თესალონიკელთა მიმართ ა
ესე ებისტოლჱ ათენით მიუწერა ნუგეშინის-ცემაჲ ჭირთა მოთმინებისათჳს, და რამეთუ ესმა, ვითარმედ მკუდართა ზედა წარმართულად იგლოვდეს, მიუწერა ესე ებისტოლჱ და მიავლინა ტიმოთჱ.
პავლესი: ჩუენ ცხოველნი ესე, რომელნი დაშთომილ ვიყვენით მოსლვასა უფლისასა, ვერ მივეწიფენით შესუენებულთა (4,15).
თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ მაშინ რომელნიცა ცხოველნი იყვნენ, ვერ უსწრან წარდგომად წინაშე უფლისა მკუდართა მათ, რომელნი ბევრეულით წლითგან საფლავებსა შინა იყვნენ.


















