მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

განმარტებები

მოიძებნა 2203 განმარტება

(თ. 5, მ. 1-5)

1. და მოვიდეს წიაღ ზღუასა მას, სოფელსა მას ღადარინელთასა. 2. და ვითარცა გამოვიდა იგი ნავით, მეყსეულად მოეგებვოდა მას საფლავებისაგან კაცი, რომლისა თანა იყო არაწმიდაჲ სული, 3. რომელსა საყოფლადვე აქუნდა საფლავები და არცაღა ჯაჭუებითა ვის ჴელ-ეწიფა შეკრვად იგი. 4. რამეთუ მრავალ გზის ჯაჭჳთა და ბორკილითა შეკრულ იყო იგი და განხეთქის და შემუსრის, და არავის ეძლო დაყენებად მისა. 5. და მარადის ღამე და დღე საფლავებსა და მთათა გარე იქცევინ, ღაღადებნ და დაიკოდნ თავსა თჳსსა ლოდითა.

უფრო...

[თ. 5; მ. 1-11]

1. და იყო ვითარ ერი იგი დაესხმოდა მას სმენად სიტყუასა ღმრთისასა, და თავადი დგა კიდესა თანა ტბისა მის გენესარეთისასა. 2. და იხილნა ორნი ნავნი, მდგომარენი კიდესა მის ტბისასა; ხოლო მესათხევლენი იგი გამოვიდეს ნავისა მისგან და განჰრცხიდეს ბადეთა. 3. და შევიდა ერთსა მას ნავსა, რომელი იყო სიმონისი, და უბრძანა მათ ქუეყანით შე-რე-დგინებაჲ მცირედ და დაჯდა და ასწავებდა ნავით გამო ერსა მას. 4. და ვითარცა დასცხრა სიტყუად, ჰრქუა სჳმონს: შეავლინე ღრმად და სდევით ბადე თქუენი ნადირობად. 5....

სიტყვა იჱ-ას კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

და ვითარცა იხილა სვიმონ პეტრე შეუვრდა მუხლთა იესოსა და ჰრქვა მას: განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო! ( ლუკ. ე, ჱ).

საკვირველმან თევზისა ნადირობამან, რომლისა მოთხრობა დღეს წაკითხულ იქმნა სახარებითგან, განაცვიფრა და შეაშინა პეტრე. მან, სიყრმითგან გამოცდილმან თევზის ნადირობასა შინა, მთელი ღამე ინადირა ტბასა ზეადა გენესარეთისასა და ვერა რა დაიჭირა; გარნა აწ, ერთითა მხოლოდ სიტყვითა იესო ქრისტესითა, ურიცხვი სიმრავლე თევზისა შთავარდა ბადესა შინა მისსა. ესრედ, რომელ ვერ შეეძლო...

მოძღვრება იჱ-კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

და ჰრქვა იესო: ნუ გეშინინ, სვიმონ, ამიერითგან იყო კაცთა მონადირე (ლუკ. ე, ი. )

დღეს წაკითხული სახარება წინადაგვიგებს, ძმანო, ჩვენ და შესასწავებელად შემდგომსა მოთხრობასა: უფალი იესო ქრისტე ოდესმე სდგა კლდესა ზედა გენესარეთის ტბისასა, გარემოცული უმრავლესითა ერითა, რომელ მოსრულ იყო სმენად სიტყვისა ღვთისასა, და იხილა ორი ნავი, მდგომარე კიდესა ზედა ტბისასა; ხოლო მეთევზენი, რომელთა ეკუთვნოდათ ნავები, ამზადებდნენ ბადეთა თვისთა. უფალი შევიდა ნავსა სვიმონ მეთევზისასა და უბრძანა მას, შე-რე-დგინება...

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა იხილა ერი იგი, აღვიდა მთასა და დაჯდა იგი. და მოუჴდეს მას მოწაფენი. და აღაღო პირი თჳსი, ასწავებდა მათ და ეტყოდა“ (5,1-2).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელი-იგი გარდამოჴდა ზეცით ცხორებისათჳს ჩუენისა, უფალი იესუ ქრისტე, დამბადებელი და მეუფე ყოველთაჲ, ყოველივე წესი და რჩული სათნოებისაჲ აღასრულა საქმით, რაჲთა ჩუენ მოგუცეს სახე და მოძღურებაჲ საღმრთოჲსა მოქალაქობისაჲ. იხილეთ უკუე აქაცა წესი ესე და სახე სიმდაბლისაჲ და ამბოხებათაგან სივლტოლაჲ, რამეთუ ოდეს-იგი სასწაულთა და...

სარჩევი