მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 2:5

4. ან იქნებ უგულებელყოფ მისი სიკეთის, ლმობიერებისა თუ სულგრძელობის სიუხვეს და ვერ შეგიგნია, რომ ღვთის სიკეთეს სინანულისაკენ მიჰყავხარ?5. შენ კი სიკერპითა და უსინანულო გულით თვითონვე იუნჯებ რისხვას ღვთის რისხვისა და მისი მართალი მსჯავრის გამოცხადების დღისთვის,6. როცა, მათი საქმისამებრ, კუთვნილს მიაგებს ყველას:
რომაელთა მიმართ თავი 2
5. შენ კი სიკერპითა და უსინანულო გულით თვითონვე იუნჯებ რისხვას ღვთის რისხვისა და მისი მართალი მსჯავრის გამოცხადების დღისთვის,
თავი ა̂. პირველად უკუე შემდგომად დაწყებისა — განშჯისათჳს წარმართთაჲსა, რომელნი-იგი არა იმარხვენ ბუნებითსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვერ გიცნობიეს, რამეთუ სიტკბოებაჲ ღმრთისაჲ სინანულად მოგიყვანებს შენ, ხოლო სიფიცხლითა მაგით შენითა და შეუნანებელითა გულითა იუნჯებ თავისა შენისა რისხვასა დღესა მას რისხვისა და გამოჩინებისა და მართლმსაჯულებისა ღმრთისასა, რომელმან მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ (2,4-6).:

წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისა განვრცელებითთა თარგმანთაგან შემოკლებით გამოკრებული და მრავალწიგნობისაგან ერთ წიგნ ყოფად შემოკრებული თარგმანებაჲ ებისტოლეთა წმიდისა პავლე მოციქულისათაჲ

თარგმანებაჲ ჰრომაელთა მიმართისა ებისტოლისაჲ

სახარებითი მოძღურებაჲ გარეშეთა მიმართ მადლისათა და მადლსა შინა მყოფთა, და სასოებისათჳს და მოქალაქობისა სულიერისა

გუაკურთხენ, მამაო.

პავლე, მონაჲ იესუ ქრისტესი, ჩი მოციქული (1,1).

თარგმანი: შორიელთა მ მისწერს, ამისთჳს დასწე სახელ თჳსსა რომელი-იგი მას ამისთჳს შეეცვალა უფლისა მიერ სავლეობისაგან პავლედ, რაჲთა არცა ამით აჲთმე ნაკლულევან იყოს პეტრესგან, თავისა მის მოციქულთაჲსა, რომელსა-იგი სიმონობაჲ პეტრედ შეეცვალა. ხოლო მონად ამისთჳს სახელ-იდებს, რამეთუ მრავალთა მათგან და თითოფერთა სახეთა მონებისა ღმრთისათა არცა ერთი რაჲ აკლდა მას. ამას თანა იესუდ უწოდს უფალსა ჩუენსა კაცებისათჳს, ხოლო ქრისტეს — საცხებელისა...

სრულად ნახვა
თავი პირველი სასოებისათჳს და მოქალაქობისა სულიერისა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო სიფიცხითა მით შენითა და შეუნანებელითა გულითა (2,5).:

თარგმანი: ღირსად და სამართლად სახელ-სდვა ესევითარსა მას გულსა ფიცხელ და შეუნანებელ, რამეთუ, რომელსა ვერცა სიტკბოებაჲ მოალბობდეს, ვერცა რისხვაჲ შეაშინებდეს, რაჲმცა იყო მისსა უფიცხეს და უძჳრს?

ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. სამსჯავრო, სულგრძელება და მომავალი ანგარიში:

...სულგრძელ“** (), და სასჯელებს არ ითხოვს? აი, აქ გაქვს მიზეზი: სულგრძელია, ამბობს, და სულგრძელებით სინანულისკენ გიზიდავს; ხოლო თუ ჯიუტად დარჩები, „ხოლო სიფიცხლითა მაგით შენითა და შეუნანებელითა გულითა იუნჯებ თავისა შენისა რისხვასა“ (). ამრიგად, თუ მართალია, ღირსებისამებრ მიუზღავს და უსამართლოდ დატანჯულებს შურისგების გარეშე არ დატოვებს; რადგან ეს მართლის საქმეა. თუ ძლიერია, სიკვდილის შემდეგაც მიუზღავს და აღდგომისასაც; რადგან ეს ძლიერის საქმეა. ხოლო თუ სულგრძელია და ამიტომ ითმენს, ნუ ავშფოთდებით და ნურც ვიტყვით: „რატომ არ სჯის აქვე?“ რადგან ეს რომ ხდებოდეს, ადამიანთა მოდგმა ადრევე წარტაცებული იქნებოდა, ყოველდღე რომ მოეთხოვა ჩვენგან სასჯელი ჩვენი შეცოდებებისთვის. რადგან არ არსებობს, არ არსებობს ცოდვებისგან სუფთა დღე; არამედ ან დიდში, ან მცირე რამეში ვცდებით. ამიტომ თითოეული ჩვენგანი ვერც მეოცე წლამდე მისვლას მოასწრებდა, რომ არა მისი დიდ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოე მათა მიმართ, რომელნი იტყჳან, თუ შობასა კაცისასა ანუ ვარსკულავთა ქცევასა შეუდგან საქმენი სოფლისანი:

...(მათ. 11,21-22)

იხილეა წესი განკითხვათა მისთაჲ? ვითარ მათვე ცოდვათა ზედა კაცად-კაცადისა განყოფილებით იქნების საშჯელი. რამეთუ ოდეს სულგრძელ გუექმნას, და ჩუენ არა შევიგონოთ, უმეტესისა სატანჯველისა ღირს ვართ, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „სიფიცხისაებრ შენისა და უნანელობისა იუნჯებ თავისა თჳსისა რისხვასა“.

აწ უკუე ესე ყოველი გულისხმა-ვყოთ და ნუ დავბრკოლდებით, ნუცა შევშფოთნებით ნურარას ზედა საქმესა, ნუცა ვეძიებთ, თუ ესე რაჲმე რად ესრეთ იქმნა, ანუ იგი რაჲმე რად ესრეთ განაწესა, არამედ მიუშუათ ყოველი მიუწდომელთა მათ განკითხვათა ღმრთისათა. ხოლო ჩუენ ესე ვი-ღუაწოთ, რაჲთა ცოდვისაგან განვეშორნეთ და სათნოებაჲ შევიკრძალოთ, რაჲთა ღირს ვიქმნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა