1.ხოლო გეტყჳთ თქუენ, ძმანო, მოსლვისა მისთჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა და ჩუენისა შეკრებისათჳს მისა მიმართ,2.რაჲთა არა ადრე აღიძრნეთ თქუენ გონებითა, არცა შეშფოთნეთ არცა სულითა, არცა სიტყჳთა, არცა წიგნითა, ვითარცა ჩუენ მიერ, ვითარმცა მოწევნულ იყო დღე იგი უფლისაჲ.3.ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ ნუ რომლითა სახითა, რამეთუ უკუეთუ არა მოვიდეს განდგომილებაჲ იგი პირველად, და გამოჩნდეს კაცი იგი უშჯულოებისაჲ, შვილი იგი წარსაწყმედელისაჲ,4.მჴდომი იგი და განლაღებული ყოველთა ზედა, რომელნი სახელ-დებულ არიან ღმრთად გინა სამსახურებელად, ვითარმედ და-ცა-ჯდეს იგი ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოაჩინებდეს თავსა თჳსსა, ვითარცა ღმერთი.5.არა გაჴსოვსა, რამეთუ, ვიდრე-იგიღა ვიყავ თქუენ თანა, ამასვე გეტყოდე თქუენ?6.და აწ, რომელი-იგი დაგისწავიეს, იცით გამოჩინებადი იგი თჳსსა მას ჟამსა.7.რამეთუ საიდუმლოჲ იგი აწვე იქმნების უშჯულოებისაჲ, გარნა ხოლო, რომელსა-ესე უპყრიეს აწ, ვიდრემდე შორს განვიდეს,8.და მაშინ გამოჩნდეს უშჯულოჲ იგი, რომელი-იგი უფალმან აღჴოცოს სულითა პირისა მისისაჲთა და განაქარვოს იგი გამოჩინებითა მით მოსლვისა მისისაჲთა,9.რომლისა-იგი მოსლვაჲ არს შეწევნითა ეშმაკისაჲთა, ყოვლითავე ძალითა და ნიშებითა და სასწაულებითა ტყუილისაჲთა10.და ყოვლითავე საცთურითა სიცრუისაჲთა და წარწყმედულთა მათ შორის, რამეთუ ვინაჲთგან სიყუარული იგი ჭეშმარიტებისაჲ არა შეიწყნარეს, რაჲთამცა ცხონდეს იგინი,11.ამისათჳს მოუვლინოს მათ ღმერთმან შემწე საცთურებისაჲ, რაჲთა ჰრწმენეს მათ ტყუვილისაჲ,12.რაჲთა ისაჯნენ ყოველნი, რომელთა არა ჰრწმენა ჭეშმარიტებისა მის, არამედ სათნო-ეყვნეს სიცრუესა შინა.13.ხოლო ჩუენ თანა-გუაც მადლობაჲ ღმრთისაჲ მარადის თქუენთჳს, ძმანო საყუარელნო, უფლისა მიერ, რამეთუ გამოგირჩინა თქუენ ღმერთმან პირველად ნაყოფად ცხოვრებისად განწმედითა სულისაჲთა და სარწმუნოებითა ჭეშმარიტებისაჲთა,14.რომელსაცა გიჩინნა თქუენ სახარებისა მიერ ჩუენისა შესაწევნელად დიდებისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა.15.ამიერითგან, ძმანო, მტკიცედ დეგით და შეიკრძალეთ მოძღურებაჲ ესე, რომელიცა გისწავიეს გინა სიტყჳთა, გინა წიგნითა ჩუენითა.16.ხოლო თავადმან უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან და ღმერთმან და მამამან ჩუენმან, რომელმან შემიყუარნა ჩუენ და მოგუცა ნუგეშინის-ცემაჲ საუკუნოჲ და სასოებაჲ კეთილი მადლითა მით,17.ნუგეშინის-ეცინ გულთა თქუენთა და განგამტკიცენინ თქუენ ყოვლითა სიტყჳთა და საქმითა კეთილითა.
ესე მიუწერა ჰრომით ამის მიზეზისათჳს, რამეთუ ვიეთნიმე თესალონიკლთაგანნი, უქმნი და უწესონი, მიმოვიდოდეს და ეტყოდეს ძმათა, ვითარმედ მოსლვაჲ უფლისაჲ ქმნილ არს და მეორედ არღარა იქმნების, და ეტყოდეს, ვითარმედ მოციქულიცა პავლჱ ესრეთვე იტყჳს და სულისა მიერ წმიდისა გუესმა ესე. და ესე ცნა მოციქულმან და მიუწერა ესე ებისტოლჱ.
პავლესი: ანუ აღმფოთნებით ნუცა სულითა, ნუცა სიტყჳთა, ნუცა გონებითა ამით, ვითარმცა ჩუენ მიერ (2,2).
2 თესალონიკელთა მიმართ 2:32 თესალონიკელთა მიმართ 2:8
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ აღდგენ ქრისტემტყუვარნი და ცრუწინაჲსწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშებსა ვიდრე ცთუნებადმდე, უკუეთუმცა შეუძლეს, რჩეულთაცა მათ“ (24,24).:
...ა, რომლისათჳს იტყჳს პავლეცა მოციქული ესრეთ: „რაჟამს გამოჩნდესო კაცი იგი უშჯულოებისაჲ, შვილი იგი წარსაწყმედელისაჲ, მჴდომი იგი და განლაღებული ყოველთა ზედა, რომელნი სახელდებულ არიან ღმრთად გინა სამსახურებელად, ვითარმედ და-ცა-ჯდეს იგი ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოაჩინებდეს თავსა თჳსსა, ვითარცა ღმერთი“. და მერმე იტყჳს: „მაშინ გამოჩნდესო უშჯულოჲ იგი, რომელი-იგი უფალმან აღჴოცოს სულითა პირისა მისისაჲთა და განაქარვოს გამოჩინებითა მით მოსლვისა მისისაჲთა, რომლისა-იგი მოსლვაჲ არს შეწევნითა ეშმაკისაჲთა, ყოვლითავე ძალითა და ნიშებითა ტყუვილისაჲთა და ყოვლითავე საცთურითა სიცრუვისაჲთა წარწყმედულთა მათ შორის“. ამისთჳს უფალი განგუაკრძალებს და იტყჳს: „უკუეთუ გრქუან თქუენ: უდაბნოსა არს, ნუ განხუალთ; ესერა საუნჯესა შინა არს, ნუ გრწამნ“ (24,26).
არა თქუა, თუ: მივედით, იხილეთ და ნუ გრწამნ, არამედ: ყოვლადვე ნუ მიეახლებითო, ნუცა მიხუალთ მისა, რამეთუ დიდ იყოს მაშინ საცთური სასწაულებითა მით და ნიშებითა ტყუვილისაჲთა.
„უკუეთუ გრქუან თქუენ: აჰა უდაბნოსა არს, აჰა ესერა საუნჯეთა შინა არს“. გამოაცხადა ამით სიტყჳთა, თუ ვითარი ყოფად არს მოსლვაჲ მაცთურისაჲ მის: ერთსა ადგილსა სადმე უცნაურად, გარე...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, და არა შემიწყნარეთ მე. უკუეთუ სხუაჲ მოვიდეს სახელითა თჳსითა, იგი შეიწყნაროთ“ (5,43).:
...თქუენ სცხოვნდეთო“, და „რაჲთა ცხორებაჲ გაქუნდეს“. და ვინაჲთგან ეგულებოდა მისი კიცხევაჲ, ჰრქუა მეორჱცა მიზეზი, უკეთურებისა მათისა გამომაჩინებელი, რამეთუ პავლე ანტისათჳს თქუა წინაჲსწარმეტყუელებით: „მოავლინოს ღმერთმან ძალი საცთურისაჲ, რაჲთა განსაჯნეს ყოველნი, რომელთა არა ჰრწმენა ჭეშმარიტებაჲ“. ხოლო ქრისტემან არა თქუა, ვითარმედ მოვიდეს, არამედ: „უკუეთუ მოვიდესო”. რამეთუ ერიდებოდა მსმენელთა მათ და ამისთჳს დაიდუმა მიზეზი მოსლვისა მისისაჲ, ხოლო პავლე მიზეზიცა თქუა: რამეთუ იგი არს, რომელმან ყოველი სიტყუაჲ მიუღოს მათ. და ამისა შემდგომად მიზეზიცა თქუა მათისა ურწმუნოებისაჲ უფალმან:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარ ჴელ-გეწიფების რწმუნებად, რამეთუ დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოჲსა ღმრთისასა არა ეძიებთ?“ (5,44).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და ამითცა სიტყჳთა გამოაჩინებს, ვითარმედ არა ღმრთისასა ეძიებდეს იგინი, არამედ მით მიზეზითა თჳსსა ნებასა აღასრულებდეს, რამეთუ იგინი არა ღმრთისასა ეძიებდეს, არამედ კაცთა დიდებასა. ხოლო გამოაჩინა რაჲ მრავლით კერძო, ვითარმედ სიყუარული ღმრთისაჲ არა აქუს, და ამხილა ცხადად, ვითარმედ ყოველი სიტყუაჲ მი-ღებულ არს მათგან, მერმე მოიყვანა მოსეცა შემასმენელად მათა და თქუა: