მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

განმარტებები

მოიძებნა 2203 განმარტება

მოციქულისაჲ: ამას უკუე ვიტყჳ და ვწამებ უფლისა მიერ, რაჲთა ნუღარამცა ხუალთ, ვითარცა სხუანი იგი წარმართნი ვლენან, ამაოებითა გონებისა მათისაჲთა (4,17).

თარგმანი: ჯერ-იყო არა ხოლო სწავლისა, არამედ შინებისაცა სიტყუათა თანა-შერთვად სიტყუასა ამას შინა მოძღურებისასა. ამისთჳს უწამებს მათ, ესე იგი არს, რამეთუ მოწამედ უფალსა შემოიყვანებს, უბრალო მყოფელად თავისა თჳსისა, ვითარმედ: "აჰა, წინაჲსწარ მითქუამს თქუენდა". ხოლო კუალად, რაჲთა არა დაუმძიმოს მათ მხილებაჲ, ამისთჳს არა ეტყჳს, ვითარმედ: "ნუღარა...

სარჩევი

უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან მიიღო რა ნათლისღება იორდანესა შინა იოანნესაგან, მაშინვე აღვიდა უდაბნოდ, ვითარცა თქმულ არს სახარებასა შინა: აღმოიყვანა იგი სულისაგან გამოცდად. ორმეოცის დღის მარხვა, ლოცვა და მერმეთ გამოცდა ეშმაკისაგან იყო უკანასკნელი მისი მომზადება დიდისა მის მსახურებისათვის, რომლისათვისცა იგი მოავლინა ზეცით მამამან მისმან ქვეყნად. ფრიად აღმაშენებელ და მასწავლებელ არს ჩვენთვის, ძმანო ქრისტიანენო, მოთხრობა სახარებისა ამ საგანზედ. უკეთუ სულმან ბოროტმან გაბედა და მიეახლა გამოცდად...

სიტყვა მეორესა კვირიაკესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

დღეს წარკითხული სახარება მოგვითხრობს ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, როდის და რა სახით ამოარჩია უფალმან ათორმეტნი მოციქულნი თვისნი. მოთხრობასა ამას შინა უმეტესად მიიზიდავს ჩვენს ყურადღებასა ის, რა ერთგულად მიიღეს აღმორჩეულთა ამათ წოდება უფლისა და მსწრაფლ შეუდგნენ მას: და იხილა იესო სხვანი ორნი ძმანი... და უწოდა მათ, ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამა მათი და მისდევდეს მას. აჰა, რა სახით ჰქონდა გული უბრალოთა ამათ მეთევზეთა განმზადებული სმენად ღვთის წოდებისა. რაკი მაცხოვარმან იხმო იგინი, აღარც...

მოციქულისაჲ: მითხარ-ღა მე, რომელთა-ეგე შჯულსა ქუეშე გნებავს ყოფაჲ, შჯული არა აღმოგიკითხავსა? რამეთუ წერილ არს, ვითარმედ (4,21-22).

თარგმანი: კეთილად ეტყჳს, ვითარმედ: გნებავს, რამეთუ მათისა უჟამოჲსა და უწესოჲსა ცნობისაჲ იყო გარდასრულთა ძუელთა წესთა მონებაჲ. ხოლო შჯულისა აღმოკითხვად ჩუეულ არს მოციქული წოდებად ყოველთავე წიგნთა ძუვლისა შჯულისათა.

მოციქულისაჲ: აბრაჰამს ორ ძე ესხნეს; ერთი მჴევლისაგან და ერთი აზნაურისაგან. არამედ მჴევლისაგანი იგი ჴორციულად შობილი იყო, ხოლო აზნაურისაგანი იგი —...

სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ჰრქუა მას იესუ: გრწმენინ ჩემი, დედაკაცო, რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა არცა მთასა ამას, არცა იერუსალჱმსა, არამედ თაყუანის-სცემდეთ მამასა. თქუენ თაყუანის-სცემთ, რომელი არა იცით, ხოლო ჩუენ თაყუანის-ვსცემთ, რომელი ვიცით, რამეთუ ცხორებაჲ ჰურიათაგან არს“ (4,21-22).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოველსა ადგილსა სარწმუნოებაჲ ჯერ-არს ჩუენდა, საყუარელნო, რამეთუ სარწმუნოებაჲ დედაჲ არს ყოველთა კეთილთაჲ და წამალი ცხოველსმყოფელი, რამეთუ თჳნიერ მისა ვერარას გულისხმაჰყოფთ მაღალთა მათ სიტყუათაგანსა,...

სარჩევი

განიშორეთ თქვენგან პირველისა სვლისა თქვენისა ძველი იგი კაცი, განხრწნილი გულის-თქმითა, მისებრ საცთურისა, და განახლდებოდეთ თქვენ სულითა მით გონებისა თქვენისათა (ეფესელთა 4; 22,23).

წმინდა მოციქული პავლე ხშირად განიმეორებს მიწერილთა მისგან წიგნთა შინა იმ დარიგებასა, რომელიც ახლა მოვიყვანეთ. იგი ხშირად არიგებს ქრისტიანეთა, რომ მათ უნდა განიშორონ, განიძარცვონ ძველი, განხრწნილი, გაფუჭებული კაცი და განახლდებოდენ სულითა და გულითა. დიდი ესე მარხვა, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, არის დღე...

მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს ჭეშმარიტნი თაყუანის-მცემელნი თაყუანის-სცემდენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა, რამეთუ მამაჲცა ეგევითართა ეძიებს თაყუანის-მცემელთა მისთა. სულ არს ღმერთი, და თაყუანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აც თაყუანის-ცემაი. (იოანე 4, 23, 24).

ერთობ დიდსა და მაღალსა საგანსა გვაძლევს ჩვენ საუბრად თქვენთანა, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, დღეს წაკითხული სახარება. მცნება, ანუ სწავლა ჭეშმარიტსა, სულიერსა ღვთის თაყვანის ცემასა ზედა, ეგოდენ საჭირო და...

საყვარელნო ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო! მე განვიზრახე დღეს თქვენთან მოლაპარაკება იმაზედ, თუ რაი არს სულიერი თაყვანის-ცემა ღვთისა და როგორ უნდა ემსახურებოდეს კაცი ღმერთსა სულითა თვისითა; გარნა ვინაითგან საგანი ესე ფრიად ღრმა და ცნობა მისი მეტად საჭირო და სასარგებლო ჩვენთვის, მივიქცეთ ლოცვითა და ვედრებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისადმი, რათა შეგვეწიოს და მოგვანიჭოს იგი.

ყოვლადწმიდაო დედუფალო ღვთისმშობელო! დღეს ჩვენ ყოველნი შეკრებულ-ვართ წმიდასა ამას სახლსა შენსა, შენდამი შევრდომილნი,...