თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ არა ხოლო მხილებისა დაცხრომასა, არამედ ჟამ ერთ თანა-სათნო-ყოფასა უსრულისასა უბრძანებს სრულსა მას, ვითარ-იგი თჳთ ამან მოციქულმან მრავალგზის ყო ტაძარსა შინა განწმედითა, ტიმოთეს წინა-დაცუეთითა და მსხუერპლთა შემწირველობითა, არამედ აქაცა მრავლითა სიტყჳთა ამხილებს უსრულსა მას, დაღაცათუ შეეწევის მას, რამეთუ შებრკოლებულად უწესს, რომელი-ესე ბრმასა თჳს-ეყვის, და დაბრკოლებულად, რომელი-ესე მკელობელსა ერქუმის, და უძლურად, რომელი-ესე მცირედ მორწმუნისა სენ არს.
რომაელთა მიმართ 14:21
20. საჭმლის გულისთვის ნუ დაარღვევ ღვთის საქმეს. ყველაფერი წმიდაა, მაგრამ ბოროტია კაცისთვის, ვინც საცდუნებლად ჭამს.21. გიჯობს არც ხორცი ჭამო, არც ღვინო სვა და არც რამ ისეთი აკეთო, რაზედაც შეიძლება წაიბორძიკოს შენმა ძმამ.22. გაქვს რწმენა? შენი ღმერთის წინაშე გქონდეს. ნეტა მას, ვინც თავს არ ისჯის იმით, რასაც აირჩევს.
რომაელთა მიმართ თავი 14