მოციქულისაჲ: რომლითაცა წინა-დაიცჳთეთ, წინადაცუეთითა მით ჴელითუქმნელითა, განძარცუვითა მით გუამისა მის ჴორცთა მათ ცოდვათაჲსა წინადაცუეთითა ქრისტესითა (2,11).
თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ სდევნის წინადაცუეთისა მაწუეველთა მათცა, და უჩუენებს მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ არღარად საჴმარ არს მათდა ჴელითა კაცობრივითა წინადაცუეთაჲ, ვინაჲთგან სული წმიდაჲ ჴელით-უქმნელად მოქმედებს ამას მათ შორის, და მკუეთელობითა სიტყჳსაჲთა მოუსპობს მათგან ნამეტნავსა ჴორციელთა შუებათასა, რომელ არს მოქალაქობაჲ ბილწი და...














