახარებელნი, ვითარმედ: მოწაფენი მოუჴდეს და ეტყოდეს უფალსა ერისათჳს, ; ხოლო ესე იტყჳს, ვითარმედ: ფილიპეს ჰკითხა უფალმან; და ორივე ესე ჭეშმარიტ არს, გარნა არა ერთსა ჟამსა ქმნილ არს ორივე, ესე და რომელსა იგინი იტყჳან, არამედ იგი იქმნა პირველად, რომელსა სხუანი მახარებელნი იტყჳან, და ესე იქმნა უკუანაჲსკნელ. ხოლო რაჲსათჳს ჰკითხა ფილიპეს? გარნა რამეთუ თავადმან იცოდა, თუ რომელთა მოწაფეთა უჴმს უმეტესი სწავლაჲ. რამეთუ ესე არს, რომელსა ეგულების შემდგომად ამისა თქუმად, ვითარმედ: „გჳჩუენე ჩუენ მამაჲ შენი“. და ამისთჳს პირველითგანვე განამტკიცებდა მას და ასწავებდა. და აწცა ჰკითხა პირველად, და მან აღიარა უქონელობაჲ მათი, რომელ აქუნდა, და ვითარმედ: „ორასისა დრაჰკნისა პური ერისა ამისთჳს ვერ კმა არს“ (6,7). და ვითარცა აღიარა პირითა თჳსითა საქმისა მის სიდიდჱ, მაშინ ქმნა იესუ...