თარგმანი: ამხილებს ჰურიათა და ეტყჳს, ვითარმედ წარმართთა მოსეს შჯული არა აქუს, ხოლო მოსეს შჯული ყოველივე ქრისტეს მომასწავებელი იყო. ხოლო ოდეს წარმართთა ბუნებითითა მით შჯულითა იცნან ღმერთი და მოიქცენ ქრისტესა, იქმნებიან უმეცარნი იგი შჯულისანი ჭეშმარიტად აღმასრულებელ შჯულისა.
რომაელთა მიმართ 2:14
13. რადგანაც რჯულის მსმენელნი კი არ არიან მართალნი ღვთის წინაშე, არამედ რჯულის აღმასრულებელნი გამართლდებიან.14. ვინაიდან როცა რჯულის არმქონე წარმართნი ბუნებრივად ასრულებენ რჯულს, მაშინ რჯულის არმქონენი თვითონვე არიან თავიანთი თავის რჯული.15. ისინი გვიჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულის ფიცარზე უწერიათ, რასაც მოწმობენ მათი სინდისი და მათი აზრები, რომლებიც ხან ბრალს სდებენ, ხან კი ამართლებენ ერთმანეთს,
რომაელთა მიმართ თავი 2