პავლესი: მთავრისა მისებრ ჴელმწიფებისა ჰაერისა (2,2).
თარგმანი: ეშმაკსა მთავრობაჲ ჰაერისაჲ აქუნდა, ხოლო გამო-რაჲ-ვარდა მიერ უკეთურებითა თჳსითა, იქმნა მოძღუარ ურჩულოებისა, გარნა არა თუ ყოველთა ეუფლების რაჲთ, არამედ მათ ოდენ, რომელთა დაუტევნენ მცნებანი ღმრთისანი, რამეთუ მათ სახელ-სდვა "ნაშობ ურჩებისა" (2,2).
პავლესი: და დაბადებულ ქრისტე იესუს მიერ (2,10).
თარგმანი: ნათლის-ღებასა იტყჳს დაბადებულად.
პავლესი: შუაკედელი ზღუდისაჲ დაჰჴსნა (2,14).
თარგმანი: ჰურიასა და წარმართსა მოასწავებს,...














