მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

განმარტებები

მოიძებნა 1808 განმარტება

შვილნო ჩემნო, რომელთათვის კვალად მელმის, ვიდრემდე გამოიხატოს ქრისტე თქვენ შორის (გალ. ით).

მართლმადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო!

წმიდა ეკლესია ადრითგან გვამზადებს ჩვენ, მიგებებად ქრისტეს შობის დღესასწაულისა. მრავალის დღის მარხვა მისთვის დააწესა წმიდამან ეკლესიამა, რათა ჩვენ, განწმედილნი სულითა და ხორცითა, ღირსებით შევეგებოთ ქრისტესა, ქვეყნად მომავალსა. ყოველნი საღმრთონი საკითხავნი, საგალობელნი, ლოცვანი, რომელნი გესმოდათ თქვენ ეკლესიასა შინა განმავლობასა შინა ამა მარხვისასა, წინადვე...

ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო!

დღეს ჩვენ, ქრისტიანეთა აქა მდგომარეთა, გვაქვს ორი დღესასწაული: პირველად, საზოგადო ყოველთა ქრისტიანეთათვის დღესასწაული, ესე იგი მირქმა, ანუ მიგებება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი სვიმონ მართლისაგან ტაძარსა შინა იერუსალიმისასა; მეორედ, საკუთარი თქვენი დღესასწაული, ესე იგი ენკენიანობა, ანუ კურთხევა წმიდისა ამის, ახლად თქვენგან აღგებულისა, ეკკლესიისა. აწ, შეწევნითა ღვთისათა, ვსთქვათ რაოდენიმე სიტყვა ამ ორთავე დღესასწაულისათვის. ესე იგი, პირველად, შევიტყოთ, რა...

მართლმადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო!

დღეს, ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, ვითარცა უწყებულ არს თქვენდამი, ჩვენ ვდღესასწაულობთ მირქმასა, ანუ მიგებებასა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა მოხუცებულის სვიმეონ მართლისაგან. ძველს სჯულში იყო დაწესებული, რომელ მეორმოცეს დღესა, მშობელნი პირმშოსა თვისსა შვილსა მიიყვანდნენ ტაძრად და შესწირვიდენ ღმერთსა, ვინც მდიდარი იყო მდიდარსა შესაწირავსა და ღარიბი კაცი ორსა მტრედის მართვესა. ეს სჯული აღასრულეს მშობელთა იესო ქრისტესა. როდესაც განვიდა ორმეოცი დღე...

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა იყო იერუსალჱმს პასექსა მას დღესასწაულსა, მრავალთა ჰრწმენა მისი“ (2,23).

თ ა რ გ მ ა ნ ი: მაშინდელნი იგი კაცნი რომელნიმე საცთურსა მიქცეულ იყვნეს, და რომელნიმე ჭეშმარიტებასა უსმენდეს, და მათგანნი რომელნიმე მოიქცეოდეს და კუალად დაეცემოდეს, რომელნიცა ქრისტემან თჳთოსახესა ქუეყანასა მიამსგავსნა: რომელნიმე - კლდოვანსა, და რო მელნიმე - ეკლოვანსა, და რომელნიმე - კეთილსა ქუეყანასა.1 და ამას მოასწავებს მახარებელი და იტყჳს, ვითარმედ: „რაჟამს იყო იერუსალჱმს,...

სარჩევი

მართლ-მადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო!

ერთი ძველი, საღმრთო მოთხრობა, გადმოცემული ჩვენდამო წმიდათა მამათაგან, გვეტყვის ჩვენ, რომელ, ოდესაც ყოვლად-წმიდა მარიამ შობითგან იყო მხოლოდ სამისა წლისა, მშობელთა მისთა, იოაკიმე და ანნამ, თანახმად აღთქმისა თვისისა, მიიყვანეს იგი იერუსალემს ტაძარსა შინა და მიაბარეს მუნ აღსაზრდელად, და იმ ჟამითგან იგი სწავლობდა საღმთოსა წერილსა და ეჩვეოდა კეთილსა ზნეობასა. ეს არის ის შემთხვევა, რომელსა ჩვენ ახლა ვდღესასწაულობთ, ქრისტიანენო! მაშასადამე აწინდელი დღესასწაული...