თარგმანი: ვინაჲთგან ღმრთეებით ერთ არს მოქმედებაჲ მათი, ამისთჳს მამისა მიერ დადებული ყოველი — ძისაჲ არს, ვითარცა სწორთაჲ ჴელმწიფებითა, არამედ კაცთა არა უჴმს გამოკულევაჲ სიღრმესა ღმრთისა განგებულებათასა, რამეთუ არა ჩუენი, არამედ ღმრთისა მხოლოჲსაჲ არს ყოვლისავე უნაკლულოდ ცნობაჲ. ამისთჳს, ვითარ-იგი თჳს-ეყვის მოძღუართა, რაჲთა არა რასაცა იკითხვიდენ, არამედ რომელიცა უფრო სარგებელ ეყოფოდის მოწაფეთა, მას მიუგებდენ, ეგრეთვე უფალი ჰყოფს და ცუდთა გამოძიებათა მათთა არცა ერთისა სიტყჳსა ღირს ჰყოფს. გარნა მას ხოლო ეტყჳს, რაჲ-იგი მათდა უსაჴმარეს არს ქადაგებასა შინა სახარებისასა.
მოციქულთა საქმეები 1:7
6. შეკრებილნი კი ეკითხებოდნენ: უფალო, ნუთუ ამ ხანებში აღუდგენ სამეფოს ისრაელს?7. და უთხრა მათ: თქვენი საქმე არ არის დროთა და ვადათა ცოდნა, თავისი ხელმწიფებით რომ დაადგინა მამამ.8. არამედ მიიღებთ ძალას, როცა სული წმიდა გადმოვა თქვენზე, და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელს იუდეასა და სამარიაში, ქვეყნის კიდემდე.
მოციქულთა საქმეები თავი 1